siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
(ნიავი, ია, ნარგიზი...)
2011-04-22 - 8:33 PM    

ნიავი, ია, ნარგიზი,

ავტომობილი კრიალა -

დილამ ასფალტის სარკეზე

ნავივით გაისრიალა.


აგერ მზის ამომთოვრება,

მაღლა ღრუბლების გარდავლა,

მან ერთი ჩემი ცხოვრება

ათას წელს გადაამრავლა.


გადაამრავლა, უმალი,

მსგავსი წუთისა, ჩრდილისა,

და მესმის ხმა იდუმალი:

წამოდექ, ძეო დილისა!


ო, ძეო დილის! აწ განვლის

გრძნობა სიბნელის ნაფლეთის

აღმ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1200-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ნისლი მთიდან მოდის დაბლა...)
2011-04-22 - 8:32 PM    
ნისლი მთიდან მოდის დაბლა,

ტყე ალერსით მოითაფლა,

აღარა ჩანს ჩვენი უძო,

ხევი ხმაურობამ ჩაფლა.


რას იგონებს ნეტავ ხევი,

მრავალ საუკუნეთ მტევი,

აწ რას ფიქრობს ტყიანი მთა,

გაწოლილი, როგორც დევი.


ალბათ შემოდგომას ელის

ჩაფიქრება მთა და ველის,

მწუხარება ნესტანისა

და ძახილი ტარიელის!


გადმოშვება წვიმის ზუსტის,

გამოკრთომა შუქის სუსტის,

ალბათ შემოდგომას ელ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 770-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ ...)
2011-04-22 - 8:32 PM    
არათუ წლები გადეშვა ტყდომად,

წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ...

ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -

დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!

ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს,

ბევრის ნაბიჯი არის ტაატი...

დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს -

ეს წელიწადი, დღე და საათი.

არათუ წლები გადიქცა ტყდომად,

ყოველი ლექსის ყოველი პწკარი

არის გაჭრილი კლასობრივ ომად,

არის ეპოქის დროშის ქვეშ მდგარი.

ეპოქა არის ნამგლ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 786-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ორთქლმავალი სტვენს...)
2011-04-22 - 8:32 PM    
ორთქლმავალი სტვენს. შენ კითხულობ ტვენს.

გადააგდე ის, გაიხედე წინ...

ბუჩქს შარფივით ბოლს ორთქლმავალი ჰფენს

და გაისმის თან: რა-რა-რა-რა, ძინ!

ასწლოვანი ხე გაუპია მეხს,

ქორი მიაქვს ქარს, რაღაც მიაქვს ქორს.

შეგვიძლია ჩვენ, გზაზე გავყვეთ გლეხს,

მის ზრუნვას და ფიქრს უბოლოოდ შორს.
  ნანახია: 707-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ოჰ, ნუ იფიქრებ...)
2011-04-22 - 8:31 PM    

ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,

რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,

განადგურების სევდიან გზაზე

გულს ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.


ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს

ვატარებ, სანამ მექნება ძალი,

რომ არ შეეხოს მას სისასტიკის

ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.


და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,

რომ სადღაც არის ისეთი მხარე,

სადაც ედემი ჰყვავის მზიანი,

სადაც არ არის სული მწ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 836-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(რაც გადმოირღვა ზვირთები ვრცელი...)
2011-04-22 - 8:31 PM    
რაც გადმოირღვა ზვირთები ვრცელი,

რაც შემდეგ ღელვა და გუგუნია,

იფიქრებ: ასი საუკუნეა

და არა რაღაც ორმოცი წელი!


ჩემთვის ის წლები ჩანგის გულია,-

შენი დიადი ხსენება, ლენინ!

და მძლეველ დროშად აღმართულია

ეპოქის სახე ფუძემდებელი.


1957
  ნანახია: 807-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(რაც ეს გაჩნდა - ხეივანი ...)
2011-04-22 - 8:31 PM    
რაც ეს გაჩნდა - ხეივანი

ტყის - წერწეტა, ნაზი, ნელი,

არამცირე გადის ხანი -

თითქმის მთელი ასი წელი.


ათასი წლის ხანით დღემდე

ტყის შრიალებს ბაირაღი,

დარგეს იფნი და მას შემდეგ

ეწოდება იფნის ბაღი.


და ნიშიდან უძოს მთების

მწვერვალებზე ვისმენ შრიალს,

დღემდის სახე თამარ მეფის

შერჩენია ბეთანიას.


