***
იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
წმინდა კელაპტარს ცოტა აქვს კვამლი..... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
სიკვდილო, მეცეკვე სიკვდილამდე, |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
გადახვეწილი უცხო ქვეყნის უცხო მიწაზე,უფალს ვთხოვ მაინც საქართველოს მიწა მიცავდეს..... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
პოეტი რომ ვიყო ლექსს მოგიძღვნიდი
მხატვარი რომ ვიყო დაგხატავდი
არქეოლოგი რომ ვიყო აღმოგაჩენდი
ფრთები რომ მქონდეს მოვფრიდებოდი
და გაკოცებდი
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა.... ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
ზღვის ნაპირზე... თვალუწვდენელი ჰორიზონტი... ფირუზისფერი ალმასების თვალისმომჭრელი ელვარება... ცისფერი სიმშვიდე... ანც ვარსკვლავთა ციმციმი... წარბშეჭმუხნული ოქროსფერი მთვარე... ნაზი მელანქოლია... ხმაურიან ზვირთებს შეხამებული გულის ძგერა... ათრთოლებული მხრები... თბილი სუნთქვა... შენგან სიშორე შენს სიახლოვეში... მეტოქე ღრუბლებსავით შეჯახებული ჩვენი შეხედულებანი...
წამწამთა ჯარს შემოვიკრებ და ჩავამუქებ, წყვდიადით შევცვლი ამ ჯადოსნურ სილურჯეს...ჩემთან გამეფებ ფე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
"როგორ აღწევს მზე საუკუნეების წყვდიადში! რა წითელია! ყაყაჩოებით დამშვენებული ნაზი კორდები სიყმაწვილისა, მოუთმენელი სისხლი. ზღვის მარადიული იავნანა. ჩაძირულ ქალაქ ვინეტას ზარები. ზღაპრული ბედნიერებაა_იწვე და არაფერზე იფიქრო" 01:21
როგორც უხელოს ასტკივდება სიცარიელე ხელის მაგიერ ისე ჯალათს ასტკივდება გული როცა ხელს მისას მოსაკვეთად ხელი შეახო და მსხვერპლის ცრემლებს მიჩვეული უგულო კაცი შეაძრწუნა მსხვერპლის ღიმილმა და უადგილო მისმა შეკითხვამ -ოჯახი თუ გყავს ძიაკაცო?
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
არ ვარ მხატვარი, მაგრამ ხშირად და სამწუხაროდ,
ირგვლივ ყველაფერს ვაფერადებ...მხოლოდ შავ-თეთრად...
და თუ ხანდახან დავუმატებ ცოტა იისფერს,
მარტო იმისთვის,პესიმისტი რომ არ დამერქვას.
მე ამ ფერებში ვაქსოვ წარსულს, აწმყოს, მომავალს...
ასეთი გამა ალამაზებს დღეს ჩემს სამყაროს...
მაგრამ ყოველთვის მახსოვს ერთი მკაცრი პირობა,
რომ მე ფარ-ხმალი არასოდეს უნდა დავყარო.
და ახლაც ხელში მიკავია გასვრილი ფუნჯი,
შენ ახლაც ისე გაოცებით უყურებ ტილოს, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
არ მინდა მოკლე და დაღლილი ცხოვრება
მე მინდა ვიცხოვრო როგორც პატარა ჩიტმა შევეხო ღრუბლებს და შევხედო მაღლა ღმერთს შევთხოვო შემინდე და ჩემთან იყავი შენ მოგენდობი და შენით ვიცოცხლებ და შენით მინდა ჩემი სიცოცხლე ღმერთო იზრუნე ჩემი სულისთვის მინდა შევიქმნა ,როგორც თეთრი ბუმბული ქარმა წამიღოს და გამაქროლოსცხრამთასდა იქეთ ღმერთო გამხადე თავისუფალი გავფრინდე შორს და...... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
ხანდახან, როცა ნაღვლიანი ფიქრები მიხმობს და გონს განწყობა ეუფლება მძიმე, სასუდრო, თავს ვაიძულებ, გავაღწიო სამყაროს მიღმა და ზეციერი სიმაღლიდან ვჭვრიტო საწუთრო.
