siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 4:03 PM    
siyvaruli.in
მე მეზიზღება წარსულით ტრაბახი
როცა ვარძია გვენგრევა აწმყოდ,
ჩვენ თუ არ შევქმნით ხვალინდელ დილას,
ვწეროთ წარსული და თაროზე ვაწყოთ.
მე მეზიზღება იმის ძახილი რომ
მხოლოდ ჩვენა ვართ ყველაზე კარგები,
ასე მგონია რომ ამ რაღაც ზედმეტი
თავის ქებაში ჩვენ დავიკარგებით.
იქნებ არა ვართ ყველაზე მაგრები,
მაგრამ შეგვიძლია რომ ვიყოთ კარგები,
იქნებ შეგვიძლია რომ არ გვჭირდებოდეს
რევოლუციები.....თუნდაც ვარდების.
მე მეზიზღება ის ისტორია,
სამშობლოს რომ ყიდდი ვაი ქართველო.....
მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გმირები
უფრო ბევრი ჰყავდა.....საქართველოს!
ავიღოთ თუნდაც ქართული სუფრა,
სადაც ქართველნი ქართველებს ვლოცავთ,
იმაზე რა ვთქვათ როცა დავთვრებით და
ისევ ქართველები....... ქართველებს ვხოცავთ.
იმაზე რა ვთქვათ რომ ქრება სიყვარული,
პატივისცემას ედება მტვერი,
და რომ ქართველმა ქართველს აგრძნობინოს
უბრალოდ თანადგომა ............ გვჭირდება მტერი.
კარგით, ვიტრაბახოთ წარსული დიდებით,
ხოტბა შევასხათ სამშობლოს მსახურებს,
ეს იმათ შექმნეს ასობით წლის წინ
და სატრაბახოც .... დაიმსახურეს.
მე კი მეზიზღება წარსულით ტრაბახი,
როცა დღეის კულტურაში არაფერს ვამბობთ,
როდესაც თამარს წმინდანად ვიფიცებთ,
მისი ვარძია კი გვენგრევა აწმყოდ!
ჩვენი წინაპრები სისხლში ირწყვებოდნენ,
ჩვენ კი ვზივართ და ამაზე ვბჭოოოობთ !
და ზეცას ვაზანზარებთ შეძახილებით,
რომ საქართველოს გაუმარ- ჯოოოოს !!!!!!!
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
3 salome   (2012-01-05 4:01 PM) [Entry]
magariaaa

0  
2 ElEnE   (2012-01-01 3:55 PM) [Entry]
MIKAQALO DIDEEOOOOOO

0  
1 ElEnE   (2012-01-01 3:54 PM) [Entry]
mikaqalo didzeoooo










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<