ვიცი მიმატოვე, ვიცი და წახვედი, უკვე ისიც ვიცი, რომ შენ აღარ მოხვალ. მხოლოდ შენს მაგივრად, მხოლოდ ჩემს თვალებზე, მხოლოდ შენზე ფიქრში, მხოლოდ ცრემლი მოვა. მოვა და გაიტანს, მოვა ამ წამიდან, ჰო, უშენობასაც როგორმე ავიტან. როგორმე ავიტან, დარჩენილ სიმუნჯეს, თვალებს დავხუჭავ და იქ შენში, ვიურჩებ... არადა დამღალა უაზრო ლოდინმა, ამ დილამ დამღალა, ღამემ რომ მომიძღვნა. უკვე მომენტრნენ ნაცნობი თითები, თვალები მუდარით, მე ისევ მჭირდები. მზეც ისევ ანათებს, მეც ისევ დავდივარ, შენც ისევ თამაშობ, ვიღაცის მადლიანს... მთვარე მომენატრა და შენი სიტყვები, ამაღამ თუ მოვალ სულ შენთან ვიქნები... ნეტავ მოსულიყავ... ვიცი მიმატოვე, ვიცი და წახვედი... უიღბლო ცხოვრების უიღბლო თავხედი, ხომ ხედავ, გავხევდი...