დუმილით ვერაფერს ვერ მეტყვი დამეხშო სარქველი გულის ვერც ცხელი ტუჩებით დამიცხრობ ტუჩებზე გადმომსკდარ წყურვილს ვერც ცრემლებს დამიშრობ თითებით ვერც ამხსნი დაღდასმულ რიდეს ვერც სისხლის ამღვრევას ვერ შეძლებ თუნდაც სულ ჟრუანტელს მგვრიდე მოდი, ჩამახედე თვალებში მინდა, ამირეკლო თვალით თუ გიცნობ, კვლა შემისისხლხორცე მე - შენი უტვინო ძვალი.