არადა თითქოს გუშინ იყო, სამშობიაროს რომ მივაკითხეთ. დიდი განცდებით, მოლოდინით, ღამეს ვათევდით და თან ვფიქრობდით, დაიბადებაო ჩვენი შვილი, ბიჭი არისო უეჭველი, ნეტა როგორი იქნება? ვის ემგვანებაო მამაძაღლი. აქეთ ნათლიამ მოირბინა, მეც მაქვს ჩემი წვლილი შესატანი, სახელს დავარქმევო თქვენის ნებით, ლუკა დაუძახოთ გეხვეწებით, ამ საუბარში გართულებს, თავზე დაგვათენდა ვერც კი მივხვდით, მე სამსახურში წასასვლელი, ზანტად მივაბიჯებ, ვიზლაზნები უცბად დედის ზარი ........ მამა გახდიო მომილოცავს, მამა, ბიჭის მამა, ბედნიერი. არადა თითქოს გუშინ იყო, სამშობიაროს რომ მივაკითხეთ. დიდი განცდებით და მოლოდინით, დღეს კი სკოლაში მივიყვანეთ... [/color]