ასე მგონია ვარსებობდი ქვეყნად ოდესღაც
და ხელმეორედ მოვევლინე მიწას ცოდვებით
წუთისოფელში წამიერად ფიქრი მომბეზრდა
და დავიღალე,დავიღალე მთელი ცხოვრებით!
ისევ იმ გზებით,იმ გაცვეთილ გზებით მივდივარ
და რასაც ველი,რასაც ვეძებ ვერ მიპოვნია
წუთისოფელში წუთად ყოფნა მაშინ მიმძიმდა
მეორედ მოსვლის ნოსტალგია არც კი მქონია!
მაგრამ მოვედი ისევ დამსვეს ცოდვის მიწაზე
ბედის ვარსკვლავმა კვლავ უცვლელად დამატრიალა
იქნებ ძალიან ადრე გავჩნდი ამ ქვეყანაზე
ან იქნებ მართლა უსაშველოდ დამაგვიანდა!!