როდესაც ნახატს ხატავდა პიკასო შენზე ამბობდა ჩუმად , მიყვარსო, თვალზე სდის ცრემლი ბებერ რენუარს მან ვერ გაუძლო თურმე შენს უარს. სიბრაზით ამტვრევს როიალს ბახი მის ნაცვლად ტაშს ხომ შენ გიკრავს ხალხი, თავზე დაატყდა ტერენტის რისხვა როდესაც შენში იპოვა ის სხვა. გიყურებს სოკრატე , ფიქრებმა სცოდეს მაინც წარმოთქვა მან : არასოდეს ! მაკედონელი შიშმა აიკლო როცა მან შენი გული ვერ დაიპყრო. ვერსად ვერ ნახა სხვა შენნაირი და შეიშალა აინშტაინი, ადამმა შენში გაცვალა ევა სხვაგვარად ის ხომ ვერც მოიქცევა. სამოთხეშიც კი მუდამ გელიან ანგელოზები შენზე მღერიან, შენი სხივები ყველას აშუქებს შენს გამო ეშმაკი ჯოჯოხეთს აუქმებს.