js for dragdrop ?> Menu head ?>
არ ვარ მხატვარი,
მაგრამ ხშირად და სამწუხაროდ,ირგვლივ ყველაფერს ვაფერადებ...
მხოლოდ შავ-თეთრად...და თუ ხანდახან დავუმატებ ცოტა იისფერს,მარტო იმისთვის,პესიმისტი რომ არ დამერქვას.მე ამ ფერებში ვაქსოვ წარსულს,
აწმყოს, მომავალს...ასეთი გამა ალამაზებს დღეს ჩემს სამყაროს...მაგრამ ყოველთვის მახსოვს ერთი მკაცრი პირობა,რომ მე ფარ-ხმალი არასოდეს უნდა დავყარო.და ახლაც ხელში მიკავია გასვრილი ფუნჯი,შენ ახლაც ისე გაოცებით უყურებ ტილოს,რომ შენს თვალებში იკითხება
გულუბრყვილობა,რომლის დამალვას ახლაც ისევ ჯიუტად ცდილობ.შენ მუდამ გიკვირს,რატომ არ ვცემ პატივს სხვა ფერებს...ჩემი პასუხიც ალბათ მუდამ
ბანალურია:რომ შავ-თეთრიდან ჩნდება ყველა სხვა დანარჩენი,იისფერი კი მხოლოდ წრფელი
სიყვარულია!...