siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
მთის წყარო
2011-07-18 - 1:00 AM    
siyvaruli.in
არაფერი ცოდვა არ მიქნია ჩემს სიცოცხლეში. ვერც ერთი სულიერი, თუნდ უსულო, ჩემს ცოდვას, ჩემს სიავეს ვერ იტყვის. ღმერთს ესე დაუწესებივარ: უნდა ვიდინო, ვიდინო; ყველამ ჩემით უნდა მოიკლას წყურვილი. გახურებულს ზაფხულის დღეში რამდენი ნადირი მოდის, სვამს ჩემს წყალსა. რამდენი დაღალულ-დაქანცული მუშა მოვა, მოიტანს ცელს, ნამგალს გასალესად. კაცნი მსმენ და ათასში ერთი თუ იტყვის: “დაილოცე, ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?!” უმრავლესობა ზედ მაფურთხებს. რა ვქნა, მე ვერავის მივაფურთხებ. დეე, ისევ მე მაფურ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 700-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მთანი მაღალნი
2011-07-18 - 0:59 AM    
siyvaruli.in
იდგნენ და ელოდენ. უსაზღვროა მთების მოლოდინი, უსაზღვრო ზღვადა სდგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულ-მკერდში. გარეთ, სახეზე-კი არაფერი ეტყობათ, გარდა მტერობისა. ეს არის კიდეც ნიშანი მოლოდინისა. ვინ რა იცის, რა ამბავია მთების გულში, რა ცეცხლი სდუღს და გადმოდის.

მთებო, მთებო! რას ელით, ვის ელით? ნუთუ გყავთ სატრფო დიდი ხნის უნახავი? იქნება შვილი დაჰკარგეთ? იქნება ძმა, ან დედა გყავთ შორს წასული და არაფერი ამბავი მოგსვლიათ? პასუხი არ ისმის. სდგანან წარბშეუხრელად. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 685-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ია
2011-07-18 - 0:59 AM    
siyvaruli.in
უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნწს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს. მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავი, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა-კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 637-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გასამართლებული ჩიბუხი
2011-07-18 - 0:59 AM    
siyvaruli.in
(სურათი ფშავლების ცხოვრებისა)

I

გაითქვა. ღვაწლით შემოსილი, დიდებული, სახელოვანი იყო ეს ჩიბუხი. პატრონს, ღვთისუნელს, კიდეც იმიტომ უყვარდა და ეტრფოდა, პირიდან არ იშორებდა, მძინარეს გამოღვიძება უხაროდა, ადგომა ეხალისებოდა - ჩიბუხს მოვწევო. ისე საგანგებო ტკბილეულობა, სურნელოვანი თაფლიანი ყვავილი - სასუტელა - როგორ დაატკბობდა, ასიამოვნებდა მწყემს ბალღს, როგორც ღვთისუნელს ჩიბუხი ანეტარებდა... ჰსუტავდა ჩიბუხს და თან თვალებსა ჰკულავდა. ყრილობაში, სახლში, გარეთ საქმეში, ყველგან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 940-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბუნების მგოსნები
2011-07-18 - 0:58 AM    
siyvaruli.in
I

შაშვი ამჟამად თავისთავს გამარჯვებულად სთვლიდა. აღფრთოვანებული იყო: ღმერთს, ტყეს, მთებს, ცას, დედამიწას, - ყველაფერს მადლობას სწირავდა; მას აღარავინ სძულდა. ჩხიკვი, შაშვის მოსისხლე მტერიც-კი, მოკეთედ ეჩვენებოდა. დაავიწყდა, თუ რამდენჯერ დაუჭამა შეჩვენებულმა შაშვს ბუდეში გამოსაჩეკად გამზადებული კვერცხები; რამდენჯერ სრულიად ღლაპი, დაუბუმბლავი ბარტყები გადუსანსლა; რამდეჯერ აატირა ცხარე ცრემლით, რამდენჯერ გაამწარა, ააშფოთა იქამდის, რომ შაშვის საცოდაობით ტყეც-კი ტიროდა. ვერხვის მთრთოლარე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1023-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბათურის ხმალი
2011-07-18 - 0:58 AM    
siyvaruli.in
(თქმულება)

I
ბათური ფშავში, თავის სამშობლოში, საკაცით მოიტანეს ბრძოლის ველიდან თანამოძმეებმა და დიდის ამბით მიაბარეს მშობელ მიწას. მოზარეთა ზარი დედამიწასა სძრავდა, მთებს ქედს ახრევინებდა და ცრემლს ადენდა. ბევრმა ლამაზმა ქალმა და რძალმა მოიჭრა ხშირი, ყორნის ბოლოსავით შავი თმა, თორმეტ ნაწნავად დაწნული, ნიშნად ღრმა მწუხარებისა. საკაცეს თან მოაყოლებდენ ბათურის ცხენს, - რახტში ჩამჯდარს; ცხენსაც-კი ჯავშანი ეცვა, ზედ არავინ არ იჯდა. უნაგირის ტახტებზე იყო დაკიდებული გმირის რკინის სა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 792-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ამოდის, ნათდება!
2011-07-18 - 0:57 AM    
siyvaruli.in
ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება. ტყე დაბარდნილია თოვლით, ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობათ... აი ამ დროს ერთ კურუმს გორაზე მგლის ჯოგი გროვდებოდა. ზოგნი მოსულიყვნენ ადრ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 781-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჩხიკვთა ქორწილი
2011-07-18 - 0:57 AM    
siyvaruli.in
ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებსა და ქალაქებზე ძლიერ დაშორებით. რა ამბავიაო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ. ჩხიკვი ზაქარა იწერდა ჯვარს ლამაზს, სიტურფით განთქმულს და მეტისმეტად ეშმაკ ჩხიკვს ქეთევანზე. ამ ორ ახალგაზრდა ფრინველს ჯვარსა სწერდა მხცოვანი ჩხიკვი თომა.

თომამ გულმოდგინედ აღაპყრო თვალნი ზეცად და წარმოსთქვა: “აკურთხე, უფალო, გვირგვინი ამათი, შთაუნერგე ამათ ერთმანერთის სიყვარული და ერთგულება, განამრავლენ ესენი, ვითარცა წყალში თევზნი, ცაში ვარსკვლავნ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 937-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<