siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 4:07 PM    
დავიღალე,ღმერთო, როგორ დავიღალე,
რა ჯანდაბამ ამატკია აპრილი,
არც ის ვიცი,ამ ცხოვრებით დავიღალე,
თუ სიცოცხლეც დაღლაზეა გათვლილი.

დავიღალე,ერთხელ მაინც ვიწუწუნო,
ერთხელ მაინც ჩამოვყარო მხრები ძირს,
წლების შიში ოხერია,რას გავაწყობ,
მაინც ტოვებს ფორიაქს და გაივლის.

დავიღალე,სულზე ჯვალოჩამოცმული
მადევს ხორცი ფენად სევდაათლილი,
ისე მწიწკნის კაფანდარა ეს სხეული,
თითქოს ჭიანჭველებს ზედ აქვთ სადილი.

დავიღალე,რამდენჯერ ვთქვა, დავიღალე,
ღმერთით...შენით, ჩემით...კიდევ ვიღაცით,
ერთადერთი რაც მთელი ხმით მაღრიალებს,
ლექსებია და ლექსებშიც ვიძახი:

დავიღალე ღმერთო,როგორ დავიღალე,
რამ დამღალა,რა ჯანდაბამ არ ვიცი,

ნეტავ ცისკენ ნაბიჯებიც დამეღალოს,
ყველას ვფიცავ, ამ მიწაზე დაგიცდი.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
2 nervoza   (2011-04-12 10:30 PM) [Entry]
gaixareeeee

0  
1 Nini   (2011-04-12 6:32 PM) [Entry]
magaria:(










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<