ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო,
უნავთსაყუდელო სანაპიროვ
გულში ჩამოღვრილი ხვაშიადის
ზღვაო, ოკიანევ, უნაპიროვ.
ჩემო ნაადრევო ყვავილობავ,
ჩემო კვირტდამშრალო გაზაფხულო
ჩემო ტკივილო და ამოკვნესავ,
ჩემო ტკივილების მოძახილო.
ჩემო ნაადრევო შემოდგომავ,
ჩემო დათოვლილო გაზაფხულო,
ჩემო ტკივილამდე მონატრებავ,
ჩემო სიყვარულის სიყვარულო!!