js for dragdrop ?> Menu head ?>
მე შეიძლება მომეწონოს
სხვისი ქვეყანა,
სიყვარულით კი, მხოლოდ ჩემი
სამშობლო მიყვარს!...
მე შეიძლება სიბრალულით
ავივსო სხვაგან,
მაგრამ აქ ჩემთან!...მიწის
ერთი მტკაველიც მტკივა!...
აქ, ჩემი ხალხის უფრო მესმის...
და გამეგება,
საქართველოში, სიკვდილსაც კი
აღარ დავეძებ...
აქ, წაქცეულთან, ვინმე მოვა,
წამომაყენებს,
სხვის მიწაზე კი...დილიდანვე
დარდით ვიღვიძებ!
სიყვარულით კი...მხოლოდ
ჩემი სამშობლო მიყვარს....