siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები
2011-10-12 - 5:30 PM    
siyvaruli.in
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად...
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა...
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...)
გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის...

გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს...
რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნებისყოფაზე მოკლე?!
თუნდ ერთხელ მაინც მომაცხუნებდეს შ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 756-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვხტები სვეტიცხოვლის სიმაღლიდან...
2011-10-12 - 5:29 PM    
siyvaruli.in
ფიქრი კაეშანით დანაფერი,
მზერა ჩაეხვია ჩაის ტრიალს,
ახლა ისე მტკივა არაფერი,
რომ ეს ყველაფერი ჩაითრია...
სული ამოდუღდა - ჩაიდანი,
შემომაგანგაშეს ამ ზარებმა,
ნერწყვი ნერვიანად ჩაიტანა -
ცამდე - არაფერზე გამწარებამ...
სუნთქვის გავრცელების არეალით
სივრცეს მდუმარებას ჰპარავ ისევ
ყველა სიყვარულზე მწარე არის
ქვეყნად
შეყვარება
არავისი!
ითვლი გულს რამდენი უკვნესია,
სისხლი შენს წილ ჟანგბადს პარავს ოდე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 768-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ათას ცხრაას ოთხმოც და
2011-10-12 - 5:29 PM    
siyvaruli.in
(ეძღვნება პურის რიგში ბავშვობადაკარგულ 80-იანების და 90-იანების თაობას)

დაბადების თარიღი - ათას ხცრაას ოთხმოც და...
დაბადების ადგილი - დასანგრევი ქვეყანა.
ყველას თავის ანგარიშს ისტორია მოთხოვს და
გული არ გამიძლებდა ცოტა რომ დაგვეხანა.
ვთამაშობდით ქვიშაში და ბავშვობა წაგვგლიჯეს,
(ეგებ ვინმე თუ არა ქარი მაინც მომიტანს)...
ვიჯექით და ვუთვლიდით საქართველოს ნაბიჯებს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს - გაქცეულს აფხაზეთის ომიდან.
ისტორია თავისას ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 550-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შენ და პოეტი
2011-10-12 - 5:28 PM    
siyvaruli.in
ის დღე დაიწყო მტრედისფერი ცით და ამინდით...
ჩაფიქრებული ბოლთას სცემდა გემი ნაპირთან.
იმ დილით პოეტს შენი გულის ნაწილს დაპირდი.
და თურმე იმ დღეს პოეტს შენს თავს ღმერთი დაპირდა...

გაგრძელდა დილა საიმედოდ, რაც მთავარია,
ტალღების ჯარი მოძრაობდა მწყობრად ქალაქთან...
ყველა კეთილი მიზანსცენა ქარმა არია.
და, უფლის ნებით ყველაფერი მისით დალაგდა.

მერე პოეტმა ცალი ხელი მოგხვია ალყად
დაიძრა გემიც, შეუერთდა შორით კოჰორტას.
შენც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 560-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აპრილი
2011-10-12 - 5:28 PM    
siyvaruli.in
(ეძღვნება შორენა სიხარულიძეს)

თუ უშენობას გავყოფთ ორზე, მივიღებთ აპრილს,
უნდა ამ აპრილს გაზაფხულის ცრემლად დამღვაროს,
უკვირს სამყაროს,როცა სადმე პოეტი აფრენს,
და პოეტს უკვირს,რატომ უკვირს ასე სამყაროს…
შენ კი ბოჰემურ ხასიათით სულ არ კვირდები,
შენი ფიქრები პოეტური ჯვარცმით ევნება,
და როცა აპრილს მოყინული სტკივა კვირტები
შენ შეგიძლია,ეს ტკივილი თარგმნო ცრემლებად.
შემდეგ ეს ცრემლი უზიარო ცას და ამინდებს,
დრო როცა ქარის ლიტა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 651-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ერთი ხელით
2011-10-12 - 5:27 PM    
siyvaruli.in
ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში.
ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში
მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათსავს
ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს.
იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ,
ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ...
ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი,
მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით...
ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს,
ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 604-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ერთი და.... ორი დააა. სამი და....
2011-10-12 - 5:27 PM    
siyvaruli.in
(მამა პეტრეს)

ერთი და... ორი და... სამი და.. ოთხიდა...
ხუთი და ექვსი და იმდენი – რამდენიც
განძივით დამარხულ ტკივილებს მოთხრიდა,
და რადგან არახარ შენ მაგის ჩამდენი

წარსულზე წარსულში საუბრობ რა ენით?!
წამს წამოაშველე მრწამსი და მოტივი...
(თუ დედისერთაა ვის მოკლავს კაენი?!)
გულს ცეცხლად მოედო რაღაც და შფოთივით

აჰყვები აღმართებს დაღლილი და ღობეს
წარსულის ფიქრებად ჩამოენაცრები,
გაცრეცილ სვეტებზე რომ ვეღარ თ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 553-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ოდა თბილისურ განთიადს
2011-10-12 - 5:26 PM    
siyvaruli.in
(ეძღვნება ანანო ედიშერაშვილს)

ტუჩებდაცვარულ თბილისზე
ცრემლად დაგორდა დილის მზე...

