ცრემლად დაიღვარა ბაგეზე ფიქრები სისხლში აირია შენი მონატრება სევდით,უიმედოდ დგანან ტირიფები მხოლოდ უშენობა თუკი მეძალება... ზეცამ პირი შეკრა..ზურგი შემაქცია, ერთობ ამიმხედრდა მთელი გალაკტიკა შენი სიყვარული მე რწმენად ვაქციე (ურწმუნოდ ცხოვრება ვფიცავ აღარ მინდა).. მთვარემ გაიმეტა მთელი ეს სიცივე მზემაც მოიხვია სიბნელის ნაბადი ყურში კვლავ ჩამესმის ფიქრების ქვითინი სისხლისფერ ცრემლების რომ უშვეს ნაკადი... ბევრჯერ დავაპირე უშენოდ მესუნთქა, ბევრჯერ გავაყოლე მზერა შენს ნაბიჯებს, და ყოველ ნაბიჯზე მინდოდა მეჩუქა ოხვრით წამოსული სიტყვები (ვაიმე).. შევძლებ მოგატყუო,გითხრა რომ არ ვტირი, მივყვები ლამაზი ცხოვრების ბილიკებს, უშენოდ ცხოვრება ყოფილა მარტივი და აღარ ვუჯდები საღამოს ტირიფებს.. შევძლებ დაგანახო როგორ გავიღიმე, როცა დღეს ჩემიდან გადადგი ნაბიჯი თუკი დაგაჯერებ–კიდევ გავიცინებ, გეტყვი:უშენობას მე სულ არ განვიცდი.. მაგრამ რომ იცოდე რამდენჯერ დავეცი მუხლებზე ხატებთან ცრემლებისამარა, დრომ შემომინახა ბილიკი დამრეცი და შენ რომ მენახე რამდენი მატარა.