მიყვარხარო...
მიყვარხარო და დავიჯერე...
რთული იყო დაჯერება.. არდაჯერება – უფრო რთული...
დავიჯერე და ყველაფერი ამერია თავში.. გულში..
ამერია ფიქრები.. ამერია ოცნებები..
რძესავით ამეჭრა გრძნობები..
გულმა წერა მომთხოვა.. თითებმა მიბრძანეს – არ წეროო..
მიყვარს..
ვიცი რომ მიყვარს..
მაგრამ მიყვარს კი ისე როგორც მას ვუყვარვარ?? არ ვიცი..
მეგობრობა
და სიყვარული ერთმანეთში აირია და ლაბირინთად იქცა.. ამ ლაბირინთში სადღაც
შეყუჟული ურჩხული მემალება.. შეცდომას დავუშვებ თუ არა, გამოჩნდება..
გამოჩნდება და მას წამართმევს ვინც ყველაზე მეტად მჭირდება.. ვისაც ჩემი
ყველაზე კარგად ესმის.. იმ ერთადერთ ადამიანს წამართმევს ვისაც მართლა
ვჭირდები.. ვისაც ვუყვარვარ..
არადა ამას ვერ ავიტან.. შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს..
უნდა შევინარჩუნო ის ვინც მიყვარს.. არ უნდა მივცე უფლება დამივიწყოს.. მე ხომ არასდროს დამავიწყდება..
ხანდახან წარმოვიდგენ როგორ ვისხდებით ერთად და მეგობრულად ვილაპარაკებთ.. მაგრამ მხოლოდ მეგობრულად..
ხანდახან
ვოცნებობ.. ვოცნებობ რომ ერთად ვიქნებით სადმე.. ზღვის პირას.. მარტოები
და ვუყურებთ მზის ამოსვლას.. ამით ყველაფერი დაიწყება..
ნეტა რომელ გზას უნდა გავყვე??
ნუთუ მიყვარს – როგორც ბიჭი?? თუ მხოლოდ მეგობარია??
არ ვიცი..
მხოლოდ ის ვიცი რომ მჭირდება.. მჭირდება ისევე როგორც ჰაერი.. საკვები.. წყალი.. მზე..
როგორც
ავადმყოფს წამალი.. ნარკომანს ნარკოტიკი.. როგორც ზღვას მზე.. როგორც ცას
ღრუბელი.. გვირილებს – ცვარი ყოველ დილით.. ვაშლის ხის გადაშლილ კვირტებს
ნიავი.. როგორც დაკრეფილ ყვავილებს ცოტა წყალი.. იმისთვის რომ რამდენიმე
დღე გაძლონ..
ვიცი რომ მის გარეშე ცხოვრება ერთი წუთითაც არ მინდა.. სხვა არაფერი..
არ მინდა რომ დავკარგო.. არ მინდა კი არა, არ შემიძლია..
მითხრა შენთან ვიქნები რაც არ უნდა მოხდესო..
მეც შენთან ვიქნები..
მიყვარხარ.. რა აზრი აქვს როგორ.. მთავარია რომ მიყვარხარ და მეტი არაფერი..
არც ერთი სიტყვა.. არც ერთი სიტყვა არ ახსნის იმას რასაც ვგრძნობ.. იცი რატომ?? იმიტომ რომ ამისთვის სიტყვები არ არსებობს..
ვიცი რომ ამას წაიკითხავ.. მე თვითონ გეტყვი წაიკითხეთქო და.. ერთი რაღაცის თქმა მინდა მარტო:
შენ აქ ხარ!! შენ აქ ხარ.. ჩემთან..