siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 11:15 AM    
siyvaruli.in
დაიწყო დილა, ისევ შენზე ფიქრით და მთელი დღე თან მსდევს.არცერთი წუთით არ მაძლევს სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას.მინდა მოგიშორო, გაგაგდო ჩემი გონებიდან, მაგრამ ისე ხარ შიგნით ჩაბუდებული, არაფრით არ თმობ დასაკუთრებულ ადგილს. საერთოდ რა გინდოდა?! რატომ მოხვედი! იქამდე არ მოისვენე სანამ არ დამიახლოვდი.მანამდე ძაან ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი, დავდიოდი უნივერსიტეტში, ვსეირნობდი ხშირად მარტო, ქუჩაში, ვუსმენდი მუსიკას, გვიანობამდე ველაპარაკებოდი ხალხს ინტერნეტში.ერთი ჩვეულებრივი თბილისელი გოგო ვიყავი თავისი პრობლემებით, რომელიც არასდროს ელეოდა.ჩამოვედი შენს ქალაქში იმისთვის რომ გავქცეოდი ჩემს პრობლემებს მაგრამ კიდევ ერთი პრობლემით მეტი გამიჩინე...როცა მივხვდი რომ ჩემთან დაახლოებას ცდილობდი თავიდან მაგარი მეცინებოდა შენზე. ვფიქრობდი მე და ეს ერთად? სისულელეა.მაგრამ ერთ დღესაც გავაცნობიერე რომ უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილად იყავი ქცეული... ყოველ ღამე შენი ზარები, მერე საუბრები დაუსრულებელი.მელაპარაკები ნახევრად ჩურჩულით, რათა არავის გაეღვიძოს რადგან უკვე ძალიან გვიანია. მერე მთხოვ რომ ზღაპარი მოგიყვე, მეც არ გიტეხავ და ბავშვური ენით გიყვები ზღაპარს, რაზეც შენ გულიანად იცინი. სიცილზე მეც სიცილით გპასუხობ რაზეც გვერძე ოთახში ჩემ მძინარე ბებოს ეღვიძება, ფეხზე დგება და მიწყებს ლექციის კითხვას, თუ როგორ შეიძლება შუაღამისას ტელეფონზე რომ ვლაპარაკობ. ამაზე კიდე უფრო ხმამაღლა ვიწყებ სიცილს. ღამეს დილა უსწრებს. უკვე თენდება. მოდი დავიძინოთ… უკვე დილაა. 11 საათია.მესიჯი მოვიდა. ტექსტები თითქოს არ იცვლება. კიდევ რამდენიმე მესიჯიც და ერთმანეთს რამდენიმე საათით ვემშვიდობებით. შუადღე, ტელეფონზე ზარი, ვიცი შენ იქნები, მეღიმება. მოვიდა საღამოც, ვიცი მალე გნახავ რაღაც აფორიაქებული ვარ, ვერ ვხსნი რატომ. უკვე შენს გვერდით ვარ.თითქოს ფორიაქი სადღაც გაქრა. უკვე კარგად ვარ. თითქოს დავმშვიდდი.ვერც ჩემი სიმშვიდის მიზეზს ვხვდები. ჩემს გვერდით ზიხარ.ბავშვობას ვიხსენებთ და ვთამაშობთ ყველანი ერთად. ზოგჯერ მგონია იმ ადგილას სადაც ჩვენ ვზივართ ჩვენს მეტი არავინაა. უცბათ ვიღაცის ხმამაღალი ნათქვამი და წამიერად ვფხიზლდები. ჩემი ხელი გიკავია და ჩემ თითებს ეფერები. თითქოს ყველაფერი კარგადაა, ზედმეტად კარგად. ეს უკვე მაშინებს. ვგრძნობ რაღაც მოხდება რაც ჩვენს შორის ყველაფერს არევს. აღარც შენი ზარები შემოვა ჩემს ტელეფონზე და აღარც შენი მესიჯები. როგორც კი ამაზე ფიქრი გამიელვებს თავში ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. გავიდა ასე 1 კვირა. შენ წახვედი. იმის იმედი მაძლებინებდა უშენოდ რომ ვიცოდი მალე ჩამოხვიდოდი. გავიდა კიდევ 1 კვირა აი შენც. სანამ გნახავდი ვერ ვხვდებოდი ასეთი ძვირფასი თუ იყავი ჩემთვის. თურმე მომნატრებიხარ. შენს დანახვაზე მომინდა ძალიან მაგრად ჩაგხუტებოდი, მაგრამ მაგას ვერ ვიზავდი. სულ რაღაც 3 წუთი და შენ უკვე ჩემს გვერდით აღარ იყავი. სახლში ვარ, შენზე ვფიქრობ, მიკვირს საკუთარი თავის ასე როგორ შეგეჩვიე რომ უშენოდ 1 წუთიც არ მინდა ყოფნა. 1 დღეც და მარიამობა დადგა. ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ და დაიწყო ქეიფი. მე დავლიე სითამამისთვის, არა არა უფრო ხასიათზე მოსასვლელად. გავიდა რამდენიმე საათი. უკვე ყველას მოგვეკიდა ალკოჰოლი. ჩვენ გვერძე გავედით და დავიწყეთ ლაპარაკი. იმ დღეს დამელაპარაკე სერიოზულად და მითხარი რომ სხვა გიყვარდა.მე მხოლოდ მოგწონდი და ხვდებოდი რომ ასე არაფერი გამოგვივიდოდა. ძალიან მთვრალი ვარ, ვერც კი მივხვდი რა მითხარი. ცოტა დავფიქრდი და აზზე რომ მოვედი მივხვდი დაგკარგე. ჩემი არც არასდროს ყოფილხარ, მაგრამ მივხვდი ყველაფერი შეიცვლებოდა შენი ამ აღიარებით. როცა გამოვფხიზლდი ისე ვიყავი თითქოს რაღაც მქონდა გულში ჩაწყვეტილი.ჩემდა გასაკვირად საოცარ სიცარიელეს ვგრძნობდი. მინდა რომ რაც გუშინ მითხარი ის ყველაფერი სიზმარი იყოს. ხშირად ვიხსენებ ყოველ შენს ნათქვამ სიტყვას და მაინც ბოლოს ერთ დასკვნამდე მივდივარ, სიტყვა „ჩვენ" არასდროს არ იარსებებს. გულს მიღრნის იმაზე ფიქრი რომ შენ ვეღარ გნახავ, ვერც შენს ხმას გავიგონებ, ვერც შენს შეხებას ვიგრძნობ. მინდა გუშინდელი დღე საერთოდ დავივიწყო, მაგრამ არაფერი გამომივა ვიცი, რადგან უკვე დაღად აქვს დასმული ჩემს გულს შენი სიტყვები. ჩემი ვარაუდი გამართლდა, ეს საშინელებაა.ბედნიერება ჩემს გვერდით მჯდარა მაგრამ ამას ძალიან გვიან მივხვდი...
უბანში გავედი, შენც იქ დამხვდი. ძაან ჩვეულებრივი შეხვედრა იყო , თითქოს მე და შენ უბრალოდ ნაცნობები ვყოფილიყავით. გასაკვირი არცაა რადგან ყველაფერი გავარკვიეთ. ახლა როცა შენს გვერდით ვარ უფრო მეტად ვგრძნობ შენს მიმართ იმ რაღაც განსაკუთრებულს რომელსაც ვერაფრით ვხსნი. რომლისთვისაც სახელიც კი ვერ დამირქმევია. ანდა საჭიროა სახელის დარქმევა? არადა თავიდანვე ვიცოდი რომ შენი ასე უცაბედად გაჩენილი გრძნობები ჩემს მიმართ ისევე მალე გაქრებოდა როგორც გაჩნდა, ვამბობ ვიცოდითქო მაგრამ მაინც დამწყდა გული. 25 დღეა რაც არ მინახიხარ, მაგრამ შენზე ფიქრი მაინც არ მანებებს თავს. 25 დღეა რაც შენი ხმა არ გამიგია. და ისე ვარ თითქოს საუკუნეა მას შემდეგ გასული. ვგრძნობ რაც უფრო დიდი დრო გადის ჩემი მონატრება უფროდა უფრო იზრდება, როგორ მინდა ახლა ჩემს გვერდით იყო ძველებურად, სულაც ათას სისულელეზე ვლაპარაკობდეთ, მაგრამ მასე ვეღარასდროს ვიქნებით. ერთში დარწმუნებული ვარ რასაც ახლა ვგრძნობ ეს სიყვარული არაა, შეიძლება ამ ყველაფერს აკვიატება უფრო დავარქვათ. მალე სწავლა დაგეწყება და ვიცი ჩამოხვალ. შემიძლია ისე გავაკეთო რომ ერთმანეთს შევხვდეთ, მაგრამ ღიირს კი? შენთვის ექნება რამე მნიშვნელობა ჩვენს შეხვედრას? ძალიან ბევრი კითხვა მაქვს რომელთაც პასუხს ვერ ვცემ. ძალიან დავიბენი. არ ვიცი როცა გნახავ როგორ მოვიქცე, რა ვთქვა საერთოდ მგონი აღარაფერი არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პატარა გამოუცდელი გოგო ვიყო რომელსაც არასდროს ქონია ბიჭთან ურთიერთობა, ხოდა ახლა მაგიტომ არის დაბნეული, არადა ეს ასე არაა. მემგონი მე მაინც მაქვს იმედი იმის რომ შენ იმ გოგოს გადაიყვარებ და მოგინდება ჩემთან ყოფნა. არ ვიცი. ალბათ დრო ყველაფერს გვიჩვენებს. მე მჯერა რომ ერთ დღესაც მიხვდები რომ მე ის ვარ ვისაც ეძებდი )
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 gvanca   (2013-03-04 12:46 PM) [Entry]
dzan magariaaa










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<