♥ ℒℴѵℯ ♥
რა მშვენიერი დღეები იყო, იწერებოდა წიგნებში ბედი, ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს, მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.
რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა, რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე, რა კარგი იყო რომ წლების წინათ, ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.
რა მშვენიერი დღეები მაწვიმს, რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა, რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი, შენი გაცნობის პირველი დღიდან. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
რომ დაიძინებ პატარავ ღამით, როცა ოცნებებს გაუღებ კარებს, შიშველ სხეულს რომ დაფარავ საბნით, საბნის ქვეშ ფეხებს აცეკვებ ბალეტს.
მაშინ ვიქცევი უხმო ბალიშად და დავასვენებ შენს ტუჩებს ჩემზე და მთელი ღამით ჩუმად მოვუსმენ შენს სუნთქვას,სანამ არ ამოვა მზე.
ღამით მაწვალებ.ისევე როგორც შენ გაგაწვალებს ტკბილი სიზმარი და ის ვნებები,დილით რომ მალავ, ახლა რომ ცქმუტავ,სწორედ ეს არის.
ბოლოს მაგ ლამაზ ფეხებს მომ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ლამაზო, ღილები შეიკარ! შემომეკოცნები, შენმა მზემ. ო, როგორ უხდება სითეთრეს ჩრდილები, სიმკვრივე, სინაზე...
ღილები შეიკარ! თანდათან მწყურდები, თავს ვეღარ ვიკავებ. შეხსნილი ღილების კვალდაკვალ ვგიჟდები, ვხელდები, ვილაღებ...
ღილები შეიკარ, საცაა ყივჩაღურ სიყვარულს აგიხსნი, მაგ ტუჩებს დაგილევ ბადაგად და მერე ვერც ქმარი დაგიხსნის!. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
გამეორდი, თუმცა სხვა დროს სხვა ადგილას. უფრო გვიან, მაგრამ მაინც გამეორდი. მომღიმარი,დაბნეული მე ვარ სევდა; დავიღალე,გავიყინე და გავორდი.
ქარიშხალში უიალქნოდ შევრჩი ტალღებს. შევეგუე, რომ ვერასდროს შევცვლი რამეს. კიდევ ერთხელ დაიტირებს ჩუმი სევდა ოცნებების ნამსხვრევებით სერილ ღამეს.
შენი მზერა ასე ახლოს... ისევ შევხვდით. მახსენდება წარსულიდან ჩურჩულის ხმა. ცრემლიანი მონატრების ანარეკლი იღიმება ძველ ნაცნობის ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ახლა შენ,უკვე, გქვია წარსული, არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ცრემლები შლიან ბედნიერ წამებს; თუმცა მეტისთვის მე გამიძლია.
თვითონ ჩარაზე სულ ყველა კარი; შენს ცივ მზერასთან წავაგე ბრძოლა. ხანდახან სიტყვებს არა აქვთ აზრი; აღარც მიცდია შენთვის მებრძოლა.
სარკეში ვხედავ ბაბუაწვერას, ოცნების ღრუბლებს რომ ართმევს ქარი. ნისლი ეშვება ცრემლების ფრთებით; შეუბრალებლად იგრგვინებს კარი.
ახლა შენ, უკვე, გქვია წარსუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შეჩერდი, ქარმაც კი შეწყვიტა სუნთქვა. გაჩუმდი, არ მინდა, შენი ხმა გავიგო! დახუჭე, სასწრაფოდ, დახუჭე თვალები; არ მინდა, მსხვრევიდან, ხელახლა ავიგო.
დღეს ისე მშვიდია, რომ თითქმის აღარც ცემს; დრომ უკვე წაიღო ჩემი არითმია. ახლა რომ მაფითრებს, ეს ჩუმი ხმაური, უბრალოდ, საათის ისრების რიტმია...
არ ვიცი,სცენარი როდიდან შეცვალე. კითხვებზე– პასუხად სიჩუმეს ვჯერდები. მე უნდა წავიდე, გავქრე ან ავორთქლდე; მე მინდა გავიქცე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე შენს ნაკვალევზე ვივლი,
ჩემო იმედო და რწმენავ!
შენი ბილიკებით ვივლი,
ჩემო ერთადერთო, დედა.
მე შენს განვლილ გზაზე დედი,
მხოლოდ სულ სიმართლეს ვხედავ,
ბევრჯერ მოგრევია ცრემლი,
მაინც სულით ამაყს გხედავ!
მეც ასე გავუძლებ დედი,
წლებთან უცილობელ ჭიდილს!
თუმც ჯერ ისევ შენ მშველი,
როცა უსაშველოდ მიჭირს.
თურმე რა ძლიერი რამ ხარ,
შენი ტკი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ: გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე, სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის, ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ, აუხდენელი სიზმრები ჩვენი.
ახლა მჭირდები… შენ არც კი იცი, შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები… შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
სად გაქრი… საით გაყ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ამ ჰაერგაცლილ ფილტვებს შენი ჩურჩულით ვივსებ გადაგიყვარო მინდა, რომ შემიყვარდე ისევ ისევ პირველად ვნახო ბაბუაწვერა ტყეში, ჩამოვიბანოთ თმები წვიმის პირველი თქეშით... ლოყა დამიწვას ისევ შენმა პირველმა კოცნამ მაგრად ჩამიკრა გულში გაგებუტები როცა... ნაძვის წიწვების გემო ტუჩს ააცალო ჩემსას შენი პეშვიდან წყალი ისევ პირველად შევსვა.. ჩემთან არ ხარ და -გხედავ არრას ამბობ და-გისმენ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს. მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ.
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ, ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით, კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი.
თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან, ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა, შემდეგ კ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სიყვარულია, როცა ცეცხლი გინთია გულში,
როს შენს ნაბიჯებს სიმსუბუქე უხდება ქარის.
სიყვარულია თუ შენსავით კეკლუცობს ნუში,
როცა სიგიჟეს გადაჰყავხარ ჭკუიდან ლამის.
სიყვარულია, თვალებში რომ ჭინკები ხარობს,
ვიწრო კაბაში თუ გაზაფხულს ეცეკვე ვალსი,
სიყვარულია, სიყვარული ლამაზო ქალო,
როცა შენს გრძნობას უცხოთათვის ედება ხავსი.
სიყვარულია, როს იფეთქებს ძარღვებში სისხლი,
როს გაზაფხულთან გაჯიბრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ეშხით, დახუჭე თვალნი, განაგდე ვნება. რა ძნელი არის იმ ათ მცნებიდან დაიცვა მუდამ ეს ერთი მცნება
რომ არ შეხედო ლამაზ ქალს ვნებით! ალბათ თვით უნდა იყო იესო, გამიგონია ამბავი ერთი. ლამაზით ბერიც შეაცდინესო
საიდან მოდის ლექსი ნეტავი? ან ეს ამბავი ეხლა რად მინდა? ცოდვილო სულო რა სიტყვებს ბედავ მკრეხელის ტიტულს ვიცი დაიწნავ!
ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ვნებით! მაგრამ ლამაზმა თუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვერბი, ვერ ავდგები, კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ, ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ვიღაცა თვალს გამაყოლებს ვერ გაიგებს ის ჩემს ტკ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მაპატიე გულო დარდი, სიყვარული, ვიცი აღარ შეგიძლია მოითმინო, უგუნურო! აი წვიმაც და დაწყნარდი, ერთადერთო, დღეს კი უნდა მომისმინო:
კარგი! წავალ ამ თავსხმაში, ვიოცნებებ, წამწამებზე წვიმის წვეთი მეკიდება, თუ შევძელი ჩაგჩურჩულებ, შემიყვარდი, ისე ძლიერ, რომ სიტყვის თქმაც მერიდება.
მაპატიეთ, დამრჩენია კარი ღიად, და შევიდა მხოლოდ შენი სატანჯველი, გაიმარჯვე! გამაოცებ ისევ ფრიად, და ეს გრძნობა ახალია და თან ძველი.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
თოვს..ფიფქებით,თეთრი ფიფქებით, შავით ოდესმე მოუთოვია? გარდა სიცოცხლის და გარდა კოცნისა შენთვის რაიმე მომითხოვია?
ნაფეხურები?ვეღარ ვპოულობ, ფიფქები ფარავენ,სწრაფად მალევნ, წამები,წუთები და ეს დღეები რითმებს მართმევენ,ფიქრებს მპარავენ...
შეუძლოდ ვიქნები...შეუძლოდ იქნები, გული გეტკინება,მერე წაიქცევი, თვალებს დავხუჭავ,შენც იმწუთშივე გაიპარები და სადღაც გაიქცევი...
თავს უკან გაწევ,ხელს მკრავ როდესაც
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ.. ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია.. ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია.. ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა, ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია, ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო, მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია.. ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია, მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა თავი რომ პრინცესად წარმომიდგ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სიყვარული
სად არ გძინებია, სიყვარულო, რა არ გდებია სასთუმლად! რამდენი ვინმე თვითონ აცდუნე, რამდენმა-თვითონ გაცდუნა! ვის არ უძებნია ზეწარზე თვალი დაკარგული ბეჭდის! ვის არ გასჩენია შენს გამო განუკურნებელი ეჭვი! რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში! რამდენჯერ მოგხვედრია სილა! დაღლილი.დაქანცული უზომოდ- სად არ მივარდნილხარ ძილად! თითქოს მოუხეშავს,თითქოს მორცხვს- ხელში ყვავილებიც გჭერია! ჯოჯოც ყოფილხარ,სატანაც დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
lovee
ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება, დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები, ცრემლში დამებედა თეთრად დათენება, მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ, ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები, მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია, გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.
მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან, შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები, ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია, წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გიყვარდეს
ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს... გიყვარდეს სიცოცხლე... გიყვარდეს სიყვარული... გიყვარდეს ოცნება... გიყვარდეს ფიქრი... გიყვარდეს ბუნება... გიყვარდეს წუთი... გიყავრდეს წამი... შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა... გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები... გიყვარდეს ადამიანი... გიყვარდეს ყოველთვის... გიყვარდეს ყველაფერი... გიყვარდეს არაფერი... გიყვარდეს ზღვა... გიყვარდეს უსასარულობა... გიყვარდეს ქვიშა... გიყვარდეს სიმღერა... გიყვარდეს ხატვა... გიყვარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 71 72 » |