siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-25 - 8:29 PM    
siyvaruli.in
შენ რომ კაბის კალთა ჩაიწურე და მზის ალმასები მკერდში ჩაგიგორდა, მე თუ მოსაკლავი არ ვიყავი- სხვასთან რომ გავრბოდი, რა მინდოდა? შენ რომ ზღაპარივით მოდიოდი, მარტი რომ გაწნავდა თმებში ფერებს, მე თუ მოსაკლავი არ ვიყავი, თავი სხვის ძებნას რად შევაბერე? ახლა სანანებლად დამრჩენია, გული დროზე რომ ვერ დაგიწყვილე, სხვასთან რომ გავრბოდი, რა მინდოდა მე თუ არ ვიყავი სასიკვდილე?..
  ნანახია: 687-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-25 - 8:27 PM    
siyvaruli.in
დღეს მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია, გაფანტულ ფოთლებს კვლავ აცეკვებს ლამაზად ქარი. დღეს მისი მზერა გამჭირვალე მინისებრია. საოცარია ფიქრებისგან დაღლილი ქალი. თითქოს სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში. თუმც სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი. ის მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად და ოქტომბერში მარტოობამ დასწერა ჯვარი
  ნანახია: 593-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-25 - 8:26 PM    
siyvaruli.in
როგორ დაგშორდი უფალო ჩემო აღარც კი მესმის ძახილი შენი, დავეხეტები ამ ტრიალ ქვეყნად უძღები ვინმე გადანაშენი. ამაოების მდგმური ვარ ისევ და მის ნაკვალევს ვეღარ ვშორდები, ისევ ის ზნე მჭირს მარადი გზირის ამ მგზავრობაში გადმონადები. ნუთუ მარადის ასე ვევნები და არც არასდროს არ შევიცვლები? ვარ განწირული ჩემივე ნებით და უღმერთობას ვერ ვეცილები. მოდი უფალო წამომაყენე დავიღალე და სუნთქვა მეკვრება, არა აქვს ფასი ჩემს უშენონას მიშველე ღმერთო, სული მეყრება
  ნანახია: 503-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ღიმილი მართლაც შველის...
2012-01-24 - 9:33 PM    
siyvaruli.in
ღიმილი ყველას ჭირდება...

ღიმილი მართლაც შველის...

ღიმილი საქართველოში გაიშვიათდა…

თითქმის ყველა მოწყენილი სახით დადის.მგონი ხალხს დაავიწყდა ღიმილი.არადა ღიმილი შველის,ღიმილი ყველაზე დიდი "წამალია”…
ხშირად უნდა გავიღიმოთ,ყველას უნდა გავუღიმოთ,მერე რა თუ სხვა არ გაგვიღიმებს…
ტირილზე უკეთესი ღიმილია….
ტირილის შემდეგ,ხომ ყველა იღიმის თითქოს ავიწყდებათ რატომ ტიროდნენ… ღიმილი ალამაზებს,ცხოვრებას ღიმილით შევხედოთ…და აუცილებლად გაგეღიმებათ..
  ნანახია: 584-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nini12
თუ მოგენატრები...
2012-01-24 - 9:25 PM    
siyvaruli.in
თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...

თუ ძალიან მოგენატრები, თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან....

თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და იმ ქვებზე ფეხშიშველა მორბენალს დამინახავ...

თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გაგესაუბრები....

თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასკეტილ სახეში შემიცნო უნდა ხატება ჩემი...

თუ მოგენატრები, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 627-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nini12
2012-01-24 - 9:20 PM    
მოვედი შენთან ნიი... განა იმიტომ რომ
რაღაც მტკივა
ან უკვე მცივა და მინდა სითბო...
ისე... უბრალოდ... სულ უმიზეზოდ...
მოვედი შენთა...
მე მომეჩვენა, რომ შენ გჭირდები...
მომეჩვენა და მოვედი შენთან...
არც შებრალება და არც იმედი...
აღარც ის მახსოვს რა უნდა მეთქვა...
მე მომეჩვენა რომ შენ გჭირდები
მომეჩვენა და მოვედი შენთან...

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
  ნანახია: 595-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nini12
სტატუსები ;)
2012-01-24 - 8:34 PM    
siyvaruli.in
მარტოდენ სიკვდილმა იცის ჩემს შესახებ და ისიც გზაშია

მე ჩემი გრძნობა მიყვარს და არა ვინმე კონკრეტულად!