დილის მზე ცაზე ვარსკვლავებს, მტკვარზე თოლიებს ხვეტავს....

ცა-დაფა - სუფთა არც ისე....
_აგერ ღრუბელი!
_ ცარცი სად?...

ცამ ცისარტყელა შეიკრა უსაფრთხოების ღვედად...

მალე გამოფენს ყვავილების აფრებს აპრილი,
ჩაკვნეტს ქალაქი მტკვრის ფერფლისფრად დაფერილ ლაგამს...
ზეცა - გუმბათი აბრუნდება ბოთლში - ძაბრივით
სხივებს ჩაიღ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 553-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შენი ბრალია
2011-10-12 - 5:26 PM    
siyvaruli.in
მერიენ სულაბერიძეს

ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე...
მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად...
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას
დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში....
ამინდი შენი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 535-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გალაკტიონის უკანასკნელი ლოცვა
2011-10-12 - 5:26 PM    
siyvaruli.in
შევცოდე და მაინც უფალს,
მაინც უფალს ვუგალობ....
თუმცა ამ გულს გულზე ცრემლმა
ბევჯერ გადაუარა
გევედრები, ფანჯარასთან
ნუ მიმიშვებ, უფალო
თორემ მერე სულ ერთია
გადავხტები თუ არა.
  ნანახია: 536-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბაბუ
2011-10-12 - 5:25 PM    
siyvaruli.in
მზე ჰკიდია ზღვების გაღმა გაღვივებულ ბუხართან,
როგორც ახლადგამომცხვარი ცხელი კეცის მჭადი...
ძველ ნაბადზე წაწოლილი წარსულებზე ვწუხვარ და
მთვარე, როგორც წველა ყველი, მყინვარწვერში ჩადის
სანამ ცეცხლი საბოლოოდ წითელ თვალებს მინაბავს,
ურწევს არწივს ჩემი ცოლი კავკასიურ აკვანს
და კედლიდან გადმომზირალ ვერმოსწრებულ წინაპარს
ვეუბნები: -აქ ვარ, ბაბუ! მოვედი და აქ ვარ!
მოვედი რომ ავაშენო, ავაჩემო თავიდან
ოსმალთაგან გადამწვარი მუხის ძველი ოდა.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 535-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
დახურეთ ზეცა!
2011-10-12 - 5:25 PM    
siyvaruli.in
(ილიას)

წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ,....
ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები...
არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა!
ღმერთს გულახდილად ვესაუბრები...
-საკუთარ ძმათა სისხლში ვიღრჩობი
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.
ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....
-საკუთარ ძმათა სისხლში ვიღრჩობი
სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.
ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის,
მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 492-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ქა-რთული
2011-10-12 - 5:25 PM    
siyvaruli.in
ამოვიღე მკერდიდან და უკან არ ჩამეტია...
მოვატარე ზეცა, ანუ ქვეცის ზედა სართული....
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს:
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
შემოღამდა... ღრუბელივით გადავაფენ სატკივარს,
ღამეს ვარსკვლავმთვარიანს, თუ ღამეს ვარსკვლავმტვერიანს.
გული აბედ კვესია და მისი მეხის ზათქი ვარ.
გული ჩემი ძმა არის და გული ჩემი მტერია –
ჩემი თანამოტკივილე, ჩემი თანამოაზრე.
ჩემი თანა, ჩემისთანა, ჩემი დანა ---- ნარცხები.. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 457-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ნაავდრალი
2011-10-12 - 5:24 PM    
siyvaruli.in
(ჩემს ძმას, გიორგი გაბაიძეს)

ლამპიონები თითებს უთბობს ორთქლით ნოემბერს
და შემოდგომა ზამთარს უთმობს წვიმას, ქოლგასაც
რადგანაც აწმყო უკვე აღარ ესათნოება
მეტეხთან ცხენით შეუტოპავს მტკვარში გორგასალს,

ჰა, ფიქრი ისევ შევახიე ბარდისფერ ეკლებს...
გამეჭრა ლექსი და სტროფიდან წვეთავს გულისთქმა,
ხელმოცარული ბღავის ჩემში მეფე ერეკლე
ამდროს ვიღაც კი სამ ასოს და სინდისს ურითმავს...

