ვერ შევეგუე,ვერ შევიფერე,
ვერ შევიყვარე უცხო მამული,
რა არ ვეცადე,როგორ არ ვწონე
გულში გამიჩნდა სევდა ფარული.
თაფლიც არ მინდა ამ ქვეყანაში
სულით და ფიქრით -მე ჩემს მხარეში,
ნეტავ ოდესმე მე დავბრუნდები?!
ცრემლი მერევა მწარედ თვალებში...
მაგრამ გპირდებით! მე დავბრუნდები!
როგორც მერცხალი თავის ბუდეში,
ავახმიანებ ეზოს შვილებით
და გავიხარებ მე ჩემს კუთხეში!