siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 4:39 AM    
კვლავ მოვიდა თოვლი და ამ თოვლმდა ჩემი გრძნობები უფრო ღრმად დამალა
მე დიდი ხანი ვიმეორებდი ამ სიტყვებს: მიყვარს, მიყვარს, მე ის ძალიან მიყვარს, მის გამო ყველაფერს გავაკეთებ, ის ჩემი სიცოცხლეა, ის ყველაზე კეთილი და საყვარელია, ის ბავშურია. ხშირად მილოცვია იმ ადამიანისთვის, მე ის ადმაიანი მართლა ძალიან მიყვარდა… მიყვარდა 5 წელი, 5 წელი….
მე საკუთარ თავს დავცინი, ვიძახი მიყვარდა, მაგრამ რა ხდება ეხლა ჩემში? გეტყვით ჩემში გადაგვარება ხდება, ვცდილობ საკუთარ თავს ჩავაგონო რომ ის ადამიანი აღარ მიყვარს
კვლავ ის დრო მახსენდება 4 წლის წინ მე 15ის რომ ვიყავი:
ზამთარი, თეთრად მოფენილი თოვლი, კაშკაშა მთვარე, ვარდისფერი ნათელი რუბელი, ირგვლივ არავინ არის, ღამის 2 საათია, მე თოვლში მარტო ვიწექი და ცრემლები უაზროდ მომდიოდა, მაშინ ის მოვიდა მომიცწვა გვერდზე და ის სიტყვები მითხრა რაც მე მისგან არასოდეს მომითხოვია: შენ ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ და არ დავუშვებ ვინმემ გული გატკინოს, მითხარი იმ ბიჭის სახელი გავანადგურებო. აი, ზუსტად მაშინ ვიგრძენი თავი ყველაზე უბედურ ადამიანად და იცით რატომ? იმიტომ, რომ მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა
მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერს დავძლევდი და სიყვარულზე უარი ვთქვი
მე მეშინია ჩემი გრძნობების ის ისე ვერასდოდეს ვერ შემიყვარებს როგორც მე, ამ ფიქრებსში ვიყავი, როდესაც მესიჯი მომივიდა:
აუ გთხოვ სახლში თუ ხარ დამირეკე საქმე მაქვს, უნდა გელაპარაკო. ეს ის იყო მე თავს ძალა დავატანე და მისი ნომერი ავკრიფე
-ალო? (მოისმა ხმა ყურმილიდან). მე გული ამიჩქარდა
-გამარჯობა იკა, მთხოვე ხო დამირეკეო?
-ხო გთხოვე qeTi შენთან სალაპარაკო მაქვს
-გისმენ
-მოკლედ არ ვიცი როგორ დავიწყო რა, მოკლედ მე …
-შენ რააააა? გავნერვიულდი მე
-მე, მე მინდა, რომ გნახო მჭირდები ძალიან
-კაი რა სალაპარაკოა ხვალ იყოს?
-ხვალამდე ვერ გავძლებ დღესვე
-რაა? ამ ღამეს?
-ხოოო, qeeeeT გეხვეწები
-ხო კაი კაი
გამის 10 საათისთვის კეკლიძის ხიდთან ვიყავით ორივენი, იკა ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა, მე გული ცუდს მიგრძნობდა
-პაწუკა შენ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ
-ხო დავუშვად ვიცი
-არ მეხუმრება, ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ უნდა გითხრაააა რა ვქნა აგარ შემიძლია ამ საიდუმლოს ტარება
-გისმენ რა უნდა მითხრა ირაკლი? მე სმენა დამეძაბა
-რა უნდა გითხრა ჩემო უსაყვარლესო, რომ, რომ მე მეგობარზე მეტად მიყვარხარ, რაღაც უფრო სხვანაირად
-მაინც როგორ დასავიიით?
-არა როგორც ბიჭს გოგო უყვარდება ისე
-რააა? შენ გინდა, რომ დაგიჯეროოო?
-არ ვიცი არ ვიცი, მგონი მართლა ეგრე მიყვარხარ
-არ ვიცი იკა არ ვიცი რა გითხრა, მე… მე….
-რა შენ? შენ არ შეგიძლია ხო როგორც ბიჭს შემომხედო ხოოო? კაი წავედი მე
-იკაააა, იკააა მე ეგ არ მითქვამს
-მე შენ მიყვარხარ
იკას თვალებმა გამოანათა, მაგრამ თან თითქოს რაღაცა ჩაწყდა, მე ის ასეთი ბედნიერი არ მინახავს არასოდეს არ მინახავს

-იკა ორ დღეში ჩემი დაბ დღეა და რა ვქნათ?
-ეგ ჩემზე იყოს qeTi გოჭო
-აუფ რას მაღელვებ ეხლა?
-მე კაი გეგმა მაქვს დაელოდე 2 დღეც რა
მე ღამე არ მძინებია, მეორე დღესაც სულ ვფიქრობდი რა უნდა გაეკეთებინა იკას. გავიდა პირველი დგე უდზილოდ, ხოლო დადგა ჩაფიქრებული მეორე ენერგიით აღსავსე დღე.
დილით მე და ჩემი დაქალები საყიდლებზე წავედით, დისკები ვიყიდეთ, ბევრი რაღაც-რაღაცეები. ძალიან კარგად გავერთეთ, მართლა საუცხოო დღე იყო, ყველა მაგრძნობინებდა, რომ ვუყვარდი.
