siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 5:30 AM    
siyvaruli.in
ვზივარ და ვფიქრობ
რა გიჭირს,რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ დედი.
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა დედი,
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო,დედი!...
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა,
ცოტაც გავუძლოთ დედი,
მალე,სულ მალე გამოიდარებს,
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს,
წამომაყენე დედი,
შუბლზე დამადე თბილი ხელები,
ცხელი ხომ არ ვარ,დედი?...
გამალამაზე,გამამზიანე,
როგორც გჩვევია დედი,
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,
გამაპატარძლე დედი.
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,
სულ მიღიმილე დედი,
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო,
რომ დაგემსგავსო დედი.
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი,
ლოცვაც მასწავლე დედი,
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია,
ან თუ ყინვაა დედი,
მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი
და დაგიკრიფავ დედი
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
3 nervoza   (2012-06-26 1:14 AM) [Entry]
egre 900ma adamianma rom momweros ver davawer 900sives avtorad

0  
2 nervoza   (2012-06-26 1:13 AM) [Entry]
jer daamtkicet rom tqvenia

0  
1 დიკა სალაყაია   (2012-04-12 2:13 AM) [Entry]
ლექსის ავტორი გეხმიანებით...
დაიცავით საავტორო უფლება და მიუთითეთ ავტორი-დიკა სალაყაია.
ან მოხსენით ნაწარმოები პორტალიდან










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<