siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 11:28 PM    

ო, ბედისწერავ, რას მემდური, რას მემართლები, 
ნუთუ პირის-პირ შენ ჩემს მეტი არვინ გხლებია?! 
სად არ გაგექეც, რა არ ვცადე, რა არ ვიღონე,
მაგრამ სულს დარდი და ნაღველი გამნახლებია. 


იქნებ, ბახუსით სავსე თასმა მომგვაროს შვება,
იქნებ, ქარიშხლის მძლავრმა ქროლვამ სევდაც გაჰფანტოს,
ან იქნებ, ისევ შენზე დარდში გამთანგოს ნატვრამ, 
შენზე ფიქრებმა, გაუკვალავ გზებით მატაროს...

 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 Tika   (2015-01-18 3:42 AM) [Entry]
მუხამბაზი

ო, ბედისწერავ, რას მემდური, რას მემართლები,
ნუთუ, პირის-პირ, შენ ჩემს მეტი არვინ გხლებია?!
სად არ გაგექეც, რა არ ვცადე, რა არ ვიღონე,
მაგრამ, სულს, დარდი და ნაღველი გამნახლებია.
იქნებ, ბახუსით სავსე თასმა მომგვაროს შვება,
იქნებ, ქარიშხლის მძლავრმა ქროლვამ სევდაც გაჰფანტოს,
ან, იქნებ, ისევ, შენზე დარდში გამთანგოს ნატვრამ,
შენზე ფიქრებმა, გაუკვალავ გზებით მატაროს...
ო, ბედისწერავ, რას მემდური, რას მემართლები,
მხოლოდ, ეროსის სითხით სავსე შევსვი ფიალა
და თუ, ქურდობა დამებრალა მე სიყვარულის,
რად, დამაქვს დამღად უგულობის მძიმე იარა.
ვერცხლის ბარძიმში ჩამომისხით, ღვინო ზედაშის
დე, სიყვარული ჩამეთვალოს ერთადერთ ცოდვად...
ძველი თბილისის, მთვარიან ღამეს მთვლემარე მტკვართან,
ზურნა-დუდუკი, აღსარებას აღავლენს ლოცვად...
ო, ბედისწერავ, რას მემდური, რას მემართლები,
ამ ცხოვრებაში, შენგან ვის რა გამართლებია,
აჰა, წაიღე ! შენგან ძღვნილი ამაოება,
მე სიყვარული, თავად ღვთისგან დამნათლებია.

01.30.2003
თეა კანდელაკი










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<