siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 1:59 PM    
siyvaruli.in
1. ვერძის სტატუსი: მივალ მთასთანაც და მუჰამედთანაც ემსაათში.

2. კუროს ვოლი (კედელი ) სავსე აქვს შემდეგი თემატიკის სურათებით: "ყაურმა ფრანგულად " "ბლინები მოცხარით" "ბოზბაში და რძიანი ყავა" და ა.შ

3. ტყუპებს გახსნილი აქვს ჩათის ფანჯარა, პარალელურად ალაიქებს ფოტოებს, იმატებს ვიღაცას და ეძებს დასამატებელ კანდიდატურებს.

4. კირჩხიბმა როგორც იქნა იპოვა თავისი ყოფილი შეყვარებულის პროფილი და ინტერესით ათვალიერებს. გვერდზე უდევს ნოვას ახალი შეკვრა. :)))

5. ლომს საკუთარი სახელი აქვს ისეთი შრიფტით დაწერილი რომ ნებისმიერი მეგობრის ფრენდ ლისტში პირველია. აქვს ყველაზე დიდი ფერმა და აიძულებს მეგობრებს, უთოხნონ და ღობეები უგზავნონ.

6. ქალწული წამსვე შლის ყველა ფოტოს და სტატუსს. ორგანულად ვერ იტანს ვერანაირ სპამს. ხანდახან იმ მეგობრებსაც შლის, ვინც უბინძურებენ სივრცეს.

7. სასწორი-მოდი ამ სურათს დავიყენებ პროფილად - ან იქნებ ეს სჯობდეს ? სტატუსად რა დავიწერო ? ბოლოს ბარბის სურათს აყენებს ან ფუმფულა კატა ძაღლისას.

8. მორიელის ვოლზე გადააწყდებით შემდეგ სურათებს "ცუნამი ტაიტიზე-აქ მაგრად გავერთეთ სასტავი", "მიწისძვრა ესპანეთში-აუ რა შეგვარყია " და სტატუსს "ფუკუსიმას სურათები ამიტვირთეთ რა ხალხ".

9. მშვილდოსანი დაქრის ყველა მეგობრის ვოლზე, თუნდაც მათი რაოდენობა ორიათას აჭარბებდეს.

10. თხის რქა- "რა ფეისბუქ ? მე მარტო მაილი მაქვს."

11. მერწყული იმატებს ყველას ფრენდ ლისტში. ესაუბრება უმრავლესობას. დებს უცნაურ სურათებს და ყველანაირად ცდილობს დაშოკოს მეგობრები.

12. თევზებს ჩათი აქვთ გახსნილი. იქნებ ვინმეს რამე აწუხებს და გულის მოოხება უნდა, ხომ უნდა იყოს ხაზზე?
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
2 nervoza   (2011-08-20 8:21 PM) [Entry]
mec kirCxibi var magram "novas" gareshe biggrin

0  
1 jana   (2011-08-20 8:18 PM) [Entry]
:D:D:D vaime cudad var ..tqven gaixaret isev kirchxibebze simartlee










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<