siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
სტუმარ-მასპინძელი
2011-07-18 - 1:14 AM    
siyvaruli.in
I

ღამის წყვდიადში ჩაფლული,

გამტკნარებულის სახითა,

მოსჩანს ქისტეთის მიდამო

სალის კლდეების ტახტითა.

ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,

გულამღვრეული ჯავრითა.

გადმოხრილიყვნენ მთანიცა,

ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;

ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,

სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;

ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,

კაცი რამ მოდის გზაზედა.

გზას ვამბობ, თორემ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1181-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გოგოთურ და აფშინა
2011-07-18 - 1:13 AM    
siyvaruli.in
(ძველი ამბავი)

I

ამბობენ: ბლოელ აფშინა

მინდოდაურის გვარისა,

სცარცვავს რჯულიან ურჯულოს,

მარჯვედ მომხმარე ფარისა,

ჭერხო აავსო უნჯითა,

როგორც სალარო ხანისა.

თანაც იტყვიან: გოგოთურს

ჯანით ვერ შაედრებაო,

ნეკით გასტყვარცნის, აფშინა

ხე და ქვათ შაეცხებაო.

მეფესაც უთქვამ: “გოგოთურ

ათასს კაცთანო ვადარე,

ათასგანა მყავს ნაცადი, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 821-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გველის-მჭამელი
2011-07-18 - 1:12 AM    
siyvaruli.in
(ძველი ამბავი)

I

სასტუმროს იყვნენ ხევსურნი,

ლუდი ედუღა წიქასა;

ისხდენ ბანზედ და ღრეობდენ,

თასებით ჰსვამდენ იმასა;

ზოგნი უკრავდენ ფანდურსა,

ზედ დაჰმღეროდენ დიდადა, —

მსმენელთა გრძნობას უდებდენ

საგმირო ამბებს ხიდადა;

აღგზნებით გმირთა სახელებს

ლექსებში სთვლიდენ წმიდადა;

მოხუცნი ჩიბუხებს სწევდენ,

ბოლი ეხვიათ ნისლადა,

გან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 690-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბახტრიონი
2011-07-18 - 1:11 AM    
siyvaruli.in
I

დღემ დაიხურა პირ-ბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები.

აღარ შფოთობენ საფლავში

გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.

ქარი ქვითინებს... ღრუბელთა

ზარი თქვეს შესაზარები.

გული ვერ მოუფხანიათ,

ცრემლი სდით ალაზნიანი;

ჩარეცხეს, ჩაალამაზეს

მთების გულმკერდი კლდიანი.

გაცოცხლდა, ცას ემუქრება

ღრმა ღელე, წყარო - ფშიანი.

გადაიკრიფნენ ღრუბელნი,

ქუ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 658-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ალუდა ქეთელაური
2011-07-18 - 1:10 AM    
siyvaruli.in
(ხევსურების ცხოვრებიდან)

I

მაცნე მოიდა შატილსა:

- ქისტებმა მოგვცეს ზიანი,

დაგვიწიოკეს მწყემსები,

ავნია, ავი-ზნიანნი.

ალუდა ქეთელაური

კაცია დავლათიანი,

საფიხვნოს თავში დაჯდების,

სიტყვა მაუდის გზიანი;

ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა,-

სცადა ფრანგული ფხიანი.

ცუდას რად უნდა მტერობა,

კარგია მუდამ მტრიანი!

ქისტებს წაუსხამ ცხენ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 659-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მღვდლების ვინაობა
2011-07-18 - 1:09 AM    
siyvaruli.in
ნაწყვეტი წერილიდან – "მღვდლების ვინაობა"

გაიძროთ ანაფორები,შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ " პინჯაკებში", მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგსთვლით. დიაღ,ვერ ჩაგსთვლით, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს,ყურს იქ გამოაბამს..... ვსტყუი?
მღვდლებო-პოლიტიკოსებო!სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 486-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი
2011-07-18 - 1:08 AM    
siyvaruli.in
ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭირ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 670-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ამონარიდები ესეებიდან
2011-07-18 - 1:08 AM    
siyvaruli.in
უცოდნობა, ამბობს ჩვენი ხალხი, არ ცოდვააო... მაგრამ მე პირადად ეს ანდაზა არ მომწონს იმიტომ, რომ კაცს გააბრიყვებს, და თუ უცოდნრობით ერთხელ საქმე გაუკეთდა, მაშინათვე უცოდინარობას გააღმერთებს.... თუნდაც მიწყინოთ, მე ეს ანდაზა უ ნდა გადავაკეთო: უცოდრობა დიდი ცოდვაა, მიუტევებელი ცოდვა.... 1891 წ.

ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა,რამდენადაც თავად გამოადგება იგი.მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს,რომ ეს ასეა.რუსეთისაგან ისინი მოელ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 971-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ამას ვამჩნევ
2011-07-18 - 1:07 AM    
siyvaruli.in
ამას ვამჩნევ
ფიქრისა და მსჯელობისას სხვას მაინც მიჰბაძონ,თუ შინაარსით არა,გარეგნობით მაინც,რომ უცხო კაცი დაესწროს,ის არა თქვას: ე რა ღმერთი გამიწყრა,რა ველურს ხალხში მოვემწვდიეო.
აგერ,შორს რად გვინდა წასვლა. შევხედოთ ინგლისელებს. დაუკვირდეთ გლადსტონს და ირლანდიის შესახებ მის აზრის მოწინააღმდეგეთ,როგორ ეპყრობიან,რა კილოთი საუბრობენ,რა საზომი და სასწორი უჭირავთ ხელში. "მართალია ამა და ამ აზრში მოტყუებულა გლადსტონი, მაგრამ მაინც დიდებული ქაციაო,მაინც დიდებაა ინგლისისაო." აბა კაი ბიჭი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 514-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
PRO DOMO SUA
2011-07-18 - 1:07 AM    
siyvaruli.in
ამას წინათ “მოამბე”-ში იყო დაბეჭდილი წერილი ჩვენის მხცოვანის და პატივცემულის მგოსნის რაფიელის იუბილეის გამო, სადაც ბაჩანა და ვაჟა-ფშაველაც იყვნენ მოხსენიებულნი, პატივცემული ავტორი ზემოხსენებულის წერილისა ბ-ნი გრ. ყიფშიძე ამავე აზრს ჩვენზე იმეორებს რუსულს გაზეთში (იხ. “ნოვ. ობოზრენიე”, ¹4139) ბ-ნს ყიფშიძეს ზოგი რამ შეცდომა მოჰსვლია და ამ შეცდომის გამოსწორება ეხლავე საჭიროდ მიმაჩნია, რომ შემდეგში ჩვენის ლიტერატურის ისტორიკოსს ავაცილო ეს შეცდომა. თავის პიროვნებაზე საუბარი, ცოტად კი არა, ბევრად საჩო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 976-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ხმელი წიფელი
2011-07-18 - 1:06 AM    
siyvaruli.in
ყველას და, მათ შორის, მეც მიყვარს მაღალი, მწვანით, ყვავილებით მორთული მთა; გაზაფხულის სუნი, ახლად ამომავალი ბალახი, ახლად დამდნარის ყინულისათვის რომ უჯობნია, უცოდველად, უვნებლად ამოუჩენია თავი და შეჰყურებს მზეს, ქვეყანას, იჩქმალება, ინაბება, მაგრამ ნაზს, მიბნედილს სახეზე გამოუთქმელი ტრფიალება გადაჰფენია: - გავცოცხლდი, მადლი ჩემს გამჩენსაო, - თითქოს დუდუნებს. საამურია, გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან. მიბუნდებულს, უღრანს, ბნელს, დაბურულს ტყეს ხომ არა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 675-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ცრუპენტელა აღმზრდელი
2011-07-18 - 1:06 AM    
siyvaruli.in
I

ტანზე თხის ტყავი ეცვა, თავზე წოწლოკინა თხისავე ტყავი ეხურა, სახე მოღუშული ჰქონდა, არადროს არ გაიცინებდა. რამდენიმე თხა-ცხვარი ჰყვანდა, იმათა ჰმწყსიდა. ჩვენკე მოდიოდა, თან მოლაპარაკობდა თავისთვინ: “შვილები, შვილები, ჩემი შვილები! შენის შვილების დარდი მაქვს? არ გაგიშვებთ, არა, ჩემთან უნდა იყო. არა, ყურცქვიტავ, თავს ნუ იწუხებ”. რამდენიმე ტოლი ბიჭები ერთადა ვთამაშობდით. ციხელის სიტყვები კარგად, გარკვევით გვესმოდა.

- ვინ გაგაჯავრა, ძიავ, ვინ? - ვკითხეთ ჩვენ ციხელს.
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 806-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შვლის ნუკრის ნაამბობი
2011-07-18 - 1:05 AM    
siyvaruli.in
I

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, - ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 858-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ქუჩი
2011-07-18 - 1:04 AM    
siyvaruli.in
ბალახი ვარ მთისა, ერთის დიდის სალის კლდის შუა გვერდზედ მოსული. ჩემს გვერდით სხვა მცენარე ვერა ხარობს. განგებას მხოლოდ ჩემთვის დაუწერია: ქუჩო! კლდე იყოს შენი დედ-მამა, შენი ბედი და იღბალი, შენი წარსული და მომავალიო!

- კლდეო! განა, რომ შენა ხარ ჩემი დედ-მამა, ჩემი მცველი და პატრონი?

- მე ვარ, ნუ გეშინიან, შავ-ბნელო.

