siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-21 - 5:03 PM    
ეს ამბავი ზოგმა შეიძლება უბრალოდ დაწერილ ზღაპრად აღიქვას,მაგრამ ეს რეალობაა,რომელიც ჩემს ირგვლივ მოხდა..

1983 წელს დიდი სიხარული მიანიჭა ერთ -ერთ ოჯახს ბიჭის დაბადებამ,ეს პირველი ბავშვი იყო.მას მოყვა ტყუპი დები, და მომავალსში კიდევ ორი და...სულ ოთხი და, და უფროსი ძმა..ბავშვები იზრდებოდნენ,წლები გადიოდა,ბიჭმა სკოლა დაამთვრა,შემდეგ წელს ტყუპებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ... გავიდა ის ერთი წელიც გოგოებმაც დაამთავრეს,ჩვეულებრივად სიყვარულში და სიხარულში გადიოდა მათთვის წლები..ლევანი ჩვეულებრივად თანამედროვე, წესიერი ბიჭის ცხოვრებით ცხოვრობდა..ყავდა უამრავი ძმაკაცი,მეგობარი და ა.შ.არარსებობდა ადამიანი ვინც ლევანის იცნობდა და არ ყვარებოდა ის..არ იცოდა წყენა,(როგორ არა.. წყენით შეიძლება ბევრი რამ წყინდა მაგრამ არასდროს არ გამოხატავდა,ყოველთვის გულში ინახავდა თავისთვის..არავის არ ყავს ნანახი მოწყენილი და დადარდიანებული)უყვარდა ხუმრობა ,ხალისი ,სიცილი...დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა..
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო,ჩვეულებრივად სახლში...საღამოს ჩვეულებრივ ბიჭებთან ჩადიოდა როცა უბანში ბიჩებს ქურთთან ჩხუბი მოსვლიათ...(ლევანი ჩავიდა,უკვე ბნელოდა)ქურთი გაქცეულა და იარაღი მოუტანია,ბიჭები მიმოიფანტნენ,ქურთმა სიბნელეში ვერ გაარჩია სახეები და ხელში ლევანი შერჩა.....7ი ტყვია..2ი მარცხენა ფეხში და დანარჩენი მუცელშ..ბოლო საბედისწერო თავში იყო დამიზნებული რომელიც არ გავარდა...ქურთი გაიქცა..ბიჭებმა სასწრაფოდ სავადმყოფოში წაიყვანეს და მერე იქიდან გააგებინეს ოჯახს...
დაახლოვებით 23:00 დან 01:00დე გაისმა ტელეპონის ზარი...
:გისმენთ
:ლევანი....და ტირილის ხმა...
: სად არი?! რა სჭირს?!
:ლევანი..დაჭრეს..და ისევ ტირის....
იმ ღამემ ძვლივს გაიარა...მამა იმ დგეებში სახლში არ ყოფილა...
ლევანის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო..ექიმები იმედს არ იძლეოდნენ...მაგრამ მან შეძლო...გაუმკლავდა ყველაფერს...მართალია ძალიან ბევრი იტანჯა მაგრამ მაინც ...მთელი მუცელი გახსნილი ჰქონდა,მარცხენა ფეხი რკინებში....მაგრამ რადგან გადარჩა ..........
გავიდა წლები ეს ამბავი წარსულს ჩაბარდა...ლევანი ისევ ფეხზე იდგა ძველებურად ,არაფერი არ ემჩნეოდა..ჭრილობები შეუხორცდა..და სიარულითაც ძველებურად დადიოდა(ანუ ფეხი ხელს არ უშლიდა არანაირად)გავიდა დრო ....ისევ სიხარული და სიყვარული....ძველ ამბავს აღარავინ აღარ იხსენებდა(რა გასახსენებელიც ის იყო?)რაც მთავარია ლევანი ისევ ჩვენს გვერდით იყო და სხვა აღარაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა...
დადგა 2010 წელი...ზუსტად მაშინ მოთოვა პირველად როცა მორიგეობაზე იყო...6 ში წავიდა 7ში გამთენისას ოთხი ბიჭი მანქანით დაადდევნეს დამნაშავეებს...ერთ-ერთი ლევანი იყო..ლევანი იჯდა საჭესთნ..(დაახლოვებით დილის 4დან 6-7ამდე მოხდა ეს ამბავი)მაღალი სისწრაფიით მიდიოდნენ და მოსახვევში მოცურდნენ..ეს იყო საბედისწერო ზამთარი ..მანქანას ე.გ კაპოტი ორ საბურავთან ერთად მოსძვრა..ლევანი მაშინვე .....:(:(:(ოთხი ბიჭიდან ლევანი მაშინვ აგარ იყო, გვერდზე მჯდომი 2 - 3ი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და შემდეგ ისიც შეუერთდა ლევანის..უკან მჯდომი ორი კი მათთან შედარებით შეიძლება ითქვას სახსალამათები გადარჩნენ..ერთმა ხელის თითი მოითეხა მეორემ კი ნეკნი გაიტეხა.....ეს მათ ცხოვრებაში, ვინც ლევანის იცნობდა ძალიან დიდი დანაკლისია და ვერასდროს ვერ მოშუსდება ის იარა რაც ამ ტრაგედიამ დაგვიტოვა...
იმ დღეს ვნახე 2 სიზმარი:
ვიდექი ხიდის ქვეშ.. ვხედავდი როგორ მიახლოვდებოდა ლევანი...როცა მოვიდა ჩამეხუტა,ლოყაზე მაკოცა და სისხლი წასკდა, ჩაიკეცა..მაშინ ხელებში ჩამაკვდა..ვხედავდი როგორ მეცლებოდა ხელიდან და ვერაპრით ვშველოდი ..ეს არის ენით აუღწერელი ტკივილი...

ავარიის დროს იქ ვიყავი ლევანის უკან სავარძელზე ვიჯექი...ამის მერე მხოლოდ ის მახსოვს რომ თვალი გავახილე და თოვლში ვიწექი .ხელები გაყინული მქონდა,თითებს ვერ ვგრძნობდი ვერც ვდგებოდი ..გვერძე დამტვრეული მანქანა იყო რომელშიც ჩვენ ვიჯექით...ლევანის ვერ ვხედავდი,შემეშინდა,ვყვიროდი,ვთხოვდი ხმა ამოეღო მაგრამ ამაოდ.. მე ყვირილს არ ვწყვეტდი, ცრემლები სახეზე მეყინებოდა, თოვლზე დავხოხავდი ძალა აღარ მქონდა მაგრამ თოვლში ლევანი დავინახე, რომელიც გაუნძრევლად იწვა,ყვირილს მოვუმეტე,ვევედრებოდი ხმა ამოეღო,მაგრამ პასუხს არ მიბრუნებდა...ძვლივს მასთან მივფოფხდი სახე სულ თეთრი და გაყინული ჰქონდა ეხლა კი ჩუმად ყურში ვეუბნებოდი, ვეხვეწებოდი თვალი გაეხილა ერთხელ შემოეხედა..ხმა ამოეღო..მაგრამ კვლავ გაუნძრევლად იწვა...მოულოდნელად უკნიდან ვიღაცამ ხელი მომკიდა და ჩემს წამოყენებას შეეცადა ..ყვირილი დავიწყე ვთხოვდი თავი დაენებებინა მაგრამ ხელს არ მიშვებდა,ვემუქრებოდი,ვტიროდი ,ვყვიროდი ,მაგრამ ამაოდ ლევანის ვეღარ ვწვდებოდი თანდათან იზრდებოდა მანძილი ჩვენს შორის...აქ უკვე უამრავ ადანიანს,პატრულსა და სასწრაპოს მოეყარა თავი..ექიმები ლევანის მიცვივდნენ და პირველადი დახმარება უნდა გაეწიათ როცა მიხვდნენ რომ ის უკვე აღარ იყო...პოლიციელი ხელს არ მიშვებდა ექიმიც მოვიდა რაღაცას მეკითხებოდა მაგრამ მე ყვირილს არ ვწყვეტდი ვემუქრედოდი...ვცდილობდი ლევანისთან მიახლოვებას მაგრამ აღარ მიშვებდნენ....დავინახე როგორ გადააფარას რაღც ...როგორ დააწვინეს საკაცეზე და სასწრაფომ წაიყვანა აქ უკვე გონზე აღრ ვიყავი..გონება დავკარგე....

ამით მე მინდა გირჩიოთ რომ გაუპრთხილდეთ იმ ადამიანებს ვინც ოდნავ მაინც გიყვართ და რამეს ნიშნავენ თქვენს ცხოვრებაში ..მაგრამ ვერ მიხვდებით როგორ ძაან გიყვართ სანამ არ დაკარგავთ მათ...........
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
2 natiia77   (2011-11-04 8:52 AM) [Entry]
samwuxarod...shen waikitxe da ambob rom sashinelebaa...es chems irgvliv moxda da me ra unda vtqva?:(:(:(

0  
1 gvantsi   (2011-11-04 1:04 AM) [Entry]
sashinelebaa :(((( :(((










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<