ქალს ვერ აფასებთო ეგ როგორ იფიქრეთ, ეს რამ გათქმევინათ ჩვენზე? თქვენ რომ გაგიჭირდეთ სულსაც კი დაგითმობთ, არვინ დაფიქრდება მეზე. არ ხართ ერთგულნიო ღმერთო ეს რა მესმის... ვისთვის მოგვიკლია წლები თქვენთვის დავიბადეთ თქვენთვის ვიცოცხლეთ და ახლათქვენთვისავე ვკვდებით! ზოგჯერ რომ გვტოვებთო?! მზის სხივს რომ ვერ ვუძლებთ, ზოგჯერ თავს შევუშვერთ წვიმას განა თქვენ გშორდებით თქვენთვის დაბადებულთ, სული თქვენთან ყოფნით გვიდგას. სხვასაც უყურებთო მწარე რომ არ ვჭამოთ, ტკბილს ვერ დავაფასებთ ასე ჩვენ მოწყურებული დაღლილი მგზავრნი ვართ,თქვენ წყარო მოჩუხჩუხე გზაზე. ქალს ვერ აფასებთო აწი აღარა თქვათ, გული არ გვატკინოთ ასე თქვენს დასაფასებლად გაჩნდა ქვეყანაზე კაცი ოცნებებით სავსე!!!