siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 12:41 PM    
ჩემს სოფელში სადაც არც თუ ისე ხშირად ჩავდივარ ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი ცხოვრობდა. შესახედავადაც ლამაზია და ყველას სითბოთი და დიდი სიყვარულით ექცეოდა. დიდს თუ პატარას ყველას უყვარდა ის. მაგრამ თვალები ყოველთვის ცრემლიანი ქონდა. როცა პატარა ვიყავი და ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე ხშირად მივდიოდით მასთან ჩამოვსხდებოდით და გვესაუბრებოდა სხვადასხვა თემებზე, იმაზე თუ როგორი უნდა გავზრილიყავით, აგრეთვე გვიყვებოდა თავის ისტორიებს, რომლებიც ცხოვრებაში გადახდა და ჯარის ისტორიებს. ბევრი რამ ქონდა ცხოვრებაში ნანახი და კარგადაც იცნობდა ცხოვრებას. ძალიან გვიყვარდა მისი მოსმენა და გვსიამოვნებდა. ყოველთვის როცა მარტო იყო ხოლმე ჩამოჯდებოდა თავისი სახლის კიბეზე და ფიქრობდა სულ. ყოველთვის მაინტერესეებდა რაზე ფიქრობდა და რატომ ქონდა თვალები ყოველთვის ცრემლიანი, მაგრამ ამის თქმას ვერასდროს ვბედავდი.

მისი ნასწავლი ძალიან ბევრ რამეში გამომადა, ვისწავლე ადამიანების გამოცნობა და გავუგე ცხოვრებას. ერთ დღესაც როცა სოფელში მოვდიოდი დავიწყე ფიქრი ისევ იმ ყველასათვის საყვარელ მოხუცზე, გიორგი ბაბუაზე. მინდოდა გამომეცნო რატომ იყო ყოველთვის ასე ნაღვლიანი და გადავწყვიტე მეკითხა მისთვის.

ერთ დღესაც მე როდესაც ვუყვებოდი ჩემ ცხოვრებას თუ რას ვსაქმიანობდი, რას ვაკეთებდი და რა მინდოდა გამოვსულიყავი ვუთხარი რომ ერთი გოგო მომწონდა და ის კი იმავე გრძნობით არ იყო ჩემ მიმართ. უცებ თვალებში ცრემლი ჩაუდგა და მომიყვა თავისი ისტორია, რომელმაც ძალიან შეცვალა თავისი ცხოვრება.

გიორგი ბავშვობაშიც ლამაზი იყო და ყველას უნდოდა მისი შეყვარებული ყოფილიყო. მაგრამ გიორი ყველას უარს ეუბნებოდა, არ უნდოდა ცრუ იმედები მიეცა მათთვის, რადგან მის გულს მხოლოს ერთი ადამიანი უყვარდა, ის ვინც ცხოვრების ძალას აძლევდა მას. გიორი უბრალო გლეხის ოჯახიდან იყო, ნათია კი შედარებით შეძლებული ოჯახის შვილი იყო. გიორგის იმედი ქონდა რომ მა შორის ფასეულობის განსხვავება უმნიშვნელო იყო და მათი სიყვარული ყველაფერს გადალახავდა. გიორგი რომანტიკოსი იყო და ამიტომაც ფიქრობდა ასე. ნათია არაფერს გრძნობდა მის მიმართ უბრალოდ მოწონდა როგორც ადამიანი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი ქცევით. ის წყნარი იყო და რომანტიკოსი. ამ თვისებების გამო მოსწონდა ის. გიორგი ხშირად ესაუბრებოდა მას სხვადასხვა თემებზე. ნათიაც მალე შეეჩვია მას და გახდა მისავით რომანტიკოსი. ისინი ხშირას ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. იცვლებოდა სასაუბრო თემები. საუბარში ხშირად დაათენდებოდათ ხოლმე. ვერ გრძნობდნენ თუ როგორ სწრაფად გადიოდა დრო და როგორ ივსებოდა მათი გული სიყვარულით. ცხოვრებას ნათელ ფერებში ხატავდნენ, ფიქრობდნენ მომავალზე, თუ როგორ იცხოვრებდნენ ერთად და მათ სიყვარულს არასდროს დაემუქრებოდა საფრთხე. ისინი ხშირად სეირნობნენ წვიმაში, ქარში, თოვლში. მაგრამ ყველაზე მეტადდ მათ უყვარდათ მთვარიან ღამეში. ტკბებოდნენ სიმშვიდით, ხმას არცერთი არ იღებდა, უბრალოდ სეირნობდნენ და ფიქრობდნენ. როცა ერთად არ იყვნენ მაშინაც ერთმანეთზე ფიქრობდნენ. მათ თვალებში ყოველთვის ცეცხლი ენთო წმინდა სიყვარულის. მათი სიყვარულის ამბავი მთელ სოფელში გავრცელდა. თავიდან ყველა მათზე საუბრობდა. ყველა ფიქრობდა რომ ეს სიყვარული ბავშვობაში დარჩებოდა და შემდეგ ხშირად გაიხსენებდნენ ამ ამბავს და ბევრსაც იციებდნენ. მაგრამ გადიოდა წლები, დღეები. მათი სიყვარული კი კი არ ნელდებოდა არამედ რაღაც უხილავი ძალით უფრო და უფრო ძლიერდებოდა. უკვე გიორგი 22 წლის ხდებოდა, მათი სიყვარული კი 5 წლის ხდებოდა.

