siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-04 - 12:14 PM    
5 წლის წინ, ზაფხულში ნინო გრიგოლეთში ისვენებდა, გოგაც იქ გაიცნო. თავიდან მათ ურთიერთობას საკურორტო რომანის ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ მალე ერთიც და მეორეც მიხვდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო.
- მე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში და შენს მშობლებს გავიცნობ, რომ შენი ხელი ვთხოვო! - უთხრა ნინოს ვაჟმა გამომგზავრების წინ და სტუმრობის დღეც დაუთქვა.
გოგა ფოთში ცხოვრობდა. ქალაქში ე.წ. "ავტორიტეტად" ითვლებოდა. მართალია, არასოდეს გარეულა "შავ საქმეში", მაგრამ ნებისმიერი სადავო და საკამათო მას უნდა გაერჩია, დაედგინა, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი. იგი სიმართლის მხარეს იდგა და ამიტომაც ენდობოდა ყველა.
შეხვედრის დღე ახლოვდებოდა და ნინოს სული ელეოდა, ფორიაქობდა, დღეებს კი არა, ლამის საათებს ითვლიდა. მშობლებსაც უთხრა, ასე და ასეა ჩემი საქმე და მალე სასიძო თავს დაგიკრავთო... და აი, დადგა ნანატრი დღე. გოგამ დილის 9 საათზე დაურეკა ფოთიდან - მოვდივარ და 3 საათზე შენთან ვიქნებიო. ნინოს ლამის გული ამოვარდნოდა საგულედან... მაგრამ გახდა 3 საათი და თავისი სიტყვის პატრონი და უღალატო გოგა არ გამოჩნდა. შესრულდა 4, 5, 6 საათიც... ნინო ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა გოგას მობილურზე, იქიდან კი ისმოდა ნერვების მომშლელი - "აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან". გვიანღა მოიფიქრა და გოგას ერთ ძმაკაცს შეეხმიანა. იმან კი - რამდენიმე თვის წინ ფოთში ყაჩაღობა მოხდაო... გოგა არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც წაიყვანეს დასაკითხად. აღარ გამოუშვეს და პირდაპირ ციხეში უკრეს თავიო.
ნინოს თითქოს ქვეყანა თავზე დაემხო. დარწმუნებული იყო, რომ გოგა ცუდს არაფერს ჩაიდენდა. ვაჟი სიგარეტსაც კი არ ეწეოდა (ნარკოტიკებზე ზედმეტია ლაპარაკი), სპორტს მისდევდა, ყაჩაღებს, თაღლითებს და ქურდბაცაცებს ვერ იტანდა და თავად როგორ გაერეოდა საძრახ საქმეში! ნინო თავს ვერ იკავებდა, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. გოგას 9 წელი მიუსაჯეს. ნინოს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ, ის კი მაინც მიდიოდა რუსთავის კოლონიაში... ერთხელ, პატარა ამანათი გადააწოდა მორიგე მცველს და ეზოში უაზროდ დაიწყო ბოლთის ცემა. უცებ მობილურზე მესიჯი მიიღო: "ნინო, უსაზღვროდ მიყვარხარ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნუ იხარჯები. ახლა მე შენ გიყურებ ერთ-ერთი სარკმლიდან - ეზოში ტრიალებ". ნინოს გული აუჩქროლდა, გაიხედა კოლონიის პირქუში შენობის ცხაურიანი სარკმლებისკენ. ერთ-ერთში მართლაც დალანდა ნაცნობი სილუეტი. იგი ხელის აწევით ესალმებოდა. მობილურზე პასუხი გაუგზავნა: "არ წახვიდე, ერთ საათში მოვბრუნდები!"
ნინომ ტაქსი გააჩერა, რუსთავში ცნობილ "სტამბოლის ბაზრობას" მიაშურა, იქ "პულვერიზატორიანი" თეთრი საღებავი იყიდა, უკან დაბრუნდა და იმ კედელზე, რომელიც ყველაზე კარგად ჩანდა კოლონიის სარკმლებიდან, დიდი ასოებით დააწერა: "გოგა, მიყვარხარ და გელოდები". ბოლო ასო რომ მოხაზა, ტაშის ხმა მოესმა. მობრუნდა და დაინახა, რომ არა მარტო პატიმრები, მათი მნახველებიც აღფრთოვანებულები მისჩერებოდნენ იმ თეთრ, თამამ წარწერას და ტაშს უკრავდნენ...
ნინოს სჯერა, რომ სასწაული სულ მალე მოხდება, გოგა ახალ წლამდე გათავისუფლდება და სიცოცხლის ბოლომდე ერთად იქნებიან.
P.S. სხვათა შორის, მიუხედავად კოლონიის მკაცრი წესებისა, მის ხელმძღვანელობას სურვილი არ გასჩენია, წაეშალა ეს სიტყვები და იმ ნაცრისფერ კედელს დღესაც ამშვენებს "თეთრად ახსნილი" სიყვარული.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 lile   (2010-09-26 11:43 PM) [Entry]
ara ra chemi rustavi :D mara egeti aranairi warwera ar aqvs : S










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<