ქვევით ხევი მოჩხრიალებს,

ზევიდან კი ლაღზე ლაღი

არწივების და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 754-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(რისთვის მაგონებ...)
2011-04-22 - 8:30 PM    
რისთვის მაგონებ, ვაზზე

მიმობნეულო ნამო,

ცრემლებს, დადენილს მძაფრი

ახალგაზრდობის გამო?


მზემ ამოაშრო ნამი

და შლის საღამო ამო

ცთომებს, ჩადენილთ როსმე

ახალგაზრდობის გამო!


მეტყვით: ეს იყო სრული

და მშვენიერი რამო,

რაც თავს გადაგვხდა მხოლოდ

ახალგაზრდობის გამო.


ის გაზაფხული გაქრა,

მეგი, იარე, წამო!

აქ ხმაურობდა ტალღა

ახალგაზრდობის გამო... ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 734-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(როგორც მრავალი ვარდების მფენი...)
2011-04-22 - 8:30 PM    

როგორც მრავალი ვარდების მფენი,

მას სული ჰქონდა უხვად ციური,

მასში მრავალი იყო შოპენი

და პაგანინი ფანტასტიური.


მას საქართველომ გადაუზნიქა

ვერხვები შორი ალაზანისა

და აი, ახლა მისი მუსიკა

ჩვენი ისლების რხევამ დანისლა.


მშვენიერია ეფექტი მისი

იქ, სადაც სიტყვა თავდება ძველი,

ოდეს თავისი და არა სხვისი

ცრემლებით თვალი უბრწყინავს სველი.


1919

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 809-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს...)
2011-04-22 - 8:29 PM    
საღამო. ჩვენს სუფრას, უხვსა და განიერს,

მოაწყდა სიუხვე ბანანის, ატამის.

რატომღაც იგონებ სხვა მრავალჟამიერს -

მეოთხე, მეხუთე მუხლამდე ატანილს.

ბევრგვარი უნახავს მგზავრ პოეტს მწვანილი,

ამჟამად მას მხოლოდ ერთი რამ აოცებს, -

რაგვარად მიაგავს ქართველს ესპანელი -

არც ბორდო ათრობს და არც ცეკვა აოსებს.

სწორი ხარ, სწორი ხარ! ნეტავი მსგავსება

იყოს და კიდევაც სჯობნიდნენ ერთმანეთს.

იმგვარის დროშებით და შრომით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 743-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(რტოო პალმისა...)
2011-04-22 - 8:29 PM    
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო,

აქ ზვირთი ზღვისა ჟღერს უბოლოო,

აქ სიმშვიდეში ვხედავ აღგზნებულს

სანაპიროებს გაჩირაღდნებულს.

აქ გემებია და ზღვის ქედები,

იქ, შორს, ძლიერ შორს როს იხედები,

სჩანან უსაზღვრო სივრცედ ნადები

სასაფლაოთა მირიადები.

კანკალებს გემთა შემკრთალი ალი,

შენსკენ მხარულით მისცურავს ქალი,

გრიგალი სწეწავს მის თმათა გიშერს,

იგი გეძახის, იგი ხელს გიშვერს;

გამწარებული და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 770-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(სიცოცხლის აჩრდილს ...)
2011-04-22 - 8:29 PM    

სიცოცხლის აჩრდილს

სული არ ერთვის,

სხვა გამოძახილს

ვისმენ ყოველთვის.

მხიბლავს ეთერი

და ვმღერი... ვმღერი...

სხვა ყველაფერი

ერთია ჩემთვის.


სასიყვარულოდ

გული აღარ თრთის,

აღარ მიწოდებს

ნეტარება მთის.

შავ დემონს მივე

ფრთა მოტივტივე

და ყოველივე

ერთია ჩემთვის.


ადრე წამერთვა

ალერსი ღმერთის.

სხვ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 733-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(სულო უმზეო, მაგრამ მზიანო...)
2011-04-22 - 8:28 PM    
სულო უმზეო, მაგრამ მზიანო,

ყოველთვის, როცა ჰბერავდა ქარი,

მესმოდა ნისლის ფორტეპიანო,

ზარი, გუგუნი და ისევ ზარი.

ვერ ივიწყებდა მაშინ ვერც ერთი,

საქართველოში ჰანგთა ხანდაზმას,

და თვითეული მისი კონცერტი

ეფემერისას ჰგავდა ფანტაზმას.

სადღაც ქვითინი იყო ქალური .

და სონატების ნაზი ფერები,

სტიროდა მისი მუსიკალური

და გადარევის ეფემერები.


1916
  ნანახია: 683-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ფერი მზესა და ქარს მოჰყავს...)
2011-04-22 - 8:28 PM    
ფერი მზესა და ქარს მოჰყავს

გაზაფხულის სადარი,

შენ კი ლოყას

გადაგკროდა ზამთარი.