ზამთრის სუსხიანი დღე იყო. გარეთ თოვდა. გიორგის გადაწყვიტა მისულიყო ნათიას ოჯახში და მათი ერთადერთი ქალიშვილის ხელი ეთხოვა მშობლებისთვის. დარწმუნებული იყო რომ მშობლები თანახმანი იქნებოდნენ და შექმნიდნენ სიყვარულით ოჯახს. როდესაც გიორგი მათ ოჯახში მივიდა მას ჩვეულებრივად შეხვდენ. გიორგიმ ოჯახის უფროსს თხოვა ცალკე ოთახში გასულიყვნენ. გიორგი ნერვიულობდა და გული აჩქარებით უცემდა. ნათიას მამას უთხრა: „ მე და ნათიას ერთმანეთი გვიყვარს, მის გერეშე სიცოცხლე არ შემიძლია და მინდა თქვენ ერთადერთი ქალიშვილის ხელი გთხოვოთო". ნათიას მამამ იროიულად გაიღიმა და შემდეგ უთხრა: „ თუ მის გარეშე ვერ იცოცხლებ მაშინ თავი მოკალი, მე ის შენნაირი ღარიბისთვის არ მემეტება." უამრავი დამცინავი სიტყვა უთხრა გიორგის და ბოლოს გააფრთხილა, თუ ერთად დაინახავდა ანანებდა მაშ სასტიკად. ნათიას სახლიდან აღარ უშვებდნენ. ისინი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ წერილებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. ამაში მათ მეგობრები ეხმარებოდნენ. ნათიას მამამ გაიგო ეს ამბავი და ნათია ოთახში გამოკეთა, არავის აძლევდნენ მისი ნახვის უფლებას. როგორც იტყვიან „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო" და გიორგი 3 წლით ციხეში ჩაასმევინა. თავისი ქალიშვილი კი მალევე გაათხოვა უსიყვარულოდ. გიორგისთვის ამ ამბის გაგება მძიმე გადასატანი იყო. აღარ აინტერესებდა არაფერი, აღარ უნდოდა ცხოვრება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ უნდოდა ნათიას ნახვა, თუნდაც ერთხელ, ერთი წამით, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ნათია ასეული კილომეტრით დაშორებოდა საკუთარ სამშობლოს. მხოლოდ უკანასკნელი წერილით იხსენებდა მას და მათ წმინდა ისტორიას. უკანასკნელ წერილში მხოლოდ 2 სიტყვა ეწერა, რომელიც ძლივს იკითხებოდა, რადგან ცრემლებს დაესველებინა ეს ფურცელი და წაეშალა წარწერა, ეს სიტყვები კი იყო „ სიკვდილამდე მეყვარები".

როდესაც ამ ამბავს მიყვებოდა ცრემლები თვალებიდან გადმოდიოდა. ბოლოს კი მაჩვენა წერილი რომელსაც გულის ჯიბით დაატარებდა, გულთან ახლოს რომ ყოფილიყო. ამ ისტორის შემდეგ უკვე 50 წელი გავიდა და არც კი გაუხედია სხვა გოგოსკენ, არავინ მიაჩნდა ნათიაზე წმინდა და არ უნდოდა მათი სიყვარულის ისტორია წაეშალა სხვა სიყვარულს.

