♥ ℒℴѵℯ ♥
მე თანახმა ვარ, გაზაფხული შენით დაიწყოს,
მე თანახმა ვარ, რომ სტროფებიც შენით აიწყოს.
მე თანახმა ვარ, სიკეკლუცით ცოტა მაწვალო.
მე თანახმა ვარ, შენ რამდენიც გინდა გაცალო.
მე თანახმა ვარ, ვიყო შენი ყოველი წამი,
შენს ამოსუნთქვას ყურს ვუგდებდე მე ყოველ ღამით.
მე თანახმა ვარ დაგელოდო, შენ კი– მოხვიდე.
მე თანახმა ვარ ჩაგესუნთქო, ხელი მომხვიე.
მე თანახმა ვარ საკურთხეველთან, შენც იგივე თქვა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ვიცი, ოდესმე დამელოდები... ვერსად წაუვალთ გრძნობას, ჟინიანს... ისევ მეძახი, და მელოდები, ნუ გეშინია, ნუ გეშინია...
ისევ მეძახის შენი თვალები, ვიღაცა უკრავს და მეშინია, მე, შენს აკორდებს დავემალები... ნუ გეშინია, ეს გერშვინია...
ისევ მეძახის შენზე ოცნება, აფეთქებულა სულში მონმარტი... მე გადამრიეს, შენმა კოცნებმა... და გამაგიჟეს, როგორც მოცარტი...
ისევ მეძახის, შენი ნატვრა და სხვა, უკეთესი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ამდენ მონატრებას და არეულ ფიქრებს,
როგორ სცოდნიათ დაღლა,
ახლა შენთან მინდა და ამ ამბოხებას
ვერავინ დამიშლის ალბათ.
მაგრამ რომ მოვიდე,რისთვის მოვედიო,
ანდა რა მინდაო,რა ვთქვა?
შენ რომ ვერ გაიგო,ჩემი ტკივილები,
შენ რომ ვერ მიმიხვდე რა ვქნა?
უკან დასახევი გზები მოჭრილია,
გამოსავალიც არ ჩანს,
შენ უნდა გაიგო როგორ მიყვარხარ
ეს ერთი იმედიღა დამრჩა.... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მე მსურს, რომ დღეს აღსარება ვთქვა თქვენს წინაშე, გთხოვოთ შენდობა, ისე, როგორც უფალს ვთხოვ ხოლმე და ამ სიტყვებით პატივისცემის თასი ავწიო, თავი დაგიკრათ ყოველ ლამაზ გახსენებაზე. მე მსურს, შემინდოთ ის ტკივილი, რომელიც ადრე ჩემი სხეულის ჩასახვასა და შობას რომ მოჰყვა, ყოველი ცრემლი, დრო და ძალები ამ ქვეყანაზე, ჩემს აღზრდაში გატარებული ყოველი შფოთვა. მსურს მომიტევოთ გულის ტკივილი განცდილი ჩემგან, მონიჭებული სიზარმაცით, ურჩობით კრახით,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ზამთრის მოღუშულ საღამოს, ფიქრებს აყვები ხელახლა, მარტო დარჩენილს ნუგეში, იქნებ წვიმასთან გენახა.
დადარაჯებულ სევდასთან, ალბათ ცხოვრება ძნელია, როდესაც იცი, მარტოსულს, არასდროს არსად გელიან.
ცხოვრების მკაცრმა კანონმა, ზედ გულზე გადაგიარა, საწყალს, ისედაც დაჩაგრულს, გაჩუქა მწარე იარა.
მერე ჭრილობა გაგიხსნა, უხვად გაყარა მარილი, მაგ შენი ცრემლით, ნატანჯით, დარდია გამოტანილი.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
დრო სწრაფად გადის... ჩვენ ვხვდებით გვიან... რომ სიყვარული არ არის წამი... რომ ყველა გძნობას სახელი ჰქვია.... და ეს არ არის არავის ბრალი.... დრო ჩვენ არ გვიცდის უბრალოდ მიდის და ეს არ ნიშნავს ჩვენ ვაგვიანებთ... ცხოვრება მიდის ჩვეული რიტმით... და ეს არ გვესმის ადამიანებს.. მე რომ მახსოვხარ არაფერს ნიშნავს... მოგონებები ყველას გვაქვს გულში... და თუ ცხოვრება შენ მოგცემს ნიშანს ნუ აგერევა ძველ სიყვარულში... წარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
შენ თუ იცი სიყვარულის გემო მაშ, მიენდე მარადიულ გრძნობას შესვი თასი გარდასახვის ჟამის ეს ამძაფრებს კვლავ შენსდამი ნდობას.
