siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-19 - 7:04 AM    
siyvaruli.in
მთვარე ციდა ლექსს მითვალიერებს,
თან მსაყვედურობს შენს დავიწყებას,
ჩემი ფიქრები ჰგვანან იელებს
და მონატრება ახლა იწყება...

და მონტრება ახლა იწყება,
და გაგიჟება ახლა იწყება
და სიყვარული ახლა იწყება,
რა დავიწყება, რის დავიწყება?!

როგორ გავუძლო დობილთა ქილიკს,
როგორ ვასმინო ჩემი სიმართლე,
მარტო მოვყვები შენამდე ბილიკს
და სუსტი მხრებით დიდ ტვირთს მივათრევ...

და მერე უფრო მეტად მიყვახარ
დაღლილს ეჭვებით და მოლოდინით.
სითბოს უებარ წამლად ვინახავ
და მარტოობას ვამტვრევ ლოდივით.

ისევ მიმოწმებს შენზე ლექსს მთვარე,
მერე ვარსკვლავთა ტახტზე მიწვება.
ცრემლი მიკოცნის ძილუკმარ თვალებს
და მონატრება ახლა იწყება...
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 patiko001   (2012-02-27 2:10 PM) [Entry]
kargia










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<