გარშემო მარტყია მაგრად დაჭედილი ლოდები. ვინ იცის, სადამდე აქვთ გადგმული ძირი; ზოგი ამათგანი ყურსაც არ მიგდებს, თითქოს არც კი ვარსებობდე; ისინი თვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 989-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ქუდოვანი
2011-07-18 - 1:04 AM    
siyvaruli.in
სარდიონი ფრიად ამაყი და თავმომწონე კაცი იყო. დიამბეგობა რომ მიიღო, მაშინ უფრო თავი მოიწონა; სწორედ გაფხორილ მამალ ინდაურს დაემსგავსა. სარდიონმაც სხვა მოხელეებს მიჰბაძა და წვერი შუაზე გაიყო, მოიპარსა. ხელობა ისეთი ებარა, რომ ძლიერ საჭირო იყო ყველას შიში და კრძალვა ჰქონოდა მისი.

სარდიონი დიდი კაცი იყო და დიდკაცურადაც ცხოვრობდა, სიმდიდრეც ჰქონდა, ძღვენიც ბლომად მოსდიოდა; რა გინდა, სულო და გულო, რომ იმის საკუჭნაოში არ მოიპოვებოდა: ერბოსი და ყველის გუდები, მსუქანი დედლები, ბატები, ინდაურ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 659-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ფესვები
2011-07-18 - 1:03 AM    
siyvaruli.in
ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 600-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ტრედები
2011-07-18 - 1:03 AM    
siyvaruli.in
გაზაფხულდა. ჯეჯილები გაბზინდა, თოვლის წყლებმა დაიწყეს ცელქად დენა მინდვრად და ხევებში. ზღვამაც ფერი იცვალა, გაისქელა ქედი. მისნი კიდენი, ხშირჩალიანნი და ზამთრისაგან გაყვითლებულნი, ამწვანდენ. ღამდებოდა. ის-ის იყო, რომ ზღვის იქიდამ დაღალულ-დაქანცული ორი ტრედი მოფრინდა და ზღვის პირად დაჯდა. დედა-შვილსა ჰგვანდენ. ნისკარტი-ნისკარტს გადაადვეს, საკმაო ხანს ჩუმად ისაუბრეს და მერე ორივეს დასთვლიმა... დედა-ტრედს გამოეღვიძა და ამოიკვნესა.

- რად ამოიკვნესე? - ჰკითხა შვილმა.

- ცუდი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 683-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სვავი
2011-07-18 - 1:02 AM    
siyvaruli.in
I

ზაფხული იყო. მთა მწვანდებოდა. მაღლა მწვერვალებზე-ღა მოჩანდა თოვლი, დაბლა ხევებში - ზვავი. მწყემსებს გაერეკათ მთაში საზაფხულოდ ცხვარი და ძროხა, მაგრამ ბედს ემდუროდენ: ჭირი გაჩნდა, აუარებელი ცხვარი და ძროხა ილეოდა, იღუპებოდა; გატყავებას ვეღარ ასწრობდენ; მრავალს წყლის ნაკადულებს სისხლის რუები მიმატებოდათ. ხევებში ზვავებზე, ბინების, ფარეხების გარშემო ოხრად ეყარა მძოვრი. ფრინველთ და ნადირთ სანატრელი დრო დაუდგათ: ფარფაშობდნენ უზარმაზარი სვავები, ყაჯირები, ორბები, ყვავ-ყორნები; დამაძღრებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 799-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სათაგური
2011-07-18 - 1:01 AM    
siyvaruli.in
I

ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის “მერანს”, რომ შობა-დღეს საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. “მერანიც” თავს როდი ზოგავდა: მოძუნძულებდა გაყინულ გზაზე და, როგორც მოხუცი ყავარჯენს, ისე მოაბაკუნებდა დაუძლურებულს ფეხებს; ყურებს, თითქოს დამტვრევიაო, უხეიროდ ატლაკუნებდა. სიბერე ძნელია, გმირს როსტომსაც-კი მოჰრევიაო, ნათქვამია, და, რასაკვირველია, ესტატეს მერანი დაეუძლურებინა. პატრონი მაინც დღესაც გაყიდვას არ უპირ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 639-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
როგორ გაჩნდენ ბუები ქვეყანაზედ?
2011-07-18 - 1:00 AM    
siyvaruli.in
I

- ბალღები სადღა არიან? - იკითხა იოთამმა, როცა სახლში შევიდა, - ისრით იღლიაგაგმირული, ტყავგაუხდელი არჩვი კერაზე დააგდო ისე დაუდევრად, რომ ნადირის წვერმოკაუჭებულმა რქებმა მიწაც კი მოჩიჩქნა. ვერ იყო იოთამი კარგს გუნებაზე: თავიდან ფეხებამდის წურწურით წყალი გასდიოდა, ავდარს დაესველებინა; მშვილდი და კაპარჭი (საისრე) დედაბოძზე წნელით მიმაგრებულს ირმის რქაზე ჩამოჰკიდა და აჩქარებით კერაზე გახურებულს ცეცხლს მიაშურა; გასათბობად ხელები მიუპყრო; ტანზე გარექცევ ნაცვამი ჯიხვის ტყავის კალთებიდან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 629-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
1 2 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7027

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<