მე მეჩვენება სადღაც, ჩვენში ყვირის დავითი...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 479-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
*** "ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან"
2011-10-12 - 5:24 PM    
siyvaruli.in
(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ,
სუიციდით შეპყრობილ, ნათიას,
რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)

გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,
დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!
ქალი -
მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.
კაცი -
წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...

მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,
ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)
კაცი -
გაცრეცილი ლექსის რვეულია,
ქალი -
ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 602-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
***(თურმე შავ ზღვას წუხელის)
2011-10-12 - 5:23 PM    
siyvaruli.in
თურმე შავ ზღვას წუხელის აუდუღდა მელანი,
ლურჯად სვრიდა მოქცევა თითებს სანაპიროთა.
სულ სხვა ტალღამ წამართვა თიკონი და ლელანი...
ბათუმური ამინდიც სხვის სიმღერას ტიროდა...
სიჩუმეში ვიგრძენი სილამაზე შენფერი,
საათს მწვანე თვალები აუცრემლდა კედელზე
დროის თამაშს ვთამაშობ, ისე როგორც შეჰფერის
ყველა გულით პოეტს და ყველა სიტყვით მეთევზეს...
ლექსი? ლექსი ფურცელზე მოქნეული ბადეა,
თევზი - სტროფის ბადეში მოფართხალე ბწკარები...
ზღვამ საყვარლ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 517-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
და დაიწყება...(როის)
2011-10-12 - 5:23 PM    
siyvaruli.in
სადღაც ბავშვობას უმღერიან წლები ნანინებს,
როცა წარსულის ბილიკები შემოგეგზება,
პოეტმა განცდებს ტკივილები მოატანინე
და ორდენივით დაიკიდე გულზე ლექსებად.

არ დაიდარდო თუ ცხოვრება გრძნობებს ახუნებს,
თუ ცას და მიწას ძველებურად ვეღარ ვედებით,
მოდი ჩემთან და გული გულზე მომიჭახუნე,
ხოლო უფალთან გავაგზავნოთ ისევ მტრედები

და ცას ვახაროთ მომავალი შენი ქორწილი,
რომ მაყრიონით მაინც ცისკენ მივეჭენებით
და რომ ტკივილი შევიძინეთ ქვე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 496-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თავისუფალი ლექსი
2011-10-12 - 5:23 PM    
siyvaruli.in
(თვითირონიესკა)
(სოფოს)

(მე მივდივარ, გულის გასაღებს შავი ზღვის ქვეშ ამოვდებ, ჰორიზონტის მხარეს.
ნებისმიერ დროს შეგიძლია შესვლა, ოღონდ ცარიელი დაგხვდება!
თუ შეხვიდე სული დაიწმინდე და ღრუბლები არ გადაწიო)

სანამ ამბავს დავიწყებდე, ერთი წუთით, შემცივდა და უშენობას მოვიტან...
მექალთანე სხვას ნახავდა, უშენობის ერთგული ვარ უქალთანო....
გუშინ ჩემთან ერთი ძველი მეგობარი მოვიდა
მეკითხება: - მივდივარ და რას მაბარებ უფალთანო?
ენა და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 604-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
... ... ... პეპლებს
2011-10-12 - 5:23 PM    
siyvaruli.in
გეძღვნება შენ!

ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს,
ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი,
მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს,
მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორი
წელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს..
გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაიმა,
ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის,
როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ…
მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და...
მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 549-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უშენოდ
2011-10-12 - 5:20 PM    
siyvaruli.in
თვალები მომანათა ვარსკვლავმა ალმაცერად.
ღამეა, ვაკვირდები და ვხვდები რომ მარტი ჰგავს -
- შენს მზიან თვალებს მეთქი აქ უნდა დამეწერა
და... ახლა გამახსენდა - არ გიყვარს რომანტიკა!...
ეს ლექსიც ჩემია და... ჩუმად და ჩემებურად
მე მაინც რომანტულ შენს მზერას ვეფერები.
მაგ ხშირი დალალებით მინდოდა შემებურა
ედემის ბაღები და ოცნების ტყე-ველები...
ხან მზეა შენს მზერაში, ხან კიდევ ღამე დგება...
ხან დაგსდევს მარტივით მარტივი ეგოიზმი,
მოჰგავხ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 448-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
1 2 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7027

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<