წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,... ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები... არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა! ღმერთს გულახდილად ვესაუბრები... _საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად. ვეპოტინები კალთას ხვთისმშობლის, მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება... _საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად. ვეპოტინები კალთას ხვთისმშობლის, მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება... რა ვქნა,უფალო?,დრო დადგა რთული- იმედი ვთესე, ამოდის ღვია... და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული მადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია! -ირბინე სანამ ტყვია თბილია, დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი! მოკვდე?-სიკვდილი ხომ ადვილია, დაბადებაა ამ ქვეყნად ძნელი! _მაშ,სანამ ვცხოვრობ, ვირბენ მამულში, ჯანდაბას ჩემი გულისნადები და რომ მოვკვდები, ქართველთა გულში მომავლის რწმენად დავიბადები!... ჩემს ცხოვრებაში დადგა ავდარი, გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები... დახურეთ კარი, დახურეთ კარი!_ ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები...