♥ ℒℴѵℯ ♥
ამეკვიატე ყველა ფიქრებში,
დარდში, სიცილში, ცრემლშიც- თუ გნებავს,
აკრძალულია ჩემთვის ნუგეში,
ამ სიყვარულის არ მაქვს უფლება.
დილას -მზის სხივით გეჩურჩულები ,
დღე -შენს ნაფეხურს დავსდევ კვალდაკვალ,
შემოგიჩრდილე ფეხის გულები
და მზერას გპარავ ,ღამით- თვალდათვალ.
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე,
გულს ჩაგიტნევ და თან ამოგყვები,
მონატრებიდან მონატრებამდე,
შენსკენ სავალ გზებს კვლავ გამოვყვები.
მერე, ფერებით მოგაჯადოვებ,
მკერდს დაგებნევი როგორც თილისმა.
სხვისი ხარ ,მაგრამ ჩემთან დაგტოვებ,
რაც უნდა სული კორტნო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე რომ შემეძლოს, ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი. მე რომ შემეძლოს, ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი. სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს, დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ, რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა გახდეს ჩემი სხეული. მე შენეული ყველაფერი მინდა… ჩემთვის გამორჩეული, რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს? ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა? ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას? შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ, ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ: “ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო, არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს, რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს აურევია, ვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი, ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა, თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ, შენ მარტო არ ხარ შენ მარტო არ ხარ... იღლება მზეც და ამოდის მთვარე დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება, წვიმს,სიყვარულიც იღლება ოდეს მას განშორებით თუ ეშველება, იღლება თოვლიც და დნობას იწყებს ჭკნება ვარდი და ამოდის ია აი სიცოცხლე მაინც ფერადი და არასოდეს არ არის გვიან... განა შენ მარტო მეც დავიღალე და ირგვლივ ბევრი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ფრთები რომ მქონდეს ცის ლაჯვარდში ავიჭრებოდი, ლურჯ-თვალა ღრუბლებს ჩავუფრენდი ავენთებოდი, ფრთები რომ მქონდეს შურდულივით გავვარდებოდი, ჭრელ-ჭრელ ყვავილებს დავივლიდი,დავითვრებოდი, ფრთები რომ მქონდეს წუთისოფელს გავშორდებოდი ცის სილურჟეში შევცურავდი შევერწყმებოდი, ფრთები რომ მქონდეს ქარისხალსაც დავეწეოდი გადავიფრენდი მთებს და ველებს ზღვას ვეწვეოდი. ფრთები რომ მქონდს ცისარტყელას მოვეხვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ, სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს, უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.
ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა, შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?! მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა, შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.
შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება, შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია, ამითი მაინც არაფერი შეგემატა, წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია, რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა, მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე, მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო, სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო, მაგრამ მე მიჯობს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
როცა შორს მივალ,საგანძურის მალვას ვუნდები, მშვიდად ვიქნები, რადგან განძი სკივრში იდება. მიყვარს, როდესაც მოგზაური შინ დავბრუნდები და ხელუხლებლად მხვდება ჩემი ავლადიდება.
მაგრამ ძვირფასო, როგორ შევძლო შენი შენახვა?! თუმც მირჩევნიხარ უძვირფასეს თვალ-მარგალიტებს, ჩემი ლხენა ხარ, ჩემი დარდიც ახლა შენა ხარ, გტოვებ და ვიცი, ავაზაკებს ვერ აგარიდებ.
შენს დასამალად თავშესაფარს დიდხანს ვეძებდი, მკერდში დაგმალე, სანდო სკივრად სხვა რ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ტუჩთან ხალი... ცეცხლის ალი ტირის ქალი იმას ტირის,რომ არაა მისი ბრალი... შენი ვალი...არა მრჩება ჩემი ვალიც არსად მიგაქვს... და თუ ასე უცებ ქრება რაც ,რომ გიყვარს... ვინც,რომ გიყვარს... რაღა რჩება ნეტა მაშინ როცა დაშლი... აშლი... წაშლი.... როცა დარდი კრთება ხმაში სისულელე მოგდის თავში... მაშინ? ვინმე უნდა გყავდეს, რომ მუდამ არ გაგიავდრდეს.. იმ დღეს... ამ დღეს...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ფიფქი იყო და ხელში ჩამაკვდა. ცრემლი იყო და გადმომეღვარა, აღარ იყო და თვალში დამაკლდა- იყო და ახლოს არ მომეკარა. გული იყო და ამიყოლია, ქარი იყო და გამიყოლია, დარდი იყო და გადამიყოლა, ზღაპარ იყო და... არა იყო რა ათასმეერთე ფიქრით გავერთე, ათი მცნებით და გზნებით ვიცხოვრე. ხატი იყო და სანთლად ავენთე. ლოცვა იყო და სული ვიცხოვნე. დარდი იყო და ვერ შეველიე, მარტო იყო და ვერ შევერიე, მარტი იყო და გამომეპარა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ვხედავ, დამჭკნარა საცოდავად ვარდთა ფურცლები, მწუხრის ჟამია, მზემ უეცრად თავი დახარა, თმების სურნელს, რომ აედევნენ მუნჯი წუთები, სანთლების ალში, სარეცელთან მთვარემ მახარა.
სირინოზები გიმღერებენ ღრმა სატრფიალოს, გულის ფრიალით, შემერია თმაში ჭაღარა, თურმე ღამეს სურს, ანგელოზნი გაატიალოს, სანთლების ალში, მზემ უეცრად ცრემლი დაღვარა.
და ეს ფიქრები, მუზებად რომ მომევლინება, ამ ცხოვრებიდან, საუკუნოდ დარდავსახლდები, თუ პოეტ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია... იქნებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ისევ დამესიზმრე წუხელის და ახლაც უსაშველოდ მენატრები მინდა უფალს ვთხოვო შემწეობა ლოცვით დავიარო მონასტრები. მივალ, დავეცემი მუხლებზე და კრძალვით დავუკოცნი წმინდა კედლებს, შემდეგ სიჩუმეში დავჯდები და ისევ შენზე ფიქრი შემიკედლებს. ახლა კი, დრო ისევ ომს მიცხადებს, ღამეც ფანჯრის წინ ატუზულა, საათმაც აისხა საბრძოლველად თორმეტი გილზა და ორი ლულა. ვითვლი რამდენი დღე მოვკალი და მოსაკლავი კიდევ რამდენია. მე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე? მოგისმენია ღრიალი ზღვისა? იგი ბრაზდება საკუთარ თავზე როცა სიყვარულს უცქერის სხვისას იცი რად არის გაბრაზებული? რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს? ზღვასაც ყოლია შეყვარებული და მერე რწმენა დაუკარგია საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე საკუთარ გულში ჩაუმარხია და ახლა როცა ბნელდება ზღვაზე როცა სიყვარულს უცქერის სხვისას საკუთარ სატრფოს იგონებს თურმე და ეს ღრიალი დარდია ზღვისა. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
”ბოლოს ხომ მაინც უნდა მენახე,
ხომ შემხვედროდი უნდა ერთხელაც,
ვლაპარაკობდი ხმამაღლა განგებ,
რომ გაგეგონა და მოგეხედა.
იყო ორივე, სიცივეც, ცეცხლიც,
მიხვედრაცა და ამღვრევაც თითქოს,
ძალიან ვიწრო კაბის სიმორცხვე,
შემკრთალი მზერის უცები სითბო.
მერე როგორც დღე იზრდება ნელა,
როგორც იზრდება შიში ღამეში,
ისე მოდიდდი ხმებად, ფერებად
შენ ჩემს სმენაში, სულში, თვალებში
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
როდესმე ნეტა მოგნატრებივარ როდესმე მაინც თუ გყვარებივარ ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფასი? არა! სიყვარულს არ ადევს ფასი! როდესმე ის დრო გაგხსენებია ჩემსავით ვინმე მოგფერებია ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები, თუ გაუნდვია თავის ფიქრებიი როდესმე ნეტა მოგენატრებიი როდესმე ნეტა მოგეფერებიი ღამე მაინც თუ გაგითევია ვინმეზე ფიქრში დაგთენებია თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია, ცრემლებში სევდა თუ გინახია ეს მონატრებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ბევრი მყავს, ბევრი მეგობარი, მტერი კი - ცოტა. რა მდიდარი ვარ, ღმერთო ჩემო, რა განძის მქონე! არ მივიწყებენ მეგობრები - ვერ ვიტყვი ცოდვას, მტრებს კი ისედაც ვახსოვარ, ვგონებ...
სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ. ოჰ მეგობრები! - თანამგზავრნი ჩემი ცხოვრების. სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამვიწყებენ... მტრებო, იცოცხლეთ - მტრებო, მუდამ გემახსოვრებით!... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
თქვენ უფროსი ხართ ჩემზე ასაკით,
გამოცდილება მოგიხდათ მის ;
რაც გამიცანით ვიცი მას აქეთ,
თქვენი თვალები პატარად მთვლის.
დახევდით ნეტა ბარათებს-დროსი
დააბრუნებდით თავიდან წამს
ვიცი მეტყოდით: "როდესაც თოვს,
მე შენი ცხელი ალერსის მწამს!"
დატოვებთ ტიტულს-ვალდებულ ცოლის
დაიწყებთ ღამით ხალების თვლას
მოზილავთ ღრუბელს-უფორმო ცომის
დაუწყებთ მთვარეს სხივების თლას
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
რაღაც საოცარი თვალები გაქვთ
არავის არ უთქვამთ თქვენთვის?
ჩემი შთაგონების ქალბატონო
ნუთუ ვერასოდეს გეტყვით,
რომ ყველა ნახატი, რაც კი დამიხატავს
ყველას თვალები აქვს თქვენი,
რომ არეკლილია დიდი ტკივილი და
დიდი სიყვარული რწმენის,
რწმენის, რომ ყველა თქვენებრ კეთილია
და ყველას თქვენებურად ესმის
დანახვის დღიდანვე შემიყვარდით,
დანახვის დღიდანვე გეტრფით.... <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ რა გგონია, სიყვარული მხოლოდ ფიქრია? ანდა ოცნება აუხდენელი, ანდა მითია? ანდა გრძნობაა დამალული, რაც არ გითქვია? და კიდევ... კიდევ...აღარ ვიცი...არ დამითვლია...
ჩვენი სიცოცხლე, ერთი დ ი დ ი სიყვარულია..., მრგვალი, ლამაზი, თბილი... მზესავით, ააგორებ და მისდიე მერე...-სად არ გატარებს, კიდით კიდემდე, მიდის...-დღესავით... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 71 72 » |