siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 4:44 PM    
siyvaruli.in
უცოდნობა, ამბობს ჩვენი ხალხი, არ ცოდვააო... მაგრამ მე პირადად ეს ანდაზა არ მომწონს იმიტომ, რომ კაცს გააბრიყვებს, და თუ უცოდნრობით ერთხელ საქმე გაუკეთდა, მაშინათვე უცოდინარობას გააღმერთებს.... თუნდაც მიწყინოთ, მე ეს ანდაზა უ ნდა გადავაკეთო: უცოდრობა დიდი ცოდვაა, მიუტევებელი ცოდვა.... 1891 წ.

ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა,რამდენადაც თავად გამოადგება იგი.მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს,რომ ეს ასეა.რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას.აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ,რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა...აპეკუნობა,რაც უნდა კარგი აპექუნი იყოს იგი,აჩლუნგებს ერის ძალღონეს,თვითცნობიერებას?! ვაჟა-ფშაველა

საზოგადოდ ყველანი ცხოვრებას ზღვას ამსგავსებენ: "ცხოვრების ტალღებმა ხომ არ გაგიტაცეს, შეგმუსრესო?" მე ცხოვრება ზღვას არ მომაგონებს, არამედ კუზიანს ბრმას, ჯოხზე დაბჯენილს მთხოვარა ბებერს, რომლისთვისაც ხელი-ხელში ჩაუჭიდნია ბალღს და ატარებს კარი-კარს: "გაიკითხეთ ღვთის გულისათვის ბრმა უსინათლო." ვაჟა-ფშაველა 1886 წ.

რას მომაგონებს მოღრუბლული, გაშავებული ცა, რომელიდამაც ელვა გამოვარდება,მოდის წვიმა,ხან სეტყვა,მეხიც ჩამოვარდება....ეს მოვლენა მომაგონებს გამბედავს,სიმართლის მოყვარულს კაცს, რომელიც მართალს მეხსავით თავს დასცემს ხოლმე.ის ბევრს აწყენინებს,მაგრამ მისი სიტყვა გააღვიძებს კაცობრიობის გულს,როგორც წვიმა გამხმარ დედამიწას. ვაჟა-ფშაველა 1886 წ.

რაც ბავშვი უფრო ბევრს სხვადასხვანაირ საგნებს ხედავს, იმდენად გონება უფრო ეხსნება. შვილებს სასტიკად,მხეცურად არ უნდა მოვეპყროთ.შურით და ცემით კაცი ვის გაუკეთებია?ცემით დაშინება შეიძლება კაცისა,გაპატიოსნება კი - არასოდეს. სული,მხოლოდ სული მოქმედობს სულზე,მხოლოდ გული იცნობს გულსა. ვაჟა-ფშაველა "საუბარი ბავშვებზედ"

ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება -- მოვლენათა მიზეზების ძიებაა.

რას მომაგონებს ვილიამ პიტტის სიტყვა, რომელიც იყო მიმართული ინგლისი პარლამენტის წევრებისადმი:" თქვენი წინაპრები რკინის ბარონები იყვნენ,თქვენ კი აბრეშუმისანი გამხდარხართო?" ვაჟა-ფშაველა 1886 წ.

ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა.

სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას კლავენ, ცქერა გვწადია,
კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯერა,
როგორ დიდ ცოდვას სჩადიან.....

ბებერი აზრი, ბებერი ჩვეულება, ბებერი გრძნობა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრია და ძალიან დიდხანს ცოცხლობენ.. ან რა დაშავდება ვითომ იმით, რომ სტუმარს ღვინო, ან არაყი არ დავალევინოთ?! არაფერი, სრულიად არაფერი,პირიქით, დიდი სიკეთეც არი, როგორც მასპინძლისა, ისე სტუმრისათვის. გარდა იმისა ზედმეტ ხარჯსა და ტანჯვას ასცდება ორივე, - გაიგებენ ერთი მეორის სიტყვას,შაეძლებათ დარბაისლური მსჯელობა, დალაგებული მასლაათი. მთვრალი კაცი კი ნახევრად გიჟია.

აკვანი და კუბო ტყუპნი არიან: ვიბადებით, აკვანში გვაწვენენ და გვარწებენ. ვიხოცებით - კუბოში გვასვენებენ და სამარისაკენ ქანაობით მიგვათრევენ.

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს მიეცეს, თუ არა, რას იტყვით? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ. მე მხოლოდ ამას ვიტყვი : დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას."ჰოი დედანო, მარად ნეტარნო!"ვინც თქვენ გიმტეროთ, ღმერთმა იმას უმტეროს!

ეს ის დრო გახლავთ, როცა ბედაურები იხოცებიან და ვირებსა ჰრჩებათ მეიდანი....

ბედაურს აზრებს როგორღაც ვერა ჰგუობს ცხოვრება, რადგან ვირაზრების წიხლი მწვავეა, მრავალზე უმრავლესია. ძალაც უმრავლესობაშია მუდამ. ქვეყანა როცა გაირყვნება, აზრებიც გარყვნილია მაშინ.

საწყალი ჩვენი ხალხი იმდენს ცოცხალზედ არა ხარჯავს, რამდენსაც მკვდრებზედ. "სული კითხულობსო!" მღვდელი და დიაკვანი, ეს ორი ხალხის "სულის ყარაული' დარბოდა ფაცა-ფუცით. მღვდელი "აკურთხეს" და დიაკვანი "უფალო შეგვიწყალეს" ძალიან მოხდენით ამბობდნენ. ორივე ნერწყვსა ყლაპავდა, რა დაჰყურებდა ტაბლასა.. 1881 წ

ამაზე მეტი რაღა უბედურობა იქნება გლეხისათვის, რომ ჯერ არაფერი მოუხნავს და რაღა უნდა მომკოს! იმის გულში ცეცხლი ტრიალებს. მაგრამ ამ ცეცხლს არ აჩენს გლეხი კაცი და ანელებს რაღაც ნუგეშით, იყურება იქით-აქეთ, ეძებს ნუგეშს, მაგრამ ვერსად ხედავს, მიუბრუნდება ისევ ზეცას და ამბობს: " შენ უშველე საწყალ კაცს!" ვაჟა-ფშაველა 1880 წ.

" ეს რა ცეცხლში ჩავვარდიო" - იტყვის ხოლმე ჩვენი კაცი, როდესაც გაუჭირდება და არ იცის, როგორ აიცილოს თავიდან ჭირი. ამ "ცეცხლის" წვას დიდი ხანია შეჩვეულია ნაწილი საზოგადოებისა. ეს "ცეცხლი" დაუნთია თვით ისტორიას და ჟამთა დენაში ცეცხლის გამჩაღებელი ხალხი - ეშმაკის გვერდისაგან ჩნდება....

ვაჟა-ფშაველა

1882 წ.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 lika   (2011-10-20 7:16 PM) [Entry]
zalian zalian magaria










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<