შეცდომის ჩადენა ყველას შეუძლია, მაგრამ მისი გამოსწორების უფლება ყველას არ გააჩნია.

რაც არ უნდა ბევრი ნაკლოვანება ჰქონდეს,ადამიანი მაინც ყველაფრით ღირსეული არსებაა ამქვეყნად

დავკარგე ყველა გრძნობა ..მაგრამ მაინც მენატრება

*მოდი არავის არაფერი მოვუყვეთ ჩვენზე... სულ... მოდი უბრალოდ ვყავდეთ ერთმანეთს..

ნუთუ არის ვინმე, ვი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 692-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nini12
დიალოგი სიკვდილთან
2012-01-24 - 1:38 PM    
siyvaruli.in
დედა გყავს, შვილო?
- არა.
- ობოლი ხარ?
- ჰო, ობოლი ვარ.
- მაინც რატომ გვკლავ, ჰა?
- იმიტომ რომ, სიკეთე მინდა თქვენთვის.
- ეს რა სიკეთეა, შვილო?
- აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არ იქნებით?
- რატომაც არა..
- არ შაგწყინდებათ?
- რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი.
- ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება.
- ეგ ბოროტება არის, შვილო.
- მაგრამ, წესია.
- ქრისტეს რაღას ერჩოდი?
- ეგე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 625-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nini12
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 8:13 PM    
siyvaruli.in
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 627-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 8:12 PM    
siyvaruli.in
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 625-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 8:11 PM    
siyvaruli.in
1) შენ კითხულო „მის“ მიერ მოწერილ მესიჯემს

2) შენ სეირნობ ძალიან ნელა როცა „მასთან“ ერთად ხარ

3) შენ ცოტა მორთხვი ხარ „მასთან შეხვედრისას

4) სულ „მასზე „ ფიქრობ

5) უსმენ „მას“ და იღიმი უმიზეზოდ

6) როცა „მას“ უყურებ სხვას ვერ ამჩნევ

7) უსმენ ნელ სიმღერებს

8) გიჟდები „მის“ სუნამოზე

9) აანალიზებ რომ ყოველთვის იღიმი შენთვის როცა მასზე“ ფიქრობ

10) შენ აკეთებ ყველაფერს“მისტვის“
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 696-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 8:10 PM    
siyvaruli.in
ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,

რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,

განადგურების სევდიან გზაზე

გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.

ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს

ვატარებ, სანამ მექნება ძალი,

რომ არ შეეხოს მას სისასტიკის

ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.

და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,

რომ სადღაც არის ისეთი მხარე,

სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,

სადაც არ არის სული მწუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 591-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 8:09 PM    
siyvaruli.in
სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა,
რადგან ვერ ვისრულებ იმას, რაც მე მინდა...
უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ,
მინდა შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ...
ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?!
ნეტავ, მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?!
უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები,
გადის დღეები და მხოლოდ შენ მედარდები...
ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ გელევი...
უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები.
  ნანახია: 661-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 8:03 PM    
siyvaruli.in
შევთვრებით მე და შენ და მთვარე სუფრასთან
გვაჩუქებს ვარსკვლავებს ნაცნობი ღამიდან
და თუ არ გვაჩუქებს, და თუ არც გვაშუქებს
არ მაგას ვიდარდებთ, ან მეტი რა გვინდა?!

ახლიდან დავთვრებით ახალი ფერებით,
ფერება, ოცნება, კოცონი და მთვარე,
მეყოფა საკოცნად ეგ შენი ხელები,
დავთვრებით, ვისურვებთ ღამე არ დამთავრდეს.

