siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 2:59 AM    
აბა, მეტი რა გინდა?!
შენი, პოეტი ცოლის,აშლილ ლოგინზე წევხარ,
მიწა ცხელია,თითქოს მზე ჩამოკიდეს ხეზე,
ეგ შეჭმუხნილი შუბლი,თვალში რამდენჯერ მეცა,
იმდენი ღრუბლის ონკანს შენთვის მოვუშვებ, მენდე.
შენი პოეტი ცოლი გიყვარს შენს თავზე მეტად,
ერთი მტკაველი სითბოს აღება როცა იცის
მაგ ნაკვთებიდან კოცნად, აბა, მეტი რა გინდა?!
რაცოტა ჰყოფნის,ფიქრობ,კაცს ბედნიერებისთვის.
იქნებ ეწყინოს კიდეც,კარებთან მოსულ რიჟრაჟს,
მზერაგახსნილი ვნებით უკან რომ დააბრუნებ,
შენი პოეტი ცოლის ყველა ნაოჭსაც ხედავ,
თანაც არაფრად აგდებ,
აკრობატ დროის  ბრუნვებს...
დღეს დაქანაბულ ცრემლებს,
ყელი ჟოლოპად რომ აქვს,
ისე სავსეა ახლა გულიდან წვეთას იწყებს,
აბა,მეტი რა გინდა?!ლექსი სულს რომ ესობა,
შენი პოეტი ცოლის...ხეზე გამოსულ წიწვებს,
როგორ ჩამოჰგავს ყველა,ემოციების ტონით,
როგორც ყოველთვის ახლაც,
გინდა ჩვენს თავზე ვწერო,
წვიმა ჩამოხმა აქ და ქარმა შეფუთა წონით,
გადაიხრება ცაზეც ყველა მზის  სხივის ღერო.

ჩამოღამდება ისევ,უშენობაზე გავლით...
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
2 nervoza   (2010-12-07 9:17 PM) [Entry]
gaixareeeeeeeeeeee

0  
1 liko   (2010-12-07 2:44 PM) [Entry]
zalian magari leqsiiaaaaaaaaaaaaaaaa










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<