siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-09-20 - 11:35 PM    
siyvaruli.in

ჩამობნელდა...
მთვარე ქედებიდან ამოძვრა...
სიჩუმე გამეფდა და...მხოლოდ ჭოტი ურჩობს.
...ორნი მიჰყვებიან ბილიკს.ნიავი გვირილებს აღელვებს. მინდვრის თაგვი სიბნელეში ჩალიჩობს...
ბებერ მუხასაც გასცდნენ და...მოსწყდა მბზინავი ვარსკვლავი ატლასის ცას... უკვე მეცხრე...
სრულყოფილი წყვილია...
ფიქრებითაც კი საუბრობენ.
„რომ ვუთხრა მიყვარხარ!... მეტყვის..."
„ვეტყვი რომ მიყვარს,მიყვარს,მიყვარს..."
„ვაი,რომ უარი მითხრას..."
„უარის მთქმელი არ ვარ!!!"
ჭოტი კივის...
სიჩუმე ჩუმადაა...
თაგვი სიბნელეში ჩალიჩობს...
ნიავი გრძელ ხელებს აფათურებს გვირილებით გადათეთრებულ მინდორზე...
კიდევ ერთი ვარსკვლავი მოსწყდა ცას...უკვე მეტექვსმეტე...
მოშორებით მთვარის შუქზე დანგრეული ციხის ქონგურები მოსჩანს. სადღაც შორს თითქოს კვლავ გაისმის ქართველთა სიმღერა...
ხელიხელჩაკიდებულნი მიტაატობენ...
ერთმანეთის გულისცემასაც კი გრძნობენ...
...ეკლესიაში შედიან.საკმევლის სუნი სურნელებს... თითქოს ღვთისმშობელი სიხარულით ლოცავს მოტრფიალეთ...
გადაწყვეტილება მიღებულია...
სანთლების ალი ოდნავ ირხევა...
– მე შენ...
– მეც...
ახლა მათი გულები განაგრძობენ საუბარს.
სანთლის ალიც სიხარულით ირხევა... ღვთისმშობელი თითქოს იღიმება...გარეთ, ტრამალზე ჭოტი კივის...
სიჩუმე მეფობს დროსა და სივრცეში... თაგვმა მიაგნო რასაც ეძებდა და უფრო გამალებით დაიწყო ჩალიჩი...სადღაციდან აღწევს დალოცვილი „მრავალჟამიერის" ხმები... ნიავმა თავი მარტო დაიგულა და გალაღდა...
კიდევ ერთი ვარსკვლავი მოსწყდა კაშკაშა ცას...

ავტორი: ocean soul
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 nervoza   (2011-05-11 1:18 AM) [Entry]
მე მომეწონა. აბა თქვენც ვნახო თუ მოგეწონებათ










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<