siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 1:43 PM    
პლანეტარიის მუდმივი ბრძოლა
წმინდანის სახე ხატად ქცეული,
ღვთის მოლოდინში მოკვდავის თრთოლა
ტყე პეიზაჟად გადაქცეული...
სამოთხიდან მას ზღვის ტალღა ურტყამს
ოქროს ქვიშები მიწას ამშვენებს,
ნიავი უფლის სუნთქვას ჰგავს, ჩუმად
მთის კალთებს ბროლის ნისლში ამშვიდებს.
ყოველ საღამოს ამ საოცრებას
ბროლის სასახლე დაჰყურებს,
ირგვლის ნისლია, მძიმე ჰაერი
ცხარე ცრემლს ფსკერზე აგორებს...
ეს სილამაზე რატომ სწუხს ნეტა?
ან ასე მწარედ რისთვის აგოდებს?
სულისთვის ცოდვა, წამისთვის სევდა
თეთრ კედლებს ნესტით აობებს...
ბროლის სასახლე მდუმარედ მოთქვამს
აღელვებულ ზღვას დაჰყურებს,
მისია უკანასკნელი ლოცვა,
სანამ ნისლს ის კარს გაუღებს...
ნისლი სასახლის წუხილს დამალავს
დაიხურება კარიბჭე,
სასახლის ფანჯრებს წყვდიადი ფარავს
თვით სინანულის გარეშე...
ნისლიც ეულად, ბროლის კარს იქით
შემოევლება ტყის მწვანე ფერებს
გაიფანტება ცხრა სიზმრის იქით
თვით სინანულის გარეშე...
ბროლის სასახლე მწარედ აგოდებს
ყვავის ჩხავილი დაერთო ბანად
ხავსიან კედლებს მტვერი აბოლებს
და სევდიანი ამ სიტყვებს ხატავს:
,, მძიმე ყოფილა წუთისოფელი,
საით მიდიან ეს ზღვა და მიწა?
მწარეა გმობა ამაოების
და იმის განცდა რომ არავინ გიყვარს...
თუ მთვარის მიერ ქმნილი ზღაპარი
თანდაყოლილი სევდაა მარტო,
მაშინ მე მხოლოდ გულის კანკალით
ამაოება მათრობს"...
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 Khatia   (2010-12-24 11:17 AM) [Entry]
Didi madloba, es chemi leqsia :)










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<