siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ჩემს დას ეფემიას
2011-04-23 - 2:39 AM    
ჩემდა ნუგეშად, ჩემდა შვებად სასიხარულოდ,

ლხენად გლახ გულის უდროოდა მწარ დამჭკნარისა,

დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ,

და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა!

ცხოვრების ბნელ გზას შენ მინათი შვების ვარსკვლავი,

შენის ღიმილით შეჭმუხვნილი სახე მინათლე,

შენი ალერსი მშვიდი, წყნარი, მიხარის შორით,

და გულ დაჩაგრულს მენატრების კვალად სიცოცხლე!


სიცოცხლე ჩემი, ძლივს გაშლილი სასიხარულოდ,

ძლივ დილა ჩემ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 836-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჩემი ეპიტაფია
2011-04-23 - 2:37 AM    

როს ვიყავ ცოცხალ, ვითა შენა, მკითხველო,

მეცა მიყვარდა, მეც ვჰსტიროდი, ვილხენდი,

და დაფიქრებით დავჰმზერდი საფლავებსა!


მერგო რიგი, და აწ ჩემს საფლავს დაჰმზერ შენ!

ამ ზენა-ჰსჯულსა ვერა არსი ვერ ასცდეს:

ვერცა ხელმწიფე დიდებისა გვირგვინით,

ვერცა გლახაკი შემოსილი ძონძითა,

ვერც სიჭაბუკე შვენებითა შემკული

და ვერც მოხუცი დაღალული სიცოცხლით!


ყველა იცვალოს, ყველა მოკვდეს, დამიწყდეს, < ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 788-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ღამე
2011-04-23 - 2:36 AM    
მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა,

ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა.

ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,

და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.


ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ.

მუნ სული ჩემი და გული ეშხის მახითა დაებნენ...

ნელიად წამთ სვლა, ლოდინი მოუთმენელსა მტანჯვიდნენ,

და ვით ჯადოთი მოზიდულს, თვალნი ერთ მხარეს უმზერდნენ.


ეს რამ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 904-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ფსალმუნი
2011-04-23 - 2:36 AM    
ვინ აღვიდეს მაღალსა მას მთასა წმიდასა,

სადა ჰგალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას?..


— სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ,

ვის არ შეეხო ზაკვის გესლი ძმისა განკითხვად

და სიყვარულით შეიწყალა ცდომილი ვნებით...


ვინცა ამ სოფლის დიდებასა მზეებრ მნათობსა,

მონებრ არ მიჰსდევს, ჰსცნობს რა მის შუქს ფუჭწარმავალსა

ვინც ძლიერებას ხმითა მაღლით ამცნო სიმართლე

და ძმას დაცემულს მიჰსცა ხელი და აღადგინა!..

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 762-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სო... ორ...
2011-04-23 - 2:31 AM    
ვარდი ხარ? — არა!

ზამბახი? — არა!

მარამ, შენ ღაწვთზე აღყვავებულნი,

არიან ორნივ შეზავებულნი!

ნეტარ მას ბულბულს, ვინც შენს ვარდს, ზამბახს

ზედ დამღერს მარად, ვით ეშყის ბანაკს;

ვინც დასუნოსა

თმა ლადანასა,

დაუდევნელად ბროლ მკერდზე გაშლილს;

ანუ შეეხოს

შენს წელს კიპაროზს,

სიყვარულისა სარტყელით მოვლილს,

სიცოცხლე მისი,

ვითა მაისი

ნეტარებითა აჰყვავდეს ახლად,

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 776-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
საღამო გამოსალმებისა
2011-04-23 - 2:31 AM    

მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა,

თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა!

ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი,

ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი!


მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დაჰსწოლიან,

და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.

გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით,

მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით.

წყალ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 882-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სალომეს ბეჟანა მკერვალის მაგიერ
2011-04-23 - 2:30 AM    

სიხარულო, შვებავ, ლხინო,

ახლისა აკვნის გუშაგნო!

მზევ, შინ შემოდიო!


თქვენ, სულსა აღნაგსა ახლად,

დაჰფრინვეთ თვალ მოულულად!

მზევ, შინ შემოდიო!


მე მისსა მშობელ ვენერას

დაუმღერ ტკბილსა ”მზე შინას”!

მზევ, შინ შემოდიო!


