|
სალიმ და ლუკამ ერთმანეთი შემთხვევით ინტერნეტით გაიცნეს. ისინი ხშირად მესიჯობდნენ ინტერნეტით და საუბრობდნენ ათასგვარ თემებზე. ისინი ისე შეეჩვივნენ მალ ერთმანეთს, რომ ვერც კი ხვდებოდნენ როგორ გადიოდა დრო ერთმანეთთან მიმოწერაში. ლუკა ესაუბრებოდა ხოლმე საკუთარ თავზე, უყვებიდა ამბებს და ცდილობდა ყოველთვის გაეხალისებინა სალი. ისინი ისე შეეცჰვივნენ ერთმანეთს, რომ უერთმანეთოდ ვღარ ძლებდნენ და გაიღვიდზებნენ თუ არა მესიჯობას წყებდნენ და გვიან ამთავრებდნენ მესიჯობას. ყველამ შეატყო მათი უეცარი ცვლილება. ლუკა აღარ იყო ნაღვლიანი, ის მხიარული გახდა დამეგობრები გაოცებულნი იყვნენ ასეთი ცვლილებით. სალი კი უფრო გულჩათხრობილი გახდა, სულ უნდოდა ლუკასთან ემესიჯა და ერთად ყოფილიყვნენ. ვერან ხვდებოდა მათ უეცარ ცვლილებას. დრო ჩქარა გადიოდა, თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ერთმანეთს იცნობდნენ და ერთხელაც არ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი. მხოლდ სურათებით ინობდნენ ერთმანეთს.
შემოდგომის სუსხიანი დილა იყო. გარეთ ქარი ქროდაა და მიმოფანტავდა ფოთლებს აქა-იქ. დღეს ლუკას და სალის ერთმანეთი უნდა ენახათ. შეხვედრამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა და ლუკას გული გამალებით უცედა, გრძნობდა რაღაცძალაინ მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ცხოვრებაში და თითქოს ეშინოდა კიდეც. და აი შეხვდნენ კიდეც ისინი ერთმანეთს. ორივეს გული გამალებით უცემდთ. რამდენიმე წუთი ჩუმად იდგნენ და ხმა ვერ ამოეღოთ სიხარულისგან. ბოლოს მდუმარება ლუკას სიტყვებმა დაარღვია: იცი უფრო ლამაზი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინე. სალის კი სიხარულის ცრემლი წასკდა თვალიდან და ლოყაზე ჩამოგორდა. ორივენი გახარებულები იყვნენ ერთმანეთის ნახვით და ხმას ვერ იღებდნენ, ერთმანეთს უცქერდნენ, უღიმოდნენ და სეირნობდნენ. სიჩუმეს მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა. მათ დიდხანს ისეირნეს, გაიხსენეს რამდენიმე დღე მათი ურთიერთობიდან და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. ლუკამ კი პატარა ყუთი გაუწოდა სალის და თხოვა, როცა სახლში მივიდოდა მაშინ აეხსნა ის.
სალის ერთი სული ქონდა როდის მივიდოდა სახლში. სახლში მივიდა თუ არა გახსნა საჩუქარი და შიგ პატარა ანგელოზი დაინახა და სათამაშო გულში ჩაიხუტა. ი გამე ვერცერთი ვერ იძინებდა, ორივე იხსენებდა შეხვედრის წუთებს და ოცნებობდნენ რომ ერთმანეთი კვლავ ენახათ. ისევ განაგრძეს მესიჯობა, ისინი ცდილობნენ მთელი დღე ემესიჯათ და ერთმანეთთან რაც შეძლება ახლოს ყოფილიყვნენ. პირველი შეხვედრის შემდეგ მიხვდნენ რომ რაღაც შეიცვალა მათ ცხოვრებაში, ცხოვრება, რომელიც აქამდე სასტიგი ეგონათ, ახლა უფრო ნახი და მოსიყვარულე გახდა. შუაღამისას ჩაეძინათ მათ და სალის მთელი ღამე გულში ქონდა ჩახუტებული პატარა ანგელოზი.
