ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ… შენს ამაგს ვხედავ…. შენს ხოტბას ვბედავ…. ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან…. გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ….. ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი…. არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი… ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან… ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალთან ერთად…. თუ გაწყენინე შენდობას ვითხოვ არ ვმალავ ამას, ვიბედნიერებ ალბათ, თუ დაგიფასებ ამაგს. ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ!