ეხლა სანაპიროს ჩამოვუყევი... შენზე ვფიქრობ...თურმე ვტირი...მე კი ამას ვერც კი ვამჩნევ...თუმცა რა გასაკვირია...მე ხომ სულ ვტირი?! ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი მაქვს, რომ მოაღწევს შენამდე...როგორ?...თუნდაც წვიმის სახით...მე გამუდმებით ვფიქრობ შენზე...ვფიქრობ , ნუთუ შემიძია მე, ამ უსუსურ არსებას გავაკეთო ისეთი რამე, რომ შენც შეგიყვარდე...?! მე დავდივარ...სულ ფეხით დავდივარ...ნეტავ რატომ? ალბათ შენ გეძებ...ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს, მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება, მაგრამ ეჭვი მეპარება ეს ნაპერწკალი ოდესმე, თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს... ...ბნელა...ხალხი აქაიქ შეიმჩნევა....ყველა ბიჭის დანახვაზე გული თოთო ბავშვივით მიხტის...ყველა შენ მგონიხარ...მგონი ჭკუას ვკარგავ...ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედა და ჩემი შეშლილი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა...ალბათ შენც ასე მოიქცეოდი...ვის რაში ვჩირდები?!...მითუმეტეს შენ...ტირილისაგან ჩაცვენილი, არაფრისმთქმელი და სისხლიანი თვალებით...უჭმელობისგან ჩამომხმარი, ჩონჩხად ქცეული სხეულით....ვის რაში ვჩირდები...?!მე ხომ ერთი არარაობა ვარ...რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რაღაცაზე ფიქრობს... ...უცებ მტკვარს გადავხედე...თითქოს ისიც დარდიანად, ნელა, ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა....ისე მიდიოდა თითქოს ეზარება და აძალებენო...მაგრამ მტკვარსაც რაღაც აცოცხლებდა ჩემსავით...ისიც ვიღაცისთვის ცოცხლობდა...უცებ გავჩერდი...მტკვარში შენი სახე აშკარად ჩანდა...ასეთი რეალური მოჩვენება არასოდეს მინახავს...ჩემი სევდით სავსე გული გაბრწყინდა...მე შენთან წამოვედი...გაშლილი ხელებით წამოვედი და ჩაგეხუტე....გულშჰი მაგრად ჩამიკარი... ...დილა გათენდა...ეს სევდიანი დილა იყო, მაგრამ თავისუფალი, რადგან ამ დედამიწას ერთი არარაობა გამოაკლდა... ...წამყვანები დამწუხრებული სახეებით აცხადებდნენ მტკვარში დამხრჩვალი გოგონას შესახებ...დედაჩემი გათიშული ეგდო სავარძელში და თვალებით ჭერს მისჩერებოდა...შენ ფეხშიშველა გამოხვედი საძინებელი ოთახიდან, პულტი ხელშჲ აიღე და ტელევიზორი ჩართე...შენთვითონაც გაგიკვირდა ესეთი რამე რატომ გააკეთე...არასოდეს გაინტერესებდა ქვეყანაში მომხდარი ამბები...ეხლა კი დიდი ინტერესით დაიჭირე ხელში პულტი და ჩარტე ტელევიზორი, იქიდან კი მე გიღიმოდი...სევდიანი თვალებით გიყურებდი...კორესპონდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი...შენ პულტი ხელში გაგიშეშდა და მოძრაობის უნარი დაკარგე... ...ეხლა კი გხედავ ჩემს საფლავზე ხელებში თავჩარგულს 20 წითელი ვარდი გიდევს კალთაში...შენი უძირო, ლამაზი თვალებიდან კი გამალებით ეცემიან ცრემლები ჩემს გაყინულ გულზე