შორს, სადღაც ბრუნავს დედამიწა: "ის მაინც ბრუნავს!" მეც ვიმეორებ დაჟინებით, ვით გალილეი, და თუ არ დაგვწვეს ისე, როგორც ჯორდანო ბრუნო, ამ მიწასავით ჩვენც ვიბრუნებთ და გავილევით.
შემოგვეპნევა ამ ბრუნვაში სიცოცხლის წლები, მაშ რატომ გვინდა, რომ ეს ტვირთი მხრებზე ვიკიდოთ, თუ ამ მიწაში ჩვენგან რჩება მარტოდენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
ორშაბათს გოგონა გავიცანი გოგონა ნახატი ყალმისანი,მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს პასუხი მომივიდა, ვაიმე, ბედო უკეთურო! დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი. ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე. მოვიდა მეორე ორშაბათი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია, ყველაზე წმინდა კი ხატის. ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია, ყველაზე მაცდური-ქალის... ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია, ყველაზე ღვთიური-ბერის. ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია, ყველაზე თბილი კი დ ე დ ი ს
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან, სანთლებით მისდევენ ყვავები ამ აპრილს, პოეტს დარინდებულს როგორც პირამიდა, ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს, გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების, სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება წირვებით წამიღებს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
ზღვის პირას სველ სილას მიუყვება ხან ერთი, ხანაც ორი კაცის ნაკვალევი _ ეს ვისი ნაკვალევია, უფალო? _იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო. _კი, მაგრამ ეს მეორე ნაკვალევი ვისია? _ეგ ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი. _და, მაინც მიგიტოვებივარ უფალო. სილას ზოგჯერ მარტოდმარტო მიუყვება კვალი ჩემი. _ შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო. მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია. შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი...
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
მე არ მინდოდა სიცოცხლე. არც სიკვდილი. მე რაღაც სხვა მსურდა. ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების. მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან. და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე. მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით: მე მინდა გაფრენა. მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი. ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
ნუ ტირი მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა, დრო გადის ვხედავ გზები ვეყოფა. ნუ ტირი ჩემი გული შენთან დარეჩება ცრემლებით არაფერი არ გადარჩება, ნუ ტირი თუმცა ცრემლი მართლა გიხდება ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება, ნუ ტირი გინდა ჩემს ცრემლს გაგიზიარებ მე წავალ მაგრამ სულს არ დაგიზიანებ გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები არა წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები ნუ ტირი ბედი ტირის ეგეც გვეყოფა ხომ ხედავ გზები უკვე მართლა გვეყოფა...
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
ცის ლაჟვარდებში მზე რად მიაქვს მაღლა ანგელოზს?! მე სულ სხვა ნათელს,სულ სხვა სითბოს ტრფობით შევცქერი. სულელი წვიმა არის ჩემი მიქელანჯელო, ფანჯრის მინაზე ქალწულივით დნება შედევრი. სივრცე მომწყურდა და მომაკვდავ სხეულს ვიშორებ. დროის ჯალათებს რად აუტყდათ რეკვა ზარების?! მე სულ სხვა სევდით ოცნებების მომკლავს სიშორე, თვალდახუჭული ცის კამარას მივეკარები... თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებს ვფანტავ ქარდაქარ, დაიფანტება მტვრის გენია
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი, უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია, რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი, რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.
თან მითხრა ჩურჩულით: _ ისეთი რამ არის, რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით, არისო ძალიან ლამაზი წამალი, არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.
იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა, ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე. თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა: «მისი ღიმილი, კვირაში ორჯერ!»
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
***
__00000_ _00000 _00000000_0000000 _0000000000000000 __00000000000000 ____00000000000 _______00000 _________0 ________*__000000_ __00000 _______*__00000000 _0000000 ______*___00000000 00000000 ______*____0000000 0000000 _______*_____00000 000000 ________*_______00 000 _________*________ 0 _000000___00000___ * 00000000_0000000__ _* 0000000000000000__ __* _00000000000000___ __* ___00000000000____ _* ______00000_______ *
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: mk1979
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 13 14 » |