siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-02 - 1:01 AM    
siyvaruli.in
ვერძი არ აცდის თამადას არაფრის თქმას. ასწრებს სათქმელს. სვამს და ორ წამში ერთხელ იმეორებს "გაშრა ყელი, გაშრაო".

კურო სუფრის გაშლამდე ნარდს თამაშობს. თან ცდილობს დაინახოს. სად ჩადგავს დიასახლისი (სავარაუდოდ კირჩხები) ხაჭაპურის თეფშს. იქ რომ დაჯდეს.

ტყუპები მერწყულს ელაპარაკება მატრიცულ ამოცანებზე უმაღლეს მათემათიკაში, თან ფეისბუქს არეფრეშებს და პარალელურად ისმენს მშვილდოსნის სასიყვარულოო თავგადასავლებს.

კირჩხები სამი ჭიქის მერე. იღებს მობილურს, ნახულობს 4-5 წლის წინანდელ მესიჯებს და თვალები უცრემლდება სიყვარულის სადღეგრძელოზე. გადაწყვეტს სახლში რომ მივა, კიდევ ერთხელ უყუროს "ტიტანიკს".

ლომი ყველას გასაგონად იძხის "აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან დაჩაზე" ("დაჩას" ორჯერ იმეორებს)

ქალწულმა დაახლოებით სამი ლიტრა უკვე დალია. მარა არაფერი ეტყობა. მიმიკები
მწყობრში აქვს. ზიზღით უყურებს როგორ იტენის კურო ხაჭაპურს.

სასწორმა კიდევ ვერ მოიფიქრა, რომელი სალათა გადაიღოს, (აიშალა უკვე ხალხი) რადგან აქამდე იმითი იყო დაკავებული. გადაეწყვიტა "სალფეტკი" მუხლზე დაეფინა თუ უბრალოდ თეფშის გვერდითსდებოდა.

მორიელს სამი ჭიქის შემდეგ ახსენდება, რომ საწოლზე მიბმული დარჩა ვიღაც.

მშვილდოსანი ყველას მიუწოდებს რომ სამშობლოს სადღეგრძელოზე "ცვარიან ბალახზე ფეხშიშველა გაიარონ".

თხის რქა დაჯდომამდე კარგად მოათვალიერებს ყველას. რა საწყენია რომ მისი საქმიანი პარტნიორებიდან აქ არავინ არაა. იქნებ რომელიმე დაეთრო კიდეც და მათგან სასარგებლო ინფორმაცია ამოექაჩა. საათში ერთხელ ამოწმებს ბირჟაზე აქციების ფასს და დოლარის კურსს.

მერწყული ყვირის, ყველასი გადახდილიაო(ამაზე ლომი იბოღმება, როგორ ვერ მოფიქრა თვითონ). თან თხის რქას გადაულაპარაკებს "ხელფასამდე ფული მასესხეო".

თევზი ოციანის გვერდით ზის. ხანდახან წარმოიდგენს, რომ მის გვერდით ბოცი კი არა ადამიანია და უყვება როგორი მძიმეა მისთვის ცხოვრება ამ სასტიკ სამყაროში.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 jana   (2011-08-20 8:15 PM) [Entry]
:D:D:D kirchxibebze getanxmebit ,sruli simartlea chemi gamocdilebidan gamomdinare......










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<