siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-03 - 9:01 PM    
ჩამოაცილე მიდი სიყვარულს ბოლო ფურცელიც,
შემოახიე უმინო ფანჯრებს
გამხდარი ფარდა,
როგორც ყოველთვის ითამაშე
ეხლაც,
სარკის წინ,
შენ მსახიობად
თვით სიყვარულის ქალღმერთმა დაგსვა...
საათის ისრებს დაეწყებათ შიზოფრენია,
ოთახში ჰაერს გაუჩნდება
მომწვანო ობი,
შენ რომ გიყურებ
საკუთარი თავი გიჟი მგონია,
თვალი დახუჭე
წარმოიდგინე,
ტაშით მოდიან...
ჩამოანგრიე ხელით ნაშენი
ტაძრის კედლები,
შემოიძარცვე ჩემი გრძნობით
ნაყიდი ფრთები,
დღეს ითამაშე საკუთარ თავთან
უიღბლო როლი,
მიდი დათვერი
და სიყვარული დაარქვი ლოგინს...
კარს ნუ დაეძებ
გასაქცევად,
იგი ჩავრაზე.
არ გინდა ფიქრი
შეასრულე ობლის არია,
მიდი დახატე
შენებურად,
დახატე ომი,
დახატე მერე დამარცხება
შენივე გმირის,
დახატე სისხლი,
დახატე ბრძოლა,
დახატე შვილი,
რომელსაც ეხლა ანგელოზი
ასწავლის სიცილს...
ჩამოაცილე მიდი სიყვარულს ბოლო ფურცელი....
შენივე ხელით დაასრულე
შენი სულელი...
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 ninia   (2011-05-09 7:04 AM) [Entry]
dzaan magaria....










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<