მე არა გთხოვ ყვავილებს და ვარდებს მე უბრალო სიყვარული მინდა, და პლატონურ მოტრფიალე გულში დაიხატოს სიყვარული წმინდა.
ბედნიერი მეცხრე ცამდე ავალ გადავლახავ ადიდებულ რიონს მე რომ ვიცი მელოდები სახლში ეს ფიქრებიც მოჰყავს შენსკენ რიონს.
კარებს ვაღებ შენი სახე მხვდება მოციმც
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ნურასოდეს ნუ აყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით სხვამ რაც უნდა თქვას,
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.
ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს და
ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს.
ნურასოდეს მოატყუებთ ალალმართალ კაცს და
მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზააბნეულ ქალს.
ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ღამე აშიშვლებს ფიქრებს... ახლაც ღამეა, ვფიქრობ... უშენოდ ვეღარ ვითმენ... და ვერც სიყვარულს ვიქრობ...
ახლა გნატრობ და ისევ... ტანს მეტმასნება, ფიქრი... წყურვილს რომ კოცნით მივსებ... ერთად, სადღაც რომ მივქრით...
შენი ხორცსავსე ტანი... სევდანარევი მზერა... ისევ, დავკარგე თავი... და ახლა, იმის მჯერა...
სადღაც ობლად რომ გდია... ჩემი ოცნება, ჩუმი... მე შენი კოცნა, მშია... ხელში მი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
გთხოვთ, ქალბატონო, მომაწოდეთ ჩემი დღიური, არა, ეგ არა… ოდნავ მარცხნივ და ცოტა ზემოთ.. დამტვერილია.? ალბათ, თაროს ათოვდა მტვერი, მე მაპატიეთ, დაისვარეთ.. მანდ არა, ქვემოთ… იცით, რამდენჯერ მიომია მე ამ დღიურში.? რამდენჯერ სახე დავუკუჭე სულ ფურცელ-ფურცელ, მაგრამ რა ვუყო.. ვერ ველევი, ვერ დავაბერე, თუმცა კი ყდაზე წავაწერე: „Block for all Users.!” თუ გნებავთ დარჩით, მოუსმინეთ ამ მელოდიას, მე წაგიკითხავთ.. წაგიკითხავთ.. კი.. წაგიკითხავთ… <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ბედისწერა
ქუჩაში მოდის შეშლილი თმები...
შეშლილი მზერა სამყაროს სწვდება
და გრძნობს უმწეო, უცნაურ ღელვას.
ისევ მაწუხებს ცხოვრების ქვევრი,
ბალახზე–მტვერი;
ამ უპატრონო ძაღლების ღრენა,
უსაზღვრო სევდაც,
ქუჩაში გასულს ერთად რომ გვდევდა.
ისე აეწყო ცხოვრება ჩემი,
არ მჯერა ცრემლის,
დავკარგე რწმენა, დამტოვეთ ყველამ!
შენ ვერ გთმობ მხოლოდ, როცა ხარ ჩემთან,
შენ ვერ გაშორებ გვალვიან მზერას.
გადავეჩვევი მაშინდელ ფიქრის გამთანგველ ღიმილს.
კვლავ მიმეორებს სურვილი სევდას:
დრო, შეშლილ თმებით რომ მივალ ღმერთთან,
უკვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე... შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე! როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ, ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს... ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ, ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას. და გაგონილი სახელი შენი ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში, შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში. მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სადღაც იწვიან ალიონები, დატყვევებული მზის სინაზეში, გადახლართულან ნორჩი ფიფქები, ციდან მოფენილ ფიანდაზებში . . .
მინდორ-ველს სიო ელამუნება, სურს გაუმართოს ფიფქებს მარულა, ზამთრისთვის სუსხი წაურთმევია, შერცხვენია და გადამალულა . . .
მთებს მიუციათ მხარისთვის მხარი, ციცაბო კლდეთა თოვლით საფარად, სიზმრად ენძელას მოუწყენია, ეულად თავს გრძნობს მიუსაფარად . . .
გარინდებულა დრო და შემკრთალი, გაზა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ხუთივე კუნჭულში შეგიფარებ, გაქცეულ კონკიას _ შეგიყვარებ, ასივე ფურცელს მოგაფარებ, ჩემს სულს _ მტრედის კვერცხს მოგაბარებ, ძაფის გორგალივით გაგაგორებ, მზერას ცხრა მთას იქით გაგაყოლებ, უცინარ ხელმწიფეს გაგაცინებ, მოწამლულ ვაშლებით დაგაძინებ, ჯადო სიტყვებით სეზამს შეგაღებ, ჯადოსნურ ჯოხსაც ერთხელ შეგახებ, დაგემართები მოურჩენ სენად _ ჩემი გულ-ღვიძლიც იგულე შენად, ზღვაში გაგისვრი ჯინიან ლამპარს, ბევრჯერ გიგემებ ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
მხრებზე შეისვეს ღამე სერებმა, ამ გულშიც ამის შავობს შენობა, მოვკვდები - ბეჭზე დამეწერება, შენზე წუხილი და უშენობა...
აი, ვბერდები, დამიღარია შუბლი ნაოჭთა მდაღავ ბანდულით, ვბერდები... მაგრამ თან მიხარია, რომ მრჩება გული ახალგაზრდული!
რომ ჩემს ხსოვნაში შანთით ამოვწვი, ეგ შენი სახე, ღიმილის მჩენი, რომ, როგორც მარტვილს შავი სამოსი, ისე მაცვია სიშორე შენი...
ო, მიხარია: როგორც მინდია, რომ მე წ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
როდემდე გინდათ ასე გვეომოთ?! ან როგორ გინდათ ჩვენ დაგვიმონოთ?! თქვენ ხომ იცით რომ არ დაგიჩოქებთ თუნდ ყველა ერთ დღეს რომც დავიხოცოთ!
თქვენ ხომ ქართველებს ბრძოლაში იწვევთ ერი რომელიც უკან არ ვიხევთ ურიცხვ მტერთანაც რომ ჯიქურ ვიწევთ სამშობლოსათვის ყველა ხმალს ვიღებთ.
ამდენი ხანი რაც გაპატიეთ ყოველი წელი მეტი ანგრიეთ თითქოს სამოყვროდ ჩამოსულმა ჩვენ გაგვაწბილეთ თქვენ ცხრა აპრილის სილამაზე ნიჩბით არბიეთ.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს. პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა, ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს.
გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება, ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების. სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება, ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით.
ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება, თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია. ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება, ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
გემუდარები, გამიღე კარი. სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა, მე მოგიტანე ახლა პეშვებით, გემუდარები, კარი გამიღე! ასე ადვილად ვერ შევეშვები დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს და რწმენისა და იმედის ლოდებს ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას. ...სისულელეა ჯიუტი ღობე ყინულოვანი, თეთრი თითებით, მე თუმცა მთვარის სატრფოდ ვითვლები, მაინც მთავარი დავტოვე შენთან - უბავშვურესი სულის მითები და მოყვავილე სინათლე ფერთა... დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი, ახლაც მინათებს შენი მშვენება... შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება.
შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც და გაჟრჟოლება მათი გულისა, თავშესაფარი რამდენ ოცნების, იყავ ბანაკი გაზაფხულისა!
შენს სილამაზის იქით ბნელდება, დაიხურება ცისკრის კარედი: შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად, მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.
ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ, ათას წ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
ისე გიყვარდე, როგორც გიყვარდი, ისე მომმართე, როგორც მანდ მერქვა, მე შორს არა ვარ, მე ისევ აქ ვარ, ვერ შეგემჩნიე, ინება ღმერთმა…
რადგან გარეთ ვარ მე შენს ფიქრების, ეს ხომ არ ნიშნავს-აღარ ვარსებობ, ნუთუ არ გესმის ხმა ანგელოზთა?! მათში ჩემი ხმაც, ყველგან შავ ფერს სპობს…
შენი ცრემლები მე ისე მაწვიმს, როგორც მაწვიმდა მაისის წვიმა, შენი ცრემლები მზის სხივებს მიქრობს, შენ რომ დამშვიდდე- მხოლოდ ეს მინდა!
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 71 72 » |