გადიოდა დრო. ისინი უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებდნენ, სულ უნდოდათ ერთად ყოფილიყვნენ. სალის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ლუკას უნდოდა მისთვის რამე ორიგინალური საჩუქარი გაეკეთებინა. უნდოდა ეს დაბადების დღე დაუვიწყარი ყოფილიყო სალისთვის. სალი 20 წლის ხდებოდა. დაბადების დღეზე ლუკამ შეხვედრა დაუნიშნა. ლუკამ ვარდების დდი თაიგული მიართვა სალის და მხოლოდ ერთი ფრაზა უთზრა მას : სალი მე შენ მიყვარხარ, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია. გთხოვ არასდროს მიმატოვო. სალიმ თანხმობის ნიშნად ჩაეხუტა და შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთნამეთს. ეს დღე უბედნიერესი იყო მის ცხოვრებაში. მთელი დღე სიხარულისგან გაბრწყინებული სახით დადიოდა და ერთი სული ქონდა როდის დარჩებოდა მარტო, რომ, გაეხსენებინა ის ლამაზი წუთები, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
ისინი დაქორწინებას არ ჩქარობდნენ, უნდოდა სალის სწავლა დაემთავრებინდა და ამ დროში ლუკაც იშოვიდა სამსახურს.მან ახლახან დაამთავრა უნივესიტეტი და. ლუკამ მალე იშოვა სამსახური. უნდოდა ყველა ოცნება აეხდინა თავისი ერთადერთი სიყვარულისთვის და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.
უნივერსიტეტის დამთავდებამდე სალის რამდენიმე თვეღა რჩებოდა.ერთი სული ქონდა ლუკას როდის მივიდოდა სალის ოჯახში და მათი ერთადერთი ქალიშვილის ხელს თხოვდა. ეს დღე კი სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ისინი დღეებს კი არა წუთებსაც ითვლიდნენ ბედნიერებამდე.
გაზაფხულის სუსხიანი დილა იყო. სალი რამდენიმე დღით ქალაქგარეთ მიდიოდა. წასვლა არ უნდოდა მაგრამ საქმე ჰქონდა აუცილებელი და ვერ გადადებდა. ლუკამ გააცილა ის და ნაღვლიანი წავიდა სამსახურში. მოწყენილი იყო, რადგან რამდენიმე დღე ვეღარ ნახავდა მას. მთელი დღე უხასიათოდ იყო, რადგან მძიმედღე ქონდა, უფროსებთან შეხვედრა და რამდენიმე თათბირი. მთელიდღე ვერ მოიცალა სალისთან სალაპარაკოდ. შინ მისული ურეკავდა სალის და სალი ყურმილს არ იღებდა. დალილობისგან ჩათვლემილი ყიო როცა ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა ის. ყურმილი აიგო და ყურმილში კი ტირილი ისმოდა, ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, ბოლოს კი ერტი ფრაზა გასმა: ლუკა სალი ჩვენთან აღარ არის, დღეს ავარიაში მოყვა და დაიღუპა. უცებ თვალებზე ცრელი მოადგა, ტელეფონი მოისროლა და ხმამაღლა ტირილი უნებლიედ დაიწყო. არ უნდოდა დაეჯერებინდა, რომ სიმართლე იყო. მთელი კვირა სახლიდან არ გასულა ლუკა. ხელში ქონდა ჩახუტებული სალის სურათი და ტიროდა. მხოლოდ სალის დაკრძალვის დღეს შესძლო გონზე მოსვლა. ის დასაფლავებაზე წავიდა. ის ვერ მიდიოდა სალის ცხედართან არ უნდოდა ის დასახირებული ენახა, უნდოდა მისთვის ისევ ის სალი დარჩენილიყო, სათუთი ნაზი, ანგელოზის მსგავსი არსება.
დასაფლაების დროს ის შორიახლოსს იდგა სალის საფლავთან ყველასგან მოშორებით და მხურვალედ ტიროდა. მხოლოდ ყველას წასვლის შემდეგ შესძლო მან საფლავთან მისვლა და მასთან საუბარი. სალი, შენ ჩემი ცხოვრება ხარ, უშენოდ მე არაფერი ვარ ამ ქვეყნად. ვფიცავ ჩეემ თავს არ მივცემ უფლებას ვინმე შევიყვარო, შენ ჩემ გულში შემოიჭერი და მთლიანად დაიკავე ის. არასოდეს დამავიწყდები. გთხოვ არ მიმატოვო, მე შენ მჭირდები. ამ სიტყვებით დატოვა მან თვისი ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარულის,- სალის საფლავი. ულამაზესი საფლავი გაუკეთა სალის ლუკამ, საფლავის ქვაზე კი ულამაზესი სურათის ბოლოს, წლების მაგივრად გაუკეთა წაარწერა, შენ ჩვენ გულში უკვდავი ხარ, მიყვარხარ.
ამ ამბის შემდეგ დაახლოებით 20 წელი გავიდა. ლუკა კი როგორც ადრე ახლაც შავებში ჩაცმული დადის და ხშირად მიდის თავისი ერთადერთი სიყვარულის საფლავთან, ხშირად ესაუბრება მას. მას აქვს იმედი, რომ მალე იქნება ბედნიერი, მალე ნახავს თავის ერთადერთ სიყარულს და იქ იმ სამუდამო სამყოფელში იქნება ბედნიერი, იქ ხომ ვეღარავინ დააშორებთ მათ. |