siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-05 - 9:57 AM    
ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოს ბახუსი აწვენს,
თასი ასწიეთ შიგ ჩაასხით ვაზის ნაჟური!
ლამაზი ქვეყნის სადღეგრძელოს ფეხზე ავუდგეთ,
ბაგე გახსენით და წარმოთქვით სიტყვა ქართული!

ეს გაუმარჯოს იმ ვაჟკაცებს,ფარ-ხმალით ხელში,
მტერს რომ ებრძოდა მკერდით იცავდა სამშობლოს მიწას!
მტრის შიშში იყო,მაინც ლხინობდა ჯაჭვგაუხდელი,
მტრის შიშში იყო მაინც ხმარობდა გუთანს და ფიწალს.

მე ვადღეგრძელებ ქართულ ოჯახს ქართველი კაცის,
ჩვენს საქართველოს ვეფხვის ტყავზე მშფოთვით მძინარეს!
ჭაღარა მოხუცს,ხელაპყრობით ზედ რომ დაჰყურებს,
ქართულ აკვანს და შიგ ჩაწოლილ ყრმას მომცინარეს.

ისევ განვაგრძობ სადღეგრძელოს ჩვენი ქვეყნისას
და ვადღეგრძელებ ირმის ჯოგებს ტყეს რომ ამშვენებს.
ეს გაუმარჯოს სიყვარულით ნაშენ ვენახებს,
კალმახის სხლტომას,ეფერება როცა ჩანჩქერებს,მე ვადღეგრძელებ ქართველ კაცის გამრჯე მერჯვენას,
ოქროსფერ ყანებს,გლახის ოფლით მორწყულ მიწაზე,
ეს გაუმარჯოს იმ ქეთევანს,ლელას,პაატას,
,,სამშობლოსათვის" რომ ეწერათ გულის ფიცარზე.

მე ვადღეგრძელებ ქართულ სიტყვას,ქართულ სტრიქონებს,
ქართულ სიმღერას დამშვენებელს ქართული ლხენის,
,,ვეფხისტყაოსანს", შოთას შექმნილ უკვდავ პოემას,
რომ ხევდნენ,წვავდნენ არ ქრებოდა ჯინაზე მტერის.

ცას ვადღეგრძელებ ჩამოწოლილს ქართულ ცისგვამში,
ლექსს ვადღეგრძელებ,ქართულ სიტყვის შემკრებელს კონად;
ეს გაუმარჯოს იმ პოეტებს,იმ პუბლიცისტებს,
ვინც შეეწირნენ სიმართლისთვის დაუნდობელ ბრძოლას.

ქართულ სუფრაზე სადღეგრძელოს ბახუსი აწვენს,
გული გააღეთ,გულში ნუ გაქვთ აზრი ფარული.
ლამაზი ქვეყნის სადღეგრძელოს ფეხზე ავუდეთ,
ბაგე გახსენით და წარმოთქვით სიტყვა ქართული.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
5 nervoza   (2011-09-07 11:02 AM) [Entry]
dzaan magari leqsia. magariaaaaaaaa

0  
4 lana   (2011-05-15 10:06 PM) [Entry]
dzaan magariiaaaaaaaaaaaaaaaa

0  
3 guga   (2011-03-25 8:54 PM) [Entry]
gaaswora mindoda metqva....:D:D:D

0  
2 guga   (2011-03-25 8:53 PM) [Entry]
maaswora ra... sagol avtors...

0  
1 mari   (2011-03-18 2:21 PM) [Entry]
dzaaan magariaaa










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<