მიდიოდი, როგორც მკვდარი,

როგორც მკვდარი სანანი,

ჰქროდა ქარი,

თრთოდა იასამანი.


ხალხის ზვავთა და გლეტჩერთა

გარს ბრუნავდა მდინარე;

არ შეჩერდა,

არ იკითხა: ვინ არი?


ახლა სხვაა. კაცის თვალი

ქალს სიხარულს ადარებს,

სადაც ქალი

ქალის სახეს ატარებს.


სა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 702-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი ...)
2011-04-22 - 8:27 PM    
ქუხდა ხმოვანი ქარი მრავალი

ამ ასწლოვანი კაკლის ხის კარად;

ასე: მიმავალს სდევს მომავალი,

დრონი მიჰქრიან მარად და მარად,

ჩვენი შავი ზღვის ხმაურის გვარად

აქ ხმაურია არანაკლები,

ხიდან ჩამოდის ხვავიან ღვარად
მხოლოდ და მხოლოდ სავსე კაკლები.

დიდებულია წლის მოსავალი,

იგი სრულიად გადიქცა ქნარად.

ბავშვი კისკისებს, როგორც მზით მთვრალი,

ის მჭმუნვარებას არა სთვლის არად!

როგორც იმედი, თან დააქვს მ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 752-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ყველა დასრულდა!..)
2011-04-22 - 8:27 PM    
ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,

სიცალიერით სავსე არის ეგ ჩემი გული...


ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთა მფრქვეველი,

და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული...


ფეხთ ქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი,

მაგრამ ოცნება მაინც სცოცხლობს კვლავ, მომხიბლავი,


კვლავ ტალღებს ელის... ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი,

იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი.
  ნანახია: 685-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ყველაფერი შეიძლება მოხდეს...)
2011-04-22 - 8:26 PM    
ყველაფერი შეიძლება მოხდეს:

მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქით მოხვდეს,

ვარდი დაჭკნეს, როს ბულბული მოსხლტეს, -

ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


შეიძლება, როს დაბნელდეს არე,

ხევებს იქით გადაქანდეს მთვარე,

შეიცვალოს ვარსკვლავების არე, -

ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


შეიძლება, შხამით სავსე სასმისს

გიწვდიდეს ხმა მეგობართა რაზმის,

თან საშინელს გიმზადებდეს რასმეს, -

ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 844-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის...)
2011-04-22 - 8:26 PM    

შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის,

როგორ უგონოდ გაწამებდა ბედი, ვაიმე,

ახლა შენს სულში ყვავილისთვის მზე აღარ არის,

მზე აღარ არის და არ არის არარაიმე.

ცეცხლი გწყუროდა, რომ აგენთო ბნელი ნაპირი,

წმინდა ტაძრები, სიონები, სვეტიცხოვლები.

ახლა შენა გსურს არაფერი, ო, არაფერი,

მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები.

არც ღმერთი, არც ცა არ სწყურია გაუგებარ სულს,

არც სიყვარული, არც ღიმ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 690-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ჩემი ვარსკვლავი...)
2011-04-22 - 8:26 PM    
ჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის,

შენი ღიმილის შუქია გამათბობელი მარადის:

ჩემთვის სიმღერა, შვენებავ, შენი ხმა არის ნარნარი,

დიდება სიყვარულისა, ცის სამსხვერპლოზე დამდნარი.

და მე, შენს მგოსანს, იქ ძალმიძს მარად ჟამს ვიბედნიერო,

იქ ძალმიძს მხოლოდ ვიცოცხლო, სადაც შენა ხარ, ციერო.

და რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალთ უეცრად მოეჩვენების,

მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების.
  ნანახია: 710-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ჩვენი იფნის ტყიდან ისმის ...)
2011-04-22 - 8:25 PM    

ჩვენი იფნის ტყიდან ისმის

ხმაურობა უძოს ხევის,

გადმოისმის, გადაისმის

ხმა ზვირთების მიმოხვევის.

რაღაც ნაცნობ სიხარულს მგვრის,

უძოს ხევო, ჟღერა შენი,

შინდისიდან ნიავი ჰქრის,

ტყის ფოთლების ამაზრზენი.

მოსვენებას შესთხოვს ვისმეს?

კი, მაგრამ ვის? ჰე, ვის? ჰე, ვის?

აივანზე ტყიდან ისმის

ხმაურობა უძოს ხევის.

1955


  ნანახია: 727-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
1 2 3 ... 24 25 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<