მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.თან მითხრა ჩურჩულით: - ისეთი რამ არის,რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით,არისო ძალიან ლამაზი წამალი,არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა,ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე.თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა:- მეგობრის - ღიმილი, კვირაში ორჯერ!