უკვე თორმეტს აკლდა 10 წუთი მე ახალ ტანსაცმელს ვიზომავდი ხვალინდელი დღისთვის და აღარც მახსოვდა, რომ 10 წუთში 15 წლის გავხდებოდი. უცბათ ტელეფონმა დარეკა, ზარზე ვიცანი ეს იკა იყო, ძალიან მესიამოვნა
-ალო იკუნა გისმენ
-გაიხედე შენი დაბ დღისთვ ის რა ლამაზი ვარსკვლავებია, მე განვალაგე ეგრე
-აუფ. მე გავიხედე და თან გულში მჯეროდა, რომ მან ვარსკვლავები მაჩუქა, რადგან ბავშობაში ხშირად ვუყვებოდი ვარსკვლავებზე, მე მეოცნებე გოგონა ვიყავი
გავიხედე უცბათ საათს დავხედე და თორმეტს 1 წუთი აკლდა გამეცინა, გავიფიქრე იკა რა ეშმაკიათქო
უცბათ ყვირილი გაისმა, ეზო განათდა, ფერად-ფერადი ნათურებით
-qeTiiiiiiii გვიყვარხაააარ, ოცდაათამდე ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი ყვიროდა სიტყვებს "გვიყვარხარ, გვიყვარხარ” მე გამეცინა
ხალხში იკა გამოჩნდა ნაღვლიანი თვალებით, ხელში ეჭირა დიდი გული, ზედ ეწერა qeTi გოჭო
ეხლა 19 წლის ვარ როგორც მიხვდით და ჯერ კიდევ ძილის დროს ჩახუტებული მაქვს ის გული, იმედებით ვცხოვრობ, მაგრამ მე ამ ნაჭუჭიდან გამოსვლა ადრე თუ გვიან მომიწევს და არ მინდა, ვერ "გავქაჩავ”, იკას დაკარგვა ჩემთვის ტრაგედია იყო.
იკამ გამიღიმა და ძალიან, დზალიან ხმამაგლა იყვირა, qeTiii მიყვარხაააააააააარ. თეთრ ლამაზ თოვლზე სისხლის ფრად ეწერა მიყვარხარ. მე ქვემოთ ჩავედი, თითქმის საზაფხულო ტანსაცმლით, მაგრამ არ მციოდა, იკას სიყვარული მათბობდა. ეს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო.
გათენდა მეორე დღე მე იკას გულთან ერთად გავატარე ღამე, სულ იკაზე ვფიქრობდი, გული ელვის სისწრაფით მიცემდა, არ ვიცოდი მომავალში რა მოხდებოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ამ მომენტში ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი.
დილით ადრე ავდექი, გული ავიღე და გულიდან წერილი გადმოვარდა. ზედ ეწერა: "არ წაიკითხო სანამ შენი დაბ დღე არ გადაივლის”. მე ვერ გავძელი და გავხსენი. წერილმა თავზარი დამცა, პანიკაში ჩავვარდი, ვნანობ, ძალიან ვნანობ, რომ იკას სიყვარული ადრე არ ავუხსენი ის უფრო დიდხანს იქნებოდა ბედნიერი.
არ შემიძლია წერილი მთლიანად მოგიყვეთ, მარტო იმას გეტყვით, რომ ჩემი პაწუკა იკუნა… მოკვდა.
არავინ იცოდა, რომ მიყვარხარ წითლად იკას სისხლით იყო დაწერილი, იკას კიბო ჰქონდა და ზუსტად იცოდა, როდის მოკვდებოდა, სიყვარული კი იმიტომ ამიხსნა, რომ არ ეგონა თუ მეც მიყვარდა და სურდა სიკვდილის წინ ეთქვა რასაც ამდენი ხანი მალავდ, ის მაქამდე ვერ ბედავდა ჩემთვის სიყვარულის ახსნას
მან თავისი სიცოცხლის ბოლო დღე მე მაჩუქა, მაგრამ მე მე ეხლა უბედური ვარ, გეტყვით, რომ ჩემი სიცოცხლე დასრულებულია, მაგრამ მე ბედნიერი მართლა ვიყავი და ეს ბედნიერება ისეთი უზარმაზარი იყო, რომ საკმარისია. მე ის მიყვარს და მუდამ მეყვარება, ეხლა ვხვდები, რომ სიყვარულზე მაგარი რამ არ არსებობს და მას ვერ მოექცევი ისე თითქოს ნივთი იყოს და ვერ მოისვრი.
ასე დასრულდა ჩემი ისტორია, აი ასე, ამ სიყვარულმა ბევრი ცრემლი მომიტანა, მაგრამ ის მაინც სიყვარულია არ ვიცი ვინმეს ცრემლები წამოუვა თუ არა, მაგრამ ის ვიცი, რომ სიყვარული ძალიან მაგარი რამეა და სიცოცხლეს გვიხალისებს, მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ იკას ცოტა ოდენი ბედნიერება მაინც მივანიჭე, ყველაზე დიდი ბედნიერება ადმიანისთვის ისაა, როდესაც მისი დახმარებით ბედნიერი სხვა არის.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 lile   (2010-09-29 0:39 AM) [Entry]
:'( me aseti siyvarulis mwams










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<