ამ ამბის მოყოლიდან რამდენიმე წლის მერე გიორგი ბაბუაც გარდაიცვალა და ყველას გული დაგვწყვიტა თავისი წასვლით იმ ქვეყნად. ის წერილი, რომელიც ასე უყვარდა ახლაც მასთანაა. ეს ისტორია როდესაც ჩემ მეგობრებს მოვუყევი რომლებთან ერთადაც გავატარე ბავშვობა თვალზე ცრემლი ყველად მოგვადგა. გული დაგვიმძიმდა და გადავწყვიტეთ საფლავის ქვაზე გაგვეკეთებინდა წარწერა „სიკვდილამდე მეყვარები". ეს მხოლოდ მცირეოდენია რაც ჩვენ მისთვის შევძელით. ეს ფრაზა ახლაც ამშვენებს მის საფლავს და ამ ფრაზის ზუსტი მნიშვნელობა კი მხოლოდ რამდენიმემ ვიცით.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
24 Kate   (2014-06-10 4:43 AM) [Entry]
You are so awesome for helping me solve this mysyret.

0  
23 nervoza   (2012-01-11 10:49 PM) [Entry]
gaixaret genacvale :*:*:*:*:*

0  
22 sali..   (2011-12-20 6:25 PM) [Entry]
umagresia...gulii damdzimdaa amm ambiss wakitxviss shemdeg...sg.......:(:*

0  
21 nastia   (2011-10-16 11:22 PM) [Entry]
guli damimzimda am sevdiani ambis cakitxvisas....

0  
20 nervoza   (2011-09-25 1:29 PM) [Entry]
gaixareeeeee

0  
19 taz29   (2011-09-24 9:06 PM) [Entry]
amatire genacvale,magari ambavia

0  
18 nervoza   (2011-03-18 11:55 PM) [Entry]
gaixareeeeeeeeeeee

0  
17 mari   (2011-03-18 2:29 PM) [Entry]
dzaan magariaa..... :))))

0  
16 lizi   (2011-03-04 10:40 AM) [Entry]
dzaan didia mara dzaan lamazi

0  
15 nervoza   (2011-01-25 10:09 AM) [Entry]
gaxare daduuuuu :*:*:*:*

0  
14 dadu26   (2011-01-25 0:24 AM) [Entry]
ara chveulebrivia martlaaaaaaaaaaaa

+1  
13 nervoza   (2010-12-30 8:24 PM) [Entry]
gaixare mixaria rom mogewona

0  
12 MALI   (2010-12-30 3:48 PM) [Entry]
;( ;( SIKVDILAMDE MEYVAREBI .... :(;( (l) DZALIAN MOMEWONA NERVOZA.... GAIXARE... :*

0  
11 kukla   (2010-11-20 10:48 AM) [Entry]
vaimeee.....dzalian magaria lamis mec vitire....:))

0  
10 nervoza   (2010-11-18 6:39 PM) [Entry]
gaixareeeeeeeeeeeee

0  
9 tekle-16   (2010-11-18 6:04 PM) [Entry]
dzalian magaria nervoza.....dzalian momewona...warmatebebs gisurveb :*

0  
8 nervoza   (2010-09-28 6:30 PM) [Entry]
gaixare gvanci.cxovreba yoveltvis yvelafers lamaz ferebshi ar gvixatavs

0  
7 gvanci   (2010-09-28 12:08 PM) [Entry]
ulamazesi ambavia.zalian sevdiani da gulis amachuyebeli.

0  
6 nervoza   (2010-09-24 0:40 AM) [Entry]
gaixareeeeeeeeeeeeeee

0  
5 eka   (2010-09-24 0:37 AM) [Entry]
kargi gamovida, vici metsac shedzleb da ufro uketesebs dacer,me mjera da maqvs amis imedi.dzalian magari xar.

0  
4 nervoza   (2010-09-23 11:28 AM) [Entry]
imedia, vnaxot aba tu sheafaseben

+2  
3 guda   (2010-09-23 11:26 AM) [Entry]
xo momewona magradd:* imedia sxvebsac moewonebat :*:* :(Y)

0  
2 nervoza   (2010-09-23 11:08 AM) [Entry]
გაიხარე გუდა, დიდი მადლობა. მიხარია თუ მოგეწონა

+1  
1 guda   (2010-09-23 10:54 AM) [Entry]
momewoonaa martlaa magariiaa :* yochag nervoza.....imedia kiide dawerrr :* (genacvaleeee magarii xarr :* )










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<