siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 1:53 PM    
ამ სიჩუმეში როგორ დაგტოვო,

ამ სიბნელეში მარტოს რა გინდა?

დამივიწყეთქო,ეს კი არ მთხოვო,

შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან!


თვალს არ მიტკბობდე შენი სიმშვენით

ქვეყნად ისე რა გამაძლებინებს?!

თუ გაგახსენდი (ჩემებრ ვინ გელის?),

თუ მოგენატრო,გამაგებინე!


გხედავ სიზმარში,თვალს თუ დავხუჭავ,

მერე სიცხადეს ვწყევლი შემზარავს,

აქ უნდა მყავდე ახლა, ამ წუთას,

სამართალი რომ ჰქონდეს ქვეყანას.


ვერ დაგეხსნები ისე ვერასდროს,

ფიქრით რომ მაინც გვერდით არ მყავდე,

გულმა ნატვრად არ აგაკელაპტროს,

როგორც ყოველთვის,როგორც აქამდე.


ვერ დაგივიწყებ,თუნდაც ვეცადო,

თუნდაც მზე მთვარეს შეხვდეს ცის პირას!

სანამ ვარსებობ,მე შენ მიყვარხარ,

სანამ მიყვარხარ, სულიც მიბრწყინავს.


და თუ ღმერთი გწამს, ბედმა ამ ბოლოს

მე მარტოობას რომ შემარიგა,

დამივიწყეთქო, ის კი არ მთხოვო,

შემიყვარეთქო, მთხოვე თავიდან!
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
2 nervoza   (2011-02-17 1:37 PM) [Entry]
mashin daregistrirebaa sachiro biggrin

0  
1 aNanO   (2011-02-17 11:06 AM) [Entry]
sanam varseob me shen miyvarxar :)))) au me smailebis minda rom davwerooo :D










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<