ვარდობის თვეს უნდა შეგხვდე, ჩაგიხუტო,ამიტომაც ვიგვიანებ მოსვლას, ჩემო,მინდა სადმე წაგიყვანო, აგაფრინო,მერე ისევ ძველებურად დაგიჩემო...მოგიტაცო, მოგატარო მთა და ბარი,დაგავიწყო სევდა, დარდი რაც რამ გქონდა...აგიხდინო სიყვარულის ეს ზღაპარი,გაზაფხული ჩურჩულით რომ გიამბობდა.დაგიბრუნო პალმები და ნიჟარები,მონატრებულ ლურჯ ტალღაზე დაგარწიო,ჩავისუნთქოთ ზღვის სურნელი მონაბერი,მერე იქნებ, კარგო, მშვიდად დაგვეძინოს.ვარდობის თვეს უნდა შეგხვდე, ჩაგიხუტო,ამიტომაც ვიგვიანებ მოსვლას, ჩემო,მინდა სადმე წაგიყვანო, აგაფრინო,მერე ისევ ძველებურად დაგიჩემო..