მთვარე კი ჩვენს თავზე ხანდახან სამია,
ვარსკვლავთა ღრიჭოდან გვიმზერენ ღმერთები.
ყველანი თავ-თავის ალაგზე არიან,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 544-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 7:59 PM    
siyvaruli.in
ბუნების ძალად წოდებულო, უძლევო ღმერთო,
ადამიანის შექმნაში თუ მიგიძღვის ბრალი,
შეჰქმენ სიტურფე და მშვენება უთვალავ ფერის,
რისთვის დაბადე ქვეყანაზე ლამაზი ქალი.
რისთვის მიეცი გულს ისარი, წარბებს სიშავე,
ლოყებს სიწითლე, კამკამ ტუჩებს ეშხი ვარდისა,
ან მე ტანჯულმა რა შეგცოდე, რა დაგიშავე?
რისთვის გახადე ჩემი გული ბუდე დარდისა,
თუკი თვალები უძილობით დაიბინდება,
თუკი ჩემს გულში სიყვარულის გიზგიზებს ალი,
ნუთუ მაგ გულში ნაპერწკალიც არ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 626-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 7:57 PM    
siyvaruli.in
მინდა ფიქრები დაგირბიო,

ისე შემოვიჭრა შენში,

და მყუდროება დაგირღვიო,

გულის ხმამაღალი ფეთქვით,

სულის სიმშვიდე დაგიკარგო,

არ მოგასვენო წამით,

დღე ოცნებებში ჩაგექარგო,

ლამაზ სიზმრებში ღამით.

მინდა, საფიცრად გადაგექცე,

შენი მონატრება ვიყო,

ვიყო გაგიჟება შენი,

შენი მწუხარებაც ვიყო,

შენი გაზაფხული ვიყო

ატმის ყვავილების ფერი,

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 500-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 7:50 PM    
siyvaruli.in
ლამაზი ქალი ჩაუყვა ბილიკს , გულს ჩანისლულა წყენა,

თოვლისფერია ახლა ეს ფიქრი, გადაუფითრდა მზერა,

თითქოს გაუქრათ ფანტელებს ხიბლი, მზემ ყელი მოიღერა...

ლამაზი ქალიჩაუყვა ბილიკს, გულს ჩანისლულა წყენა,

ეს ნაკვალევისულში გაივლის ვით სერაფიტის მზერა.

ლამაზი ქალილამაზად ტირის,ულამაზესად ღელავს,

და...შეკვდომიან ტუჩები ღიმილს, ფიქრი ფიქრს ისევ თელავს...

ლამაზი ქალის ლამაზი ცრემლიულამაზესად ბრწყინავს,

და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 644-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 1:18 AM    
siyvaruli.in
ბავშვობიდან გულში მქონდა
საოცნებო, ერთი რამ,
რომ ოდესმე ჩემს მკლავებში
ლამაზ გოგოს ეტირა...

მტკიოდა და რომ გავიგე
გულის წამლის რეცეპტი
ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო
მტირალ გოგოს ვეძებდი...

ვერ ვპოვე და დავიღალე
ბევრი ძებნა-ლოდინით.
გულზე სევდა ჩამომაწვა
დაშლილ ციხის ლოდივით

და როდესაც მეგონა, რომ
დამიღამდა ცისკარი,
თავის ფეხით მომაყენა
სახიერმა ის ქალი...

ტალღასავით შემეფე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 691-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 1:12 AM    
siyvaruli.in
ასეთ დროს, საერთოდ, ფხიზლობენ გიჟები -
ხუთი საათია, ღამის, არასრული.
გკითხულობ... გკითხულობ - წიგნივით ქვიშების,
არც დასაწყისი გაქვს და არც დასასრული.

გკითხულობ ბრაილით, სანტიმეტრ-სანტიმეტრ,
სხეულზე სხეულით მიკრულს და მიბორკილს
და მთვარე, ნიკელის თხუთმეტი სენტიმი,
პროფილით აბატი მონარქის, სებორგელ,

გვიყურებს ანთებულ თვალებით კორუნდის
და სულში უსკდება ვარსკვლავთა ეგზემა
და იცის, არ უნდა, არ უნდა, არ უნდა,
არ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 586-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-01-21 - 1:11 AM    
siyvaruli.in
როცა მოვკვდები, იტირებენ, ვიცი, ჩემები.
როცა მოვკვდები ყველას უცხოდ მოგეჩვენებით,
ხელს ვერ შემახებთ, სიცივისგან დაიბინდებით,
ჩემი ერთგული მეგობრებიც კი შეშინდებით.
მერე ამოხვალ ამომიტან ლამაზ ყვავილებს
სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევ,
თუ მომიგონებ მხიარული, ლაღი ფიქრებით
ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მკვდარი ვიქნები
და როცა ასწევ ღვინით სავსე თიხის ფიალას
გულჩათხორბილი დაგუბებულ სევდას გზას მისცემ.
ხმაგაბზარული ჩუმად იტყვი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 564-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<