გიმღერ, გალხენ, — განისვენო,

ჩემო მაკრატლის გვირგვინო!

მზევ, შინ შემოდიო!


ეჭვი ვის აქვს, მამა ვინც არს?

ჩემს ნაკერ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 854-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სავათნავას მიბაძვა
2011-04-23 - 2:30 AM    
სავათნავა მქვიან, არუთინა ვარ,

ანაბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ!


სავათნავა


ჭიანურო! მაღლად, ტკბილად დაუკარ!

ვინცა გაქოს, თავი მდაბლად დაუკარ,

შენსა მტერსა კბილის კრიჭა აუკარ!

ხინიკო, ხინკიკო!


ავი კაცის წვერი წყევით აივსოს,

ჩემი თასი წითელ ღვინით აივსოს,

ჩემი გული კვალად ლხინით აივსოს,

ხინიკო, ხინკიკო!


ერთხელ მეც მეჭირა სიამის ვარდი,

შავმან ბედმან უცებ დამკრა, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 713-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სადღეგრძელო ანუ, ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს
2011-04-23 - 2:28 AM    

შესწყდა ბინდისას ომი საზარი,

დადუმდა არე, სად ჰქუხდა ბრძოლა;

გამარჯვებითა მოილხენს ჯარი;

ურდო ცეცხლებით განათებულა!


აჰა, მთოვარეც ნელიად შუქსა,

ვითა ნუგეშსა მოგვფენს საშვებლად;

შევექცეთ, ვინც დღეს გადურჩით ომსა;

კვლავცა გვექმნების ზეცა მფარველად!


ძმანო, მორიგის სავსე ფიალით,

ჩვენცა მოუსხდეთ ცეცხლსა ანთებულს;

ვესალმოთ, ვინცა სიკვდილის ხელით

დაეცნენ ომში დ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 849-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
პასუხი შვილთა
2011-04-23 - 2:26 AM    
ჰე, განუსჯელნო,

უმადლო შვილნო,

საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო,

სადღაც მიმალვით,

რას ჰროტავთ, ჰკნავით,

გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ?

უკადრისობით

და უმეცრებით

ვერ დააბნელებთ მათ სახსენებელს,

მხოლოდ თქვენ სიტყვებთ

თქვენვე ინანებთ,

თქვენსვე გულს უკბენს უსამართლობა!

დრო მამებისა,

მამაცობისა,

წარვიდა მათთა სახელთა ქებით,∗

მამანი თქვენნი,

თავის დ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 902-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ნ... დმი
2011-04-23 - 2:25 AM    
მნათობო! თვით შენ აღმიხსენ, რა მემართების, რასა ვჰგრძნობ,

როს გხედავ ვჰწითლდები, რად ვჰკრთები, ვჰშიშობ და

ვჰხარობ?

მაშინ რად ენა სდუმდების, როს შენთან უბნობას ვჰცდილობ,

და რისთვის ნაცვლად სიტყვათა, მხოლოდ ოხრვითა ვმეტყველობ?


მრავალგზის ვფუცავ არ გნახო, მაგრამ ყოველ ჟამს გეძიებ,

როს გხედავ, გულსა სახმილსა მდუმარედ მყოფსა აღმიგზნებ.

მაშინ მე, შმაგი, ყოველთა გარე ჩემს საგანთ ვივიწყებ;

ხანა ვჰსწყევ შენთა სიტურფეთ და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 779-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მუხამბაზი
2011-04-23 - 2:25 AM    
არავისთვის მე დღეს არა მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!

ამას ვამბობ მე ბეჟანა მკერვალი,

ქალებისა ლხინი და თაიგული.

შვენებითა, საცა ვინ არს ქებული,

მისი კარი ჩემთვის არს გაღებული;

საცა მივალ, თან მიმაქვს სიხარული.

მარამა დღეს არავისთვის მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!


მისი სახე, ვით მთვარე გაბადრული,

ბროლის მკერდზე მზის შუქი მოფენილი,

"ჩემო ბეჟან!” - მისგან სინაზით თქმული, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 693-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მუხამბაზი
2011-04-23 - 2:24 AM    

სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით

თასით, ჯამით, ყანწით, აზარფეშებით!

ლხინის სუფრა მოჰფინეთ ყვავილებით;

ალავერდა∗ დასვით თარით ნაქებით,

ყოჯა ბულბულ ტკბილის ხმით აღუღუნეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!


