შენ ჩემი თოვლის ერთი ფიფქი ხარ, ხელზე დაგისვი და უცბად გაქრი, შენი გიშერის შავი თვალები, თან დამყვებიან დღისით და ღამით. შენ სიყვარულის ერთი ლექსი ხარ, დაწერილი რომ სადღაც დავკარგე, შენი ტუჩები ფანქრით ნახატი, ტკბილია ვიდრე ღვინის ბადაგი. შენ ხომ ცხოვრების ერთი წამი ხარ, უცბად წასული სადღაც სიშორეს, შენი გული ხომ ისე თბილია, როგორც ზაფხულში მზეა მცხუნვარე. შენ ხომ ღამით ხარ ჩემი სიზმარი, დღისით კი მთელი ჩემი ოცნება, შენი სახე მაქვს ლანდად ქცეული, მთელი ცხოვრება თან რომ დამყვება. ვიცი ვერ ნახავ რასაც ეხლა ვწერ, მაგრამ იცოდე რომ მე მჭირდები, მე შენ მიყვარხარ და მეყვარები, მთელი ცხოვრება, მთელი სიცოცხლე.