siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 2:04 PM    
მე შენზე ფიქრში დღეებს ვაღამებ, რომ უფრო ხშირად მეწვიო სიზმრად. ტანჯული ფიქრით კითხვები მახრჩობს, ნუთუ გამწირე და მიმატოვე. ჩემგან შორსა ხარ, სიახლოვეს კი ვიღაც სხვა ახშობს, ვიღაც სხვა გხატავს მე კი ტანჯვა დამასამარებს, შემიწირავს შენზე ფიქრები და-მონატრება ჩემს თვალს ცრემლად რომ დაატალღებს. მითხარი რამე! რომ ასე არაა, შენ ჩემზე ფიქრით უნდა ცოცხლობდე, ჩემსკენ ილტვოდე მთელი არსებით და სიკვდილამდე მე დამემონო. მოდი, შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად, ცხოვრება თუნდაც სრულად გვწირავდეს. არ მივცეთ ეშმას ნება მტანჯველი ჩვენს შორის ჩადგეს ბინდის სვეტებად. არ დავნებდები, არ მივცემ ნებას ჩემს სიყვარულში ლაქებად ქცევას ტანჯვას და ეშმას. შენ ჩემზე ფიქრით უნდა სუნთქავდე და ცრემლად ღვრიდე დაკარგულ წამებს. მითხარი რამე! რომ შენთან დარდი აღარ მიხმობდეს, რომ თვალი შენი ჩემს ზმანებას არ დაადარდებს, რომ გული ისევ აივსება ათას გრძნობებით... ეს მონატრება სამუდამოდ დამასამარებს და სხეულს ჩემსას დაიპყრობენ შავი ლანდები. მე შემიწირავს შენზე ფიქრები, შენ კი ინატრებ ცრემლად დაღვრილ დაკარგულ წამებს. მოდი კვლავ ჩემთან, ისევ დავსხდეთ მდინარის პირას, ისევ ვლანდოთ მზის სხივებთან ჩვენი ნაკვთები. ცხოვრებას ვხედავ სიყვარულით მე მხოლოდ შენთან და შენს თვალებში ახლა ცრემლი რომ ანადგურებს. ჩემგან შორსა ხარ, სიახლოვეს კი ვიღაც გულს გითბობს, ვიღაც სხვას სურს შეიწიროს ეს სიყვარული. არ მისცე ნება, არ გასთელონ შავი დარდებით, რომ მონატრებამ შენშიც ჰპოვოს დასაბუდარი.
უკვე სულ ერთია ფიქრიც და ვარამიც, შენ ახლა ჩემი ნისლიღა გქვია, ვიცი არ მოხვალ-მე კი ტანჯვა დამასამარებს. უკვე სხვისი ხარ??. მითხარი რამე!.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 -AbB1 ! i4kA//a /   (2011-03-05 8:51 PM) [Entry]
magari leqsiaa :) (party) sg sg sg damwers










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<