ლხინის პაპა, სახით არაბისტნელი,

ღვინისა და ეშხისათვის შექმნილი,

ტოლუმბაშად დასვით ქუდ ჩაკეცილი!

მის შკოლაში ვინ არა ვართ ნასწავლი?

ორმოცი წლის რომ შეიქნეს, - გააგდეთ,
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 742-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მუხამბაზი
2011-04-23 - 2:24 AM    

მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო.

ჩამჩი-მელქო

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!


ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,

გინდა მკლავდე, არას გეტყვი — შენი ვარ.

სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,

გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ,

რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!

ჩემთვის ჩუმად ვამბობ: ”რა ლამაზი ხარ!”


გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 754-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მუხამბაზი
2011-04-23 - 2:24 AM    

ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით, —

თვარა მიმუხთლებს და წარმოჰსთქვამს ენა ყოველსა,

ესდენ ხან კრძალვით დაფარულსა ღრმად ჩემსა გულსა:

უიმედოსა შენდა მომართ ჩემს სიყვარულსა,

ტანჯვათა, ოხრვათ, იდუმალად მომდინარ ცრემლსა,

ჩემს შესაბრალისს გაშმაგებას ცნობათ დაფანტვით...

ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!


გულის ურჩისა დასამშვიდად მცირედ გონება

შემრჩომია-ღა და მის ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 649-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მუშა ბოქულაძე
2011-04-23 - 2:22 AM    

რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა,

ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა?

მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი,

ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული,

კაცი გულით, დაჩაგრული ბედითა,

სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილი,

ვის სიცოცხლე ტანჯვად გადაჰქცევია

შოვნისათვის მხოლოდ ლუკმა-პურისა!..

ან რა გიკვირს? — ჩემ შუბლზედა ღარები,

წვერ-ულვაში უდროდ გათეთრებული,

ნიშანია გულში ღრმათა ტკივილთა,

დიდთა შრ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 756-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მოგონება
2011-04-23 - 2:20 AM    

აჰა ადგილი, აჰა ის არე,

სად ხელმწიფობდი მშვენიერებით;

ჭალაკი იგი, იგივ მდინარე

და გაზაფხული მის ფეროვნებით!


საცა შენ იყავ, მუნცა ყვავილნი

უმეტეს სუნნელთ აღმოფშვინვიდენ;

მზე ბრწყინვალებდა; აშიკ-ბულბულნი

შენდამო ქებას ტკბილად გალობდნენ!


გახარებული შენის მშვენებით

ნიავიც ფრთეთა ამოდ განშლიდა;

ხან შენსა კავებს ნაზად შეხებით,

ხან შენსა ლეჩაქს ეთამაშიდა!
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 705-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
კინტოს სიმღერა
2011-04-23 - 2:18 AM    
რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?

ვიწვი, მედება ეშხის ალები!

მინდა დაგწყევლო, — ენა არ მომდევს,

ვფიქრობ გეჩხუბო — გული არ მომდევს,

ვამბობ გაგექცე, — ფეხი არ მომდევს!

ვაი, ამ ცეცხლში როგორ გავები!

რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?
  ნანახია: 586-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იარალის
2011-04-23 - 2:18 AM    
ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს

ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს,

ჩვენებურადა,

ძველებურადა,

ვსვამდეთ,

ვიძახდეთ:

იარი-არალი!


ჯეირნის მწვადი შიშინით

ცეცხლზედა დასტრიალებდეს,

ყნოსვა დამტკბარი მის სუნით,

მადასა განგვიღვიძებდეს.


კახურის ღვინით აღვსილი

აზარფეშაცა ხელს გვეპყრას,

მოთალი, თევზი, მწვანილი

აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას.


ცა მშვენიერი, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 771-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში
2011-04-23 - 2:17 AM    
შენს წმინდა სახეს,

შვენებით სავსეს,

სახიერებით განსხივებულსა,

ვუმზერ კრძალვითა,

თაყვანცემითა,

ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!

მიხარის — გიმზერ,

ვჰსწუხვარ — და გიმზერ,

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე,

რომ აღარ ვჰგრძნობდე

ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..

ყვავილოვანი

წალკოტი შენი,

შენის დიდების სხივ-მოკლებული,

აღარა ჰშვენის,

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 775-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
1 2 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<