siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 9:45 AM    
.. წავიდა, მეთვითონ მივუხურე კარები და გავუშვი .
ერთი გამომხედა : მშვიდობით ... და უხმოდ ჩაიარა კიბეები .
კარიდავხურე და იქვე ჩავიკეცე .ცრემლების ტანგო, ოღონდ უკანასკნელი ტანგომისთვის ... ისეთი ცეცხლოვანი და ვნებიანი ,როგორიც აქამდე არასოდესყოფილა .
ფანჯარასთან მივედი და ფარდის უკნიდან დიდხანს უყურე მის ნაბიჯებს ... თვალთახედვიდან გაქრა , გულიდან არ ქრება რატომღაც ...
წავიდა... გული დამიტოვა და ისე წავიდა , სიმშვიდე წაიღო ოღონდ .
წავიდა და ტკივილი გაიყოლა, ჩვენი გულების ტკივილი , წასვლამდე რომ ისმენდნენ ერთმანეთის ნაცნობ ფეთქვას ...
რა ნეტარება იყო ,შენი გულის ცემა მესმოდა და ვიცოდი უკანასკნელად ვტკბებოდი ამით ...
წავიდა…როგორი სევდიანი თვალებით მიყურებდა , არადა მე შემიძლია ,(არა შემეძლო) , მის სიჩუმეს უსმინო და მხოლოდ ეს მაძლევდეს ცხოვრების სტიმულს .
წავიდა ... მონატრება მისახსოვრა სამუდამო სასჯელად და წავიდა ...
თუმცა რას დავიჩემე ეს წავიდა ,წავიდა ... მე გავუშვი, მე ! მე ვაიძულე წასვლა და
ეხლა ფურცლებს დავტირი გულმოკლული ჭირისუფალივით.
ხო გაუშვი... გულიდან მოვიგლიჯე ჩვილი ბავშვივით , რომელსაც საბოლოოდსხვა იშვილებს და სითბოსა და მზრუნველობას გაუნაწილებს რუდუნებით...
გავა დრო და სადმე კიდე შევხვდები, თუმცა იმ აზრთან შეგუება ,რომ ის გზის იქეთა მხარეს უნდა იდგეს და მე აქეთ, ძალიან მიჭირს .
მაპატიე... შენ აუცილებლად იქნები ბედნიერი ,მჯერა! მე კი ამისთვის ბრძოლამომიწევს, თუმცა უბრძოლველად არც არფერი მიმიღია არასდროს .
წარმოსახვას ვეფერები ახლა ... შენი სახე მომეჩვენა უცებ და რაღაცტკივილამდე მომინდა უბრალოდ თვალებში ჩამეხედა . თუმცა , შენ აღარ ხარ ...მე გაგიშვი .
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
2 nervoza   (2010-12-13 10:10 PM) [Entry]
sad daikarge?

0  
1 511   (2010-12-13 9:50 PM) [Entry]
eh martla